საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №403 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.06.2004 ძალადაკარგული 20.12.2006
ნომერი
№403
სარეგისტრაციო კოდი
230210000.11.117.006530
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 25/06/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.117.006.530

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №403

2004 წლის 21 ივნისი

 ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შექმნის და მათი სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შემდეგი ტერიტორიული ორგანოები (საბაჟო ორგანოები):

ა) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი”;

ბ) რეგიონალური საბაჟო „ჩრდილოეთი”;

გ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი”;

დ) რეგიონალური საბაჟო „სამხრეთი”.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები (საბაჟო ორგანოები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შემდეგ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში:

ა) რეგიონალურ საბაჟოს „აღმოსავლეთი„ – ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის, წალკის, საგარეჯოს, გურჯაა-ნის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონები;

ბ)  რეგიონალურ საბაჟოს „ჩრდილოეთი„ – ყაზბეგის, დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ახალგორის, ხაშურის, გორის, ქარელის, კასპის, თიანეთის, ყორნისის, ჯავისა და ცხინვალის რაიონები;

გ)  რეგიონალურ საბაჟოს „დასავლეთი„ – ქ. ბათუმი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, ქედის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, სენაკის, აბაშის, ხობის, მარტვილის, წყალტუბოს, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ტყიბულის, ხონის, თერჯოლის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, სამტრედიის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მესტიის რაიონები;

დ)     რეგიონალურ საბაჟოს „სამხრეთი„ – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონები.”

მუხლი 3. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის სახელ­მწიფო საზღვრებზე, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საქარ­თველოს აეროპორტებსა (აეროდრომებსა) და ღია პორტებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები სტრუქტურულად დაექვემდებარონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებს:

ა)  საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი”, საბაჟო-გამშვები პუნქტები: „წითელი ხიდი”, „სადახლო”, „გარდაბანი”, „ახ­კე­რ­­პი”, „გუგუთი”, „მტკვარი”, „ლაგოდეხი”, „სამთაწყარო”, „უდაბ­ნო”, „საბათლო”, „ვაშლოვანი” – რეგიონალურ საბაჟო „აღმოსავლეთს”;

ბ)  საბაჟო-გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი”, „გორი” – რეგიონალურ საბაჟო „ჩრდილოეთს”;

გ)  საბაჟო საგუშაგოები: „ბათუმის პორტი”, „ფოთის პორტი”, საბაჟო-გამშვები პუნქტები: „სარფი”, „ბათუმის აეროპორტი,” „ქუთაისის აეროპორტი”, „სენაკის აეროპორტი”, „მამისონი” – რეგიონალურ საბაჟო „დასავლეთს”;

დ)     საბაჟო-გამშვები პუნქტები: „ვალე”, „ნინოწმინდა” – რეგიო­ნალურ საბაჟო „სამხრეთს”;

მუხლი 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.

ზ. ნოღაიდელი