„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.09.1998 ძალადაკარგული 27.05.1999
ნომერი
№1-3/612
სარეგისტრაციო კოდი
000000020.01(2).003.000367
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 16/09/1998
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.367

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრ ის

ბრძანება № 1-3/612  

1998 წლის 15  სექტემბერი 

ქ. თბილისი

 "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით , ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 14 ნოემბრის № 1-3/687 ბრძანებით დამტკიცებულ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 1997 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებულ (020.012.003.128) დებულებაში "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ", კერძოდ: 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას განეკუთვნება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები (მათ ბალანსზე რიცხული ქონებით), რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, ლიკვიდირებას დაქვემდებარებული საწარმოები, შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებანი, რომელთა ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო"; 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით უზუფრუქტი (სასყიდლიანი და უსასყიდლო), ქირავნობა, იჯარა, თხოვება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო შესაბამის სამინისტროსთან ან სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით, რომლის გამგებლობაშიც იმყოფება გადასაცემი სახელმწიფო ქონება"; ხოლო 1-ლი მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გაცემის ვადას განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად".

2. დაევალოს სამინისტროს:

ა) იურიდიულ სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში აღნიშნული ცვლილებების შეტანის შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად ;

ბ) საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნი რ. ოქრუაშვილი) "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შეტანის შემდგომ (იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმების შემთხვევაში) მისი გაზეთ "მესაკუთრე"-ში გამოქვეყნება.

3. ცვლილებები "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულებაში ძალაში შედის პრესაში გამოქვეყნებისთანავე.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველოს (რ. თაბუკაშვილი) და მინისტრის მოადგილეს ბ-ნ მ. გაბუნიას.

მ. უკლება