აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“-ს 2011 წლის 21 ივნისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“-ს სამეთვალყურეო საბჭო იტყობინება, რომ სააქციო საზოგადოების 2011 წლის 21 ივნისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
5. სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა”-ს სახაზინო აქციების ნაწილის (15,837,447 ცალი ჩვეულებრივი აქცია) გაუქმება და საზოგადოების წესდებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ქ. თბილისი, 2011 წლის 8 ივნისი