„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№331
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110609002, 10/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №331

2011 წლი ს 8 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებით (სსმ, 26.10.2010, III ნაწილი, №138, მუხლი 1998) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) დეპარტამენტის ,,ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.

2. მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) კომპეტენციის ფარგლებში, „ცხელი ხაზით“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;“.

 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო

მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კონტროლის განხორციელება სამინისტროს სისტემის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და კანონმდებლობის განუხრელ შესრულებაზე;

ბ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეკონომიურობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ე) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;

ვ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;

თ) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

ი) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

კ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინასური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;

მ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ნ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული დასკვნის/ანგარიშის შედგენა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.           

5. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  კ. ბაინდურაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №331. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.033.016201.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 ოქტომბრის №801 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №331, 08.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016201 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1365215/