„კომერციული ბანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 13 ივნისის №47/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№194/04
სარეგისტრაციო კოდი
220020040.18.011.016751
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №194/04

2023 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 13 ივნისის №47/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ საოპერაციო რისკების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 13 ივნისის №47/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 13/06/2014; ს/კ: 220020040.18.011.016130) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

) პირველ პუნქტს „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) აუთსორსინგის რისკს;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საოპერაციო რისკების ანგარიშგების წარმოებისას კომერციულმა ბანკებმა უნდა იხელმძღვანელონ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საოპერაციო რისკის დანაკარგების აღრიცხვის და ანგარიშგების სახელმძღვანელოთი.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დირექტორატი პასუხისმგებელია, რომ კომერციულმა ბანკმა შეიმუშაოს მსხვილი საოპერაციო რისკის მოვლენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის შეტყობინების პროცესი.“.

3. მე-5 მუხლსქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ჩანაწერს იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა მომსახურება აუთსორსინგულ ურთიერთობას;“.

4. მე-8 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომერციული ბანკი ვალდებულია აუთსორსინგული ურთიერთობის წამოწყებამდე, რაც უშუალოდ უკავშირდება კომერციული ბანკის კრიტიკული ან/და მნიშვნელოვანი ფუნქციების აუთსორსინგზე გატანას, გონივრულ ვადაში (არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე) შეატყობინოს ამის თაობაზე ეროვნულ ბანკს. კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს გონივრულ ვადაში (არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე) აცნობოს იმ შემთხვევაშიც, თუ აუთსორსინგზე გატანილი ფუნქცია შემდგომში გახდა კრიტიკული ან/და მნიშვნელოვანი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. აუთსორსინგი არის კომერციული ბანკის მიერ მომსახურების მიმწოდებელთან დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მომსახურების მიმწოდებლის მიერ ხდება კრიტიკული ან/და მნიშვნელოვანი პროცესის, მომსახურების ან სხვა ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ მომსახურებასთან და რომლის შესრულება სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა კომერციული ბანკის მიერ. აუთსორსინგი, სხვა პროცესებთან ერთად, ასევე გულისხმობს და მოიცავს ღრუბლოვან მომსახურებასაც. ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენებისას კომერციულმა ბანკებმა უნდა იხელმძღვანელონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სახელმძღვანელოთი“.

12. კრიტიკულად/მნიშვნელოვნად მიიჩნევა პროცესი, მომსახურება ან საქმიანობა ან მათი მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომლის არასრულყოფილი, გაუმართავი ან წარუმატებელი ფუნქციონირება შეაფერხებს ან უარყოფით ზეგავლენას მოახდენს კომერციული ბანკის:

ა) ლიცენზირების მოთხოვნებთან და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ვალდებულებებთან ბანკის მუდმივ შესაბამისობას;

ბ) ფინანსურ მდგომარეობაზე, მოკლე და გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე, რომელიც მათ შორის მოიცავს აქტივებს, კაპიტალს, ხარჯებს, დაფინანსებას, ლიკვიდობას, მოგებასა და ზარალს;

გ) საბანკო და საგადახდო მომსახურების საოპერაციო მდგრადობაზე ან/და ბიზნესუწყვეტობაზე;

დ) მონაცემთა დაცვასა და კონფიდენციალობის დარღვევაზე.“.

5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
კომერციული ბანკი ვალდებულია, 2024 წლის 1 იანვრამდე, ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარე ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურება/მომსახურებები, რომელიც/რომლებიც მოიცავს კრიტიკულ ან/და მნიშვნელოვან ფუნქციას, შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ ღრუბლოვანი აუთსორსინგული მომსახურების გამოყენების სახელმძღვანელოსთან“.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა