საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.10.008.006.265
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №298
2003 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ (სსმ 25.09.02. №93, გვ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოში მოქმედი ბანკისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.“.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 80%-ზე ნაკლებს;
გ) ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებს და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 80%-ზე მეტს 3 (სამი) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ი. მანაგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 23.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №298. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.10(0).080.006265.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, №298, 23.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 220010000.10(0).080.006265 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1365252/