იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.005.517
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №17
2002 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესი,” რომელიც ემყარება დევნილად ცნობის წესის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის პროცედურასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
2. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს ბატონ თ. ლომაიას.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2001 წლის 28 სექტემბრის №17 ბრძანება „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის შესახებ 2002 წლისათვის”.
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №16 „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ”.
ვ. ვაშაკიძე
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის
(მოწმობის გაცემის) წესი
1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტების ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
2. დევნილთა ყოველწლიურ რეგისტრაციას და მათზე მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების (მერიების და გამგეობების) მეშვეობით.
3. დევნილთათვის მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარებისათვის ქალაქებსა და რაიონების გამგეობებში გამგებლები ან მერები ქმნიან მუდმივმოქმედ კომისიას. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება გამგებლის ან მერის მოადგილე, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას.
კომისიის მუშაობას კოორდინაციას უწევენ სამინისტროს რეგიონალური სამმართველოები.
4. აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭო საჭიროების შემთხვევაში კომისიებში სამუშაოდ მიავლენს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომელთა შესახებ წინასწარ წერილობით აცნობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
5. მოწმობები დაბეჭდილია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპიუტერულ ცენტრში ქართულ ენაზე და გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე.
6. მოწმობის პირველ გვერდზე დასმული იქნება მინისტრის ფაქსიმელიე.
7. დევნილი, გრაფიკით განსაზღვრულ დღეებში, რეგისტრაციისათვის და მოწმობის მისაღებად ცხადდება იმ ქალაქის თუ რაიონის კომისიაში, სადაც იმყოფება აღრიცხვაზე.
8. მოწმობის გაცემისას გამგეობაში (მერიაში) შექმნილი კომისია ხელმძღვანელობს სამინისტროს კომპიუტერულ ცენტრში დაბეჭდილი სიით.
9. ახალი მოწმობის მისაღებად რაიონულ გამგეობებში (მერიაში) შექმნილ კომისიაში ვალდებულია გამოცხადდეს ერთი საოჯახო ანკეტის ნომრის მქონე ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი და წარმოადგინოს:
ა)საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, დამოწმებული პიროვნების დამდგენი კომისიის მიერ;
ბ)16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დაბადების მოწმობა, დამოწმებული პიროვნების დამდგენი კომისიის მიერ.
გ)მოქმედი დევნილის მოწმობა.
შენიშვნა:ზემოაღნიშნული საბუთების ქსეროასლები არ მიიღება;
10. მოწმობის ბოლო გვერდზე ისმება კომისიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გამგეობის ბეჭედი.
11. დევნილი თავისი და ოჯახის წევრების მოწმობების მიღებას და სიაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეს ადასტურებს ხელის მოწერით (ოჯახის თითოეულ წევრზე გაცემულ მოწმობაზე ცალ-ცალკე).
12. კომისია პასუხისმგებელია თითოეულ გაცემულ მოწმობაზე.
13. იმ შემთხვევაში, თუ დევნილის ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი არ ემთხვევა კომპიუტერული ცენტრის ანკეტურ მონაცემებს, კომისია პირადობის დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე აკეთებს სათანადო ცვლილებებს სიაში, დევნილის მოწმობაში და ადასტურებს ბეჭდით.
14. დევნილი, რომელიც წინასწარ გამოცხადებული გრაფიკის დაცვით გაივლის რეგისტრაციას და გამოცვლის მოწმობას, ფულად შემწეობას მიიღებს მოქმედი წესის თანახმად.
15. დევნილთათვის, რომლებიც სამინისტროსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გრაფიკით დადგენილ ვადაში (18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) არ გაივლიან რეგისტრაციას და არ გამოცვლიან დევნილის მოწმობას, დამატებით რეგისტრაცია და, შესაბამისად, მოწმობის გამოცვლა იწარმოებს ადგილებზე მუდმივმოქმედ კომისიებში ყოველი თვის დასაწყისში 1-დან 5 რიცხვამდე. ამ კატეგორიის დევნილი ყოველგვარ სახელმწიფო დახმარებას მიიღებს დამატებითი რეგისტრაციის გავლისა და ახალი ნიმუშის მოწმობის აღების შემდეგ.
16. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგისტრაციის დეპარტამენტი დევნილის ახალი ნიმუშის მოწმობებს და მის გასაცემ სიებს გადასცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ან გამგეობის (მერიის) მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს.
შენიშვნა: მე-13 პუნქტიდან გამომდინარე, რომელიმე მონაცემის ჩასწორება უნდა მოხდეს კომისიის პასუხისმგებელი წევრის მიერ ჩასასწორებელი მონაცემის ზედა მხარეს. მაგალითად, თუ გასასწორებელია სახელი „ელენე”, იგი გადაიხაზება და მის ზემოთ დაიწერება სახელი „ლენა” და ა.შ.
გრაფა „საბუთის სახეობა”: თუ დევნილმა წარმოად-გინა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჩაიწერება სიტყვა „პირადობის მოწმობა”, ხოლო გრაფაში „საბუთის ნომერი”– ჩაიწერება მოწმობის ზედა, პირადი, თერთმეტნიშნიანი ნომერი.
დანარჩენ გრაფაშიც შესწორება მოხდება აღნიშნული წესით. ე.ი. გადაიხაზება შესასწორებელი მონაცემები და მის ზემოთ დაიწერება ახალი მონაცემები.
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.005.517
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №17
2002 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონის „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესი,” რომელიც ემყარება დევნილად ცნობის წესის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის პროცედურასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
2. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს ბატონ თ. ლომაიას.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2001 წლის 28 სექტემბრის №17 ბრძანება „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის შესახებ 2002 წლისათვის”.
5. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №16 „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ”.
ვ. ვაშაკიძე
იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის
(მოწმობის გაცემის) წესი
1. დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო (საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში) იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტების ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
2. დევნილთა ყოველწლიურ რეგისტრაციას და მათზე მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების (მერიების და გამგეობების) მეშვეობით.
3. დევნილთათვის მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარებისათვის ქალაქებსა და რაიონების გამგეობებში გამგებლები ან მერები ქმნიან მუდმივმოქმედ კომისიას. კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება გამგებლის ან მერის მოადგილე, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას.
კომისიის მუშაობას კოორდინაციას უწევენ სამინისტროს რეგიონალური სამმართველოები.
4. აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭო საჭიროების შემთხვევაში კომისიებში სამუშაოდ მიავლენს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, რომელთა შესახებ წინასწარ წერილობით აცნობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
5. მოწმობები დაბეჭდილია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპიუტერულ ცენტრში ქართულ ენაზე და გაიცემა ყველა ასაკის დევნილზე.
6. მოწმობის პირველ გვერდზე დასმული იქნება მინისტრის ფაქსიმელიე.
7. დევნილი, გრაფიკით განსაზღვრულ დღეებში, რეგისტრაციისათვის და მოწმობის მისაღებად ცხადდება იმ ქალაქის თუ რაიონის კომისიაში, სადაც იმყოფება აღრიცხვაზე.
8. მოწმობის გაცემისას გამგეობაში (მერიაში) შექმნილი კომისია ხელმძღვანელობს სამინისტროს კომპიუტერულ ცენტრში დაბეჭდილი სიით.
9. ახალი მოწმობის მისაღებად რაიონულ გამგეობებში (მერიაში) შექმნილ კომისიაში ვალდებულია გამოცხადდეს ერთი საოჯახო ანკეტის ნომრის მქონე ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი და წარმოადგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, დამოწმებული პიროვნების დამდგენი კომისიის მიერ;
ბ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დაბადების მოწმობა, დამოწმებული პიროვნების დამდგენი კომისიის მიერ.
გ) მოქმედი დევნილის მოწმობა.
შენიშვნა: ზემოაღნიშნული საბუთების ქსეროასლები არ მიიღება;
10. მოწმობის ბოლო გვერდზე ისმება კომისიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და გამგეობის ბეჭედი.
11. დევნილი თავისი და ოჯახის წევრების მოწმობების მიღებას და სიაში შეტანილი მონაცემების სიზუსტეს ადასტურებს ხელის მოწერით (ოჯახის თითოეულ წევრზე გაცემულ მოწმობაზე ცალ-ცალკე).
12. კომისია პასუხისმგებელია თითოეულ გაცემულ მოწმობაზე.
13. იმ შემთხვევაში, თუ დევნილის ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი არ ემთხვევა კომპიუტერული ცენტრის ანკეტურ მონაცემებს, კომისია პირადობის დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე აკეთებს სათანადო ცვლილებებს სიაში, დევნილის მოწმობაში და ადასტურებს ბეჭდით.
14. დევნილი, რომელიც წინასწარ გამოცხადებული გრაფიკის დაცვით გაივლის რეგისტრაციას და გამოცვლის მოწმობას, ფულად შემწეობას მიიღებს მოქმედი წესის თანახმად.
15. დევნილთათვის, რომლებიც სამინისტროსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გრაფიკით დადგენილ ვადაში (18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) არ გაივლიან რეგისტრაციას და არ გამოცვლიან დევნილის მოწმობას, დამატებით რეგისტრაცია და, შესაბამისად, მოწმობის გამოცვლა იწარმოებს ადგილებზე მუდმივმოქმედ კომისიებში ყოველი თვის დასაწყისში 1-დან 5 რიცხვამდე. ამ კატეგორიის დევნილი ყოველგვარ სახელმწიფო დახმარებას მიიღებს დამატებითი რეგისტრაციის გავლისა და ახალი ნიმუშის მოწმობის აღების შემდეგ.
16. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგისტრაციის დეპარტამენტი დევნილის ახალი ნიმუშის მოწმობებს და მის გასაცემ სიებს გადასცემს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ან გამგეობის (მერიის) მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს.
შენიშვნა: მე-13 პუნქტიდან გამომდინარე, რომელიმე მონაცემის ჩასწორება უნდა მოხდეს კომისიის პასუხისმგებელი წევრის მიერ ჩასასწორებელი მონაცემის ზედა მხარეს. მაგალითად, თუ გასასწორებელია სახელი „ელენე”, იგი გადაიხაზება და მის ზემოთ დაიწერება სახელი „ლენა” და ა.შ.
გრაფა „საბუთის სახეობა”: თუ დევნილმა წარმოად-გინა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჩაიწერება სიტყვა „პირადობის მოწმობა”, ხოლო გრაფაში „საბუთის ნომერი” – ჩაიწერება მოწმობის ზედა, პირადი, თერთმეტნიშნიანი ნომერი.
დანარჩენ გრაფაშიც შესწორება მოხდება აღნიშნული წესით. ე.ი. გადაიხაზება შესასწორებელი მონაცემები და მის ზემოთ დაიწერება ახალი მონაცემები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.10.2006.
- როდის იქნა მიღებული „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“?
- „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.09.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010170000.11(1).080.005517.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.10.2006-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.10.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ყოველწლიური რეგისტრაციის (მოწმობის გაცემის) წესის დამტკიცების შესახებ“, №17, 24.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 010170000.11(1).080.005517 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1365385/