ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.692
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1769
2006 წლის 20 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 215-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 1,5 პროცენტი ჩაირიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.
2. გადასახდელის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 0,1 პროცენტი ჩაირიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2007.
- როდის იქნა მიღებული „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე“?
- „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე“ მიღებულია 20.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1769. სარეგისტრაციო კოდი — 230210000.22.033.009692.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2007-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე“, №1769, 20.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.009692 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1365518/