სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.005.535
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
(სემეკ) დადგენილება №11
2002 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 1999 წლის 10 მაისის გაფართოებული სხდომის №196 საოქმო გადაწყვეტილების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2002 წლის 12 სექტემბრის №88/1 თათბირის ოქმის, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრთან 2002 წლის 19 სექტემბერს ჩატარებული თათბირის №4/1 ოქმის, სს„ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” 2002 წლის 18 სექტემბრის №41.22.206 განაცხადის, საქართველოს საპროგნოზო ელექტრობალანსის, სს„ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” როგორც საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის პირდაპირი მომხმარებლის და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზია ნ ტების მიერ წარმოდგენილი განაცხადების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების, ასევე„ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესების და პროცედურების დამტკიცების შესახებ” სემეკის 1998 წლის 1 ივლისის №3 დადგენილების გათვალისწინებით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის„გ” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის„ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1. სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან (სესბი) შესასყიდი ტარიფი
სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან (სესბი), 35-110-220 კილო-ვოლტი ძაბვის ქსელიდან, ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი – 1,85 აშშ ცენტის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ის ჩათვლით) გადახდის დღისთვის.
მუხლი 2. სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფის შემადგენელი კომპონენტები
1. წარმოებული ელექტროენერგიის, მისი მიწოდების გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული მომსახურების ტარიფები, აშშ ცენტი/კვტსთ ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის:
| №
|
დასახელება | დღგ-ის გარეშე
| დღგ 20%
| დღგ-ის ჩათვლით
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1 | წარმოებული ელექტროენერგია | 1.142 | 0.228 | 1.37 |
| 2 | სს „საქრუსენერგო“ | 0.058 | 0.012 | 0.07 |
| 3 | სს „ელექტროგადაცემა | 0.192 | 0.038 | 0.23 |
| 4 | შპს „ელექტროდისპეტჩერიზაცია-200“ | 0.067 | 0.013 | 0.08 |
| 5 | მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური
| 0.042 | 0.008 | 0.05 |
| 6. | მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტი
| 0.042 | 0.008 | 0.05 |
2. მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგებისა და მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტებით მიღებული თანხა ჩაირიცხება სესბ-ის ტრანსფერტულ ანგარიშზე და აუნაზღაურდება ელექტროენერგეტიკული სექტორის შესაბამის ლიცენზიანტებს.
მუხლი 3. დადგენილების ამოქმედების ვადა
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2003.
- როდის იქნა მიღებული „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“?
- „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“ მიღებულია 16.10.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.14(0).110.005535.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.12.2003-დან.
- სად არის „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ“, №11, 16.10.2002, სარეგისტრაციო კოდი 300280000.14(0).110.005535 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1366117/