⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.09.2003)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.05.2003
ძალის დაკარგვა 30.09.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010240060.14.011.005844
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 30/05/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,904 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2003 მიღება
30.09.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} a:link, span.MsoHyperlink {font-family:SPLiteraturuly; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 52.05pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.14.011.005.844 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №7 2003 წლის 20 მაისი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ”დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონისა და ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ”საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების, საქმისწარმოების წესის და რეგლამენტის” დამტკიცების შესახებ სემეკის 1997 წლის 6 ოქტომბრის №1 დადგენილების პირველი პუნქტი. 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან. თავმჯდომარე           ელ. ერისთავი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) (შემდგომში –კომისია) შექმნილია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილ, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანოს, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოების, უწყებებისა და ორგანიზაციებისგან. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სათანადო ანგარიშები ბანკში, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში. 4. კომისიის საქმიანობის დაფინანსების ძირითადი წყაროა ლიცენზიატების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური. 5. კომისია ყოველი წლის 31 მარტამდე ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ გასული წლის ანგარიშს, რომელსაც უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს. კომისიის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვისაც. 6. კომისიის იურიდიული მისამართია: 380077, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №45, ტელ.: 25-33-95; ფაქსი: 25-33-97; ვებ-გვერდი: http://www.gnerc.org ელ-ფოსტა "mailto:gnerc@caucasus.net" 2. კომისიის ფუნქციები კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზირების წესებისა და პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, შეჩერება და/ან გაუქმება, გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე ლიცენზიატების საქმიანობის რეგულირება; ბ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა და რეგულირება; გ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების, იმპორტისა და ექსპორტის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებს შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ლიცენზიების პირობების დაცვის კონტროლი და დარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ე) ენერგეტიკაში სერტიფიკაციის სამუშაოთა ორგანიზება და კოორდინაცია; ვ) ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება; ზ) ელექტრობაზრის საქმიანობის ზედამხედველობა თავისი კომპენტენციის ფარგლებში, „საბაზრო წესების” და `ელექტრობაზრის ტექნიკური სტანდარტების” დამტკიცება; თ) ყველა კატეგორიის მომხმარებლის სტაბილური ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლის შექმნა; ი) ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორების ლიცენზიატებისა და მომხმარებლების ინტერესების დაბალანსება. 3. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებისგან, დაწესებულებებისგან, სახელმწიფო და კერძო საწარმოებისგან, ფიზიკური პირებისგან, აგრეთვე თანამდებობის პირებისგან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა კომისიისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად; ბ) თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, მიიღოს სამართლებრივი აქტები - სემეკის გადაწყვეტილებები და დადგენილებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში სამართალურთიერთობის ყველა სუბიექტისთვის; გ) დადგენილი წესით მიავლინოს კომისიის აპარატის სპეციალისტები საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით; დ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი სამუშაო ჯგუფები, ჩააბას მათ საქმიანობაში რეგულირებადი საწარმოები, ასევე, მათი თანხმობის შემთხვევაში, ცალკეული სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები; ე) გაწევრიანდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა იქონიოს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან, სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო; ვ) უზრუნველყოს კომისიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მუშაკთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ზ) გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელის და/ან მოპასუხის როლში; თ) ორგანიზება გაუკეთოს ნებაყოფლობით და სავალდებულო სერტიფიკაციის სამუშაოებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს შესახებ“ სემეკის 2001 წლის 6 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული წესების მიხედვით; ი) უზრუნველყოს მის მიერ მიღებული ყველა დადგენილების, გადაწყვეტილების, ბრძანების, , ჩანაწერის, სხვა დოკუმენტის და გაცემული ნებართვის საჯარო განხილვის შესაძლებლობას, გარდა საიდუმლო ინფორმაციისა; ლ) ოფიციალურად განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 4. კომისიის წევრები. კომისიის მართვა 1. კომისია შედგება სამი წევრისგან, რომელთაც 6 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ახალ წევრს, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 2.    კომისიის წევრები ინიშნებიან კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. კომისიის წევრი, რომელმაც იმუშავა 6-წლიანი ან ნაკლები ვადით, შეიძლება ხელახლა დაინიშნოს კომისიის წევრად 6-წლიანი ვადით. 4. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიაში მუშაობის პერიოდში შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა. 5. კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრის პრინციპით. 6. კომისიის სამივე წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. 7. კომისიის სხდომაზე განსახილველად საკითხის გატანა შესაძლებელია, თუ მას ესწრება კომისიის ორი წევრი მაინც. 8. განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომისიის არანაკლებ ორმა წევრმა. კომისიის წევრს თავშეკავების უფლება არა აქვს. კომისიის წევრის განსხვავებული პოზიცია საკითხის მიმართ ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში. 9.კომისიის თავმჯდომარე: ა) პასუხისმგებელია კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე; ბ) ამტკიცებს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასების ოდენობას; გ) ნიშნავს და ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს კომისიის წევრებთან შეთანხმებით; დ) კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, ბრძანებას; ე) განკარგავს კომისიის ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) უძვება კომისიის სხდომებს და პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვასა და მათ გამოქვეყნებაზე. 10. მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად კომისიას ჰყავს აპარატი, რომელსაც მართავს აღმასრულებელი დირექტორი. 11. აღმასრულებელი დირექტორი: ა) კოორდინაციას უწევს კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) ადგენს კომისიის სხდომების დღის წესრიგს, უზრუნველყოფს კომისიას მისი საქმიანობისთვის საჭირო მასალებით და ინფორმაციით; გ) ხელმძღვანელობს კომისიის ბიუჯეტის მომზადებასა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებას, აკონტროლებს ლიცენზიატების მიერ რეგულირების საფასურის დროულ გადახდას, უზრუნველყოფს კომისიის ოფიციალური ანგარიშების მომზადებას; დ) კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური წესით დასჯის წინადადებებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მიმოწერას, აგრეთვე კომისიის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 12.  აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) შეიმუშავებს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულებას; ბ) განსაზღვრავს დაქვემდებარებაში მყოფი ყოველი საშტატო ერთეულის ფუნქციურ მოვალეობას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურული ერთეულის სახელით ახორციელებს მიმოწერას და კომისიის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; დ) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და კომისიის წევრების დავალებათა შესაბამისად. 13. კომისიის აპარატის თანამშრომლების, მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტების შერჩევა ხორციელდება საკონკურსო წესით, ხოლო მიღება _ ხელშეკრულების საფუძველზე. 14. შრომით ხელშეკრულებებს აპარატის თანამშრომლებთან აფორმებს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს კომისიის თავმჯდომარე. თავმჯდომარის რწმუნებით აპარატის თანამშრომლებთან შრომით ხელშეკრულებების გაფორმება შეუძლია აღმასრულებელ დირექტორს. 5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულები 1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი; ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი; გ) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტი; დ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის დეპარტამენტი; ე) იურდიული დეპარტამენტი; ვ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი; ზ) ბუღალტერია; თ) პრესცენტრი; ი) საერთო განყოფილება; კ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილება. 2. დეპარტამენტებს ხელმძღვანელობენ დირექტორები, განყოფილებებს - გამგეები, ბუღალტერიას - მთავარი ბუღალტერი, ხოლო პრესცენტრს – უფროსი. დეპარტამენტში შეიძლება არსებობდეს სამმართველოები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ უფროსები. 3. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულება მტკიცდება კომისიის დადგენილებით, რომლითაც ასევე წესრიგდება მათი სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები. 4.კომისიის აპარატში შეიძლება იყოს შტატგარეშე პერსონალი (ექსპერტი, მრჩეველი და სხვა), რომელიც ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. 6. კომისიის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა, დასკვნის მომზადება და სემეკის აპარატის სხვა დეპარტამენტებისგან ამ საკითხებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მოპოვება; ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე, მოდიფიცირებაზე, შეჩერებასა და შეწყვეტაზე საკითხების მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილველად; გ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების მიერ ან სემეკის ინიციატივით ტექნიკური და კომერციული დანაკარგების დადგენაზე წარმოდგენილი მოთხოვნების და შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება; დ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს შორის და/ან ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილ სადავო საკითხების განხილვაში მონაწილეობა; ე) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატების ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი და შემოწმების განხორციელება. აგრეთვე, ლიცენზიების პირობების დარღვევისთვის შესაბამისი ოქმების შედგენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად კომისიის სხდომისთვის წინადადებების შემუშავება; ვ) ყოველწლიური რეგულირების საფასურის გადახდაზე ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებთან შეთანხმებული გრაფიკის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ზ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად,, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; თ) ბუნებრივი გაზის სექტორის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსთვის ახალი მონაცემების შესახებ შესაბამისი ამონაწერის გადაგზავნა. 2. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების და თანდართული მასალების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილველად; ბ) ტარიფების დასადგენად აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად სათანადო ფორმების დაგზავნა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების ლიცენზიატებისა და/ან პირდაპირი მომხმარებლებისთვის; გ) კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა ტარიფების დინამიკის შესახებ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში საპროგნოზო და ფაქტობრივად ჩამოყალიბებულ მაჩვენებლებს შორის, მოცულობითი და სტრუქტურული სხვაობების გავლენით; დ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. 3. ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის ტექნიკური ექსპერტიზა, დასკვნის მომზადება და სემეკის აპარატის სხვა დეპარტამენტებისგან ამ საკითხებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მოპოვება; ბ) ელექტროენერგეტიკის სექტორში შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე, მოდიფიცირებაზე, შეჩერებასა და შეწყვეტაზე საკითხების მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილველად; გ) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატების მიერ ან სემეკის ინიციატივით ტექნიკური და კომერციული დანაკარგების დადგენაზე წარმოდგენილი მოთხოვნების და შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება; დ) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატებს შორის და/ან ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილ სადავო საკითხების განხილვაში მონაწილეობა; ე) ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატების ლიცენზიების პირობების შესრულების კონტროლი და შემოწმების განხორციელება. აგრეთვე, ლიცენზიების პირობების დარღვევისთვის შესაბამისი ოქმების შედგენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად კომისიის სხდომისთვის წინადადებების შემუშავება; ვ) ყოველწლიური რეგულირების საფასურის გადახდაზე ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატებთან შეთანხმებული გრაფიკის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა; ზ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. თ) ელექტროენერგეტიკის სექტორის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი ორგანოსთვის ახალი მონაცემების შესახებ შესაბამისი ამონაწერის გადაგზავნა. 4. ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ლიცენზიატების, აგრეთვე საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიერ სემეკში, დადგენილი წესით წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, კომისიისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება. საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ბ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მოქმედი ლიცენზიატების მიერ სემეკში წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამების განხილვა; გ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ტარიფების დადგენის, ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, შეჩერებისა და გაუქმების წესების, აგრეთვე ექსპორტ-იმპორტის კვოტებისა და სხვა სახის მეთოდოლოგიური საკითხების შემუშავება; დ) აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესში, ინვესტორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების განხილვაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; ე) სემეკის ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება. სემეკის აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სემეკის მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება; ვ) სემეკის ელექტრონული ვებ-გვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. კომისიის დადგენილებების, გადაწყვეტილებების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების სხვადასხვა სახის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სემეკში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის, აგრეთვე ენერგეტიკაში მიმდინარე პროცესების მოკლე ანოტაციის სემეკის ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსება; ზ) საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ კომისიებთან და ენერგეტიკის სექტორის საწარმოებთან, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონულ ასოციაციასთან (ERRA), აშშ-ს კომუნალური რეგულირების კომისიების ნაციონალურ ასოციაციასთან (NARUC) და სხვა სახის საერთაშორისო ორგანიზაციებთან სემეკის კავშირის უზრუნველყოფა. ენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკითხებზე არსებულ სიახლეებთან და დარგში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. 5. იურდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა)     ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ლიცენზიების მაძიებელთა დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ)    კომისიის გადაწყვეტილების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში დასაქმებულ ლიცენზიატთა მიერ ლიცენზიის პირობების, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგი; დ) ლიცენზიატების მიერ ყოველწლიური რეგულირების საფასურის გადახდაზე შეთანხმებული გრაფიკის დაცვის კონტროლი; ე) შესაბამისი რწმუნების საფუძველზე, სემეკის წარმოდგენა სასამართლო ორგანოებში; ვ) ლიცენზიატებს, ლიცენზიატებსა და მომხმარებლებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხებზე კომისიაში შემოსული საჩივრების განიხილვა; ზ) სემეკის აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; თ) სემეკის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და დადგენილი წესით მათი მიღების უზრუნველყოფა; ი) სემეკის სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კ) ლიცენზიატების მიერ ინვესტორებთან დასადები ხელშეკრულებების პროექტებისთვის რეკომენდაციების მომზადება. 6. მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების გაზრდისა და გაღრმავების ხელშეწყობა; ბ) ენერგეტიკის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვა; გ) არასამთავრობო და პროფესიულ ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება, და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება სემეკის კომპეტენციის გათვალისწინებით; დ) მომხმარებლისთვის და შესაბამისად, მთელი მოსახლეობისთვის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამ სფეროში არსებული პრობლემების კონსტრუქციულად გადაჭრაში აქტიური მონაწილეობა; ე) დეპარტამენტის ფუნქციების გათვალისწინებით, პრესისა თუ სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, სემეკის კომეპეტნციის ფარგლებში, მათზე რეაგირება. ენერგეტიკაში არსებული პრობლემების, კომისიისა და აპარატის საქმიანობის გაშუქება პრესითა და ტელევიზიით; ვ) საზოგადოებასა და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების ლიცენზიატებსა თუ უწყების წარმომადგენლებს შორის დიალოგების მოწყობა და ამით, არსებული პრობლემების კონსტუქციულად მოგვარებაში წვლილის შეტანა; ზ) მომხმარებლებსა და ლიცენზიატებს შორის წამოჭრილ სადავო საკითხების განხილვა და მოგვარება თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში ამის თაობაზე წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა. თ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სემეკის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. აგრეთვე, კომისიის სხდომების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება. 7. ბუღალტერიის ძირითადი ფუნქციებია: ა) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ბ) ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად, სემეკის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, კომისიის სხდომაზე განსახილველად; დ) ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად, ლიცენზიატების მიერ გადასახდელი ყოველწლიური რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება კომისიის სხდომაზე განსახილველად. 8. პრესცენტრის ძირითადი ფუნქციებია: ა) პრეს-დაიჯესტის ფორმით სემეკის გადაწყვეტილებების, დღის წესრიგის, ენერგეტიკაში არსებული პრობლემების, კომისიისა და აპარატის საქმიანობის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ბ) პრესკონფერენციების მოწყობა; გ) პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და ანალიზი; დ) კომისიის საჯარო სხდომებზე მასმედიის მოწვევა. 9. საერთო განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) კომისიის ერთიანი საქმისწარმოების წარმართვა კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების წესის შესაბამისად; ბ) კომისიის წევრებისა და აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი. სემეკის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქმისწარმოების ორგანიზაციაზე მეთოდური ხელმძღვანელობა; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირებისა და დისციპლინური გადაცდომის შესახებ დოკუმენტების მომზადება; ე) კომისიის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხისა და კომისიის სხდომების დღის წესრიგის პროექტების მომზადება; ვ) კომისის სხდომების ოქმების გაფორმება და მიღებული სამართლებრივი აქტების ხელმოსაწერად წარდგენა; ზ) კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, კორესპონდენციის და სხვადასხვა სახის შეტყობინებების ადრესატებამდე დაგზავნა; თ) სემეკის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცვა-წარმოება და საპენსიო საბუთების გაფორმება; ი) აპარატის თანამშრომელთა დანიშვნის, დაწინაურების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის და გათავისუფლების შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება. 10. ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) კომისიისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფა; ბ) კომისიისა და მისი აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარის და შენობის მოვლა-პატრონობა; გ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 7. კომისიის ბიუჯეტი 1. კომისიისა ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყაროა ლიცენზიატებისგან მიღებული რეგულირების საფასური და ტარიფის დადგენის საფასური. 2. რეგულირების და ტარიფის დადგენის საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესი და გადახდის პირობები დგინდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სემეკის შესაბამისი ნორმატიული აქტებით. 3. კომისია ყოველი წლის 1 ოქტომბრისთვის ამტკიცებს შემდეგი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის კომისიის წევრებისა და აპარატის მუშაკების ანაზღაურება. კომისია ვალდებულია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს თავისი ბიუჯეტი. 4. რეგულირების საფასური ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ამ ანგარიშზე არსებულ თანხებს განკარგავს მხოლოდ კომისია. წლის განმავლობაში კომისიის მიერ გამოუყენებელი თანხები გადაიტანება შემდგომი წლის ანგარიშზე, ამ წლის რეგულირების საფასურის შესაბამისი შემცირებით. კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაშ­ი აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხორციელდება შემდეგი წლის რეგულირების საფასურიდან. 5. დასაშვებია კომისიის დასაფინანსებლად გრანტებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრების გამოყენება. 6. რეგულირების საფასური შედის ლიცენზიატის მიერ წარმოებული პროდუქციისა და/ან გაწეული მომსახურების ღირებულებაში. 7. კომისია ყოველწლიურად, 31 მარტამდე ამზადებს და აქვეყნებს გასული წლის ფინანსურ ანგარიშს. 8. კომისიის ქონება 1. კომისიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება კომისიის დამოუკიდებელ ბალანსში. 2. კომისიის ლიკვიდაციის შემთხვევაში კომისიის ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. 9. დებულებაში ცვლილებების შეტანა და რეორგანიზაცია 1. კომისიის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელია კომისიის დადგენილებით; 2. კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.