ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2003 ძალადაკარგული 05.05.2006
ნომერი
№444
სარეგისტრაციო კოდი
010240030.11.106.005859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 09/06/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.859

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №444

2003 წლის 29 მაი ს ი

ქ. თბილისი

ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. ვბრძანებ:   

1. შეიქმნას ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ქორწინების რეგისტრაციისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობების დაცვას.

2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა (დანართი №1);

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს (თ. დევდარიანს) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების მომსახურეთა დანიშვნის ორგანიზება.

4. ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილება განთავსებულ იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №7.

5. ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებულმა  განყოფილებამ  უფლებამოსილება განახორციელოს 2003 წლის 1 ივნისიდან.

6. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებამ საქმიანობა განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ტიპური დებულების საფუძველზე.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით შერჩევის ორგანიზება.

8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს გ. წკრიალაშვილს.

9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

 

დანართი №1 

ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების საშტატო ნუსხა

 

ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილების დასახელება

საშტატო ერთეულის    (თანამდებობის) დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

1.

 

ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილება

განყოფილების გამგე

განყოფილების კონსულტანტი

1

1