„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№234
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016394
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110609028, 09/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №234

2011 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამე­დიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამე­დიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვე­ტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებ ის (სსმ, 2010 წელი, მუხლი 2071) მე-2 მუხ­ლით დამტკიცებულ „კომისიის საქმიანობის წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2 მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებ­ლე­ები არიან:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგან­გე­ბო სიტუა­ციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრა­მების ან დაზღვევის მეშვეობით;

ბ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერი­ტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდ­მივად მცხოვრები მოქა­ლაქეობის არმქონე პირები საქართველოს მოქა­ლა­ქეობის დამა­დას­ტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერ­თიან ბაზაში რე­გისტრირებული ოჯახის წევრები, რომელ­თა ოჯახის სოციალურ-ეკონო­მი­კური მდგომარეობის მაჩვე­ნებელი ქულა არ აღემატება 70 000-ს, და რო­მელ­თაც სა­დაზ­­ღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებიათ, ან/და, რომელთა სა­მე­დი­ცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ იფარება დაზღვე­ვით ან სხვა სახელმწიფო პროგრა­მე­ბით;

დ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა – პირი, რომლის მიერ მოთხოვნილი დახმარების ოდენობა არ აღემატება 900 ლარს;

ე) არასრულწლოვანი, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმა­რე­ბა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება ვერ ხორციელდება;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავ­დაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პოლიციელი ან სამხედ­რო მოსამ­სახურე,თუ სახელმწიფოს მი­ერ მათთვის განკუთვნილი შესა­ბა­­მისი სადაზღვევო პირობებით საჭი­რო სამედიცინო დახმარება არ იფა­­რება ან ამოწურულია დაფარვის ლიმიტი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ან ადგი­ლობრივი თვით­მმარ­თველობის ორგანოების შუამდგომლობების საფუძ­ველ­ზე საქარ­თველოს სხვა მოქალაქეები, რომელთათვის სამედიცინო მომ­­სახურების ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს აუცი­ლე­ბელი საზოგადო­ებ­რივი ან/და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათ­ვა­­ლის­წინებით, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგ­რა­­მე­ბის ან დაზღვევის მეშ­ვეობით;

თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ შეიძლება დაფინანსდნენ შემ­დეგი პირები:

თ.ა) არასრულწლოვანი, თუ მისთვის სათანადო სამედიცინო დახ­მა­რების მიღება საქართველოში ვერ ხერხდება;

თ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავ­დაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პოლიციელი ან სამხედრო მოსამ­სახურე;

თ.გ) საზოგადო მოღვაწე.“.

2. მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მიზნებისათვის სიტყვები „სახელმწიფო პროგრამა“, ,,დაზღვევა“ გულისხმობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სო­ცია­ლური დაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში დაფინანსებულ პროგრამებს, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავ­დაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იური­დიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პოლიციელის ან სამ­ხედრო მოსამ­სა­ხუ­რის შემთხვევაში – ასევე შესაბამისი უწყების მიერ და­ფი­ნან­სებულ სა­დაზ­ღვე­­ვო პირობებს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი  ნ. გილაური