,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2005 ძალადაკარგული 02.03.2007
ნომერი
№1292
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.007984
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 29/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.007.984

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1292

2005 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტა­მენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორ­მების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” საბაჟო გაფორმების განყოფილებას – ქ. თბილისი, ჭირნახუ­ლის I შესახვევი №7; ქ. თბილისი, იუმაშევის №14; ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №38 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორ­მებისა); ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. №1 (გარდა თავისუფალ მიმოქ­ცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორ­მებისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული ტიპის საბაჟო საწყობის მფლობელი იმპორტიორის საქონლის საბაჟო გაფორ­მებას); ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. №1; მცხეთის რ-ნი, ზა­ჰე­სის დასახლება, მშვიდობის ქ. №105ა; ბორჯო­მის რ-ნი, სოფელი ჩი­თა­ხევი; აგრეთვე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ქ. თბი­ლისის საპატრულო პოლი­ციის მთავარი სამმართველოს შენობა) – მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქარ­თველოს ფინანსთა სამი­ნისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრან­სპორტო საშუალე­ბების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლო­ბის შესახებ ინსტრუქ­ციის დამტკიცების თაობაზე” სა­­ქართვე­ლოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგ­­­ვის­ტოს №823 და საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს №876 ერ­თობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრან­სპორტო საშუალებების გაფორმე­ბისათვის.”.

2. მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) რეგიონალური საბაჟო ,,დასავლეთის” საბაჟო გაფორმების ქუთაი­სის განყოფილებას – წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი, ,,საბაჟო-კემპინგი” (გარდა თავისუფალ მიმოქ­ცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორ­მებისა. ამ რეჟიმში ახორ­ციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთე­ბისა და დახურელი ტიპის საბაჟო საწყობის მფლობელი იმპორტიორის საქონლის საბაჟო გაფორმებას)”.

3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაად­გილებული 700 ლარამდე ღირებუ­ლების საქონელი, ამ პირის თხოვნის საფუძველზე ექვემ­დებარება გაფორმებას იმ სასაზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტში (საბაჟო საგუშაგოში), სადაც მის მიერ ხორციელდება საქონლით საბაჟო საზღვრის გა­დაკვეთა (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტის – ,,წითე­ლი ხიდისა”).”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი