“ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სა რეგისტრაცი ო კოდ ი 360.160.000.11.103.005.895
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ის
ბრძანება №61
2003 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
“ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
“საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლის დადგენილი სამართლებრივი ნორმის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება “ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ”.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ჩხობაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. დებულების მიზანი და მოქმედების სფერო
1. “ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურებების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულება შემუშავებულია “საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლუის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. ეს დებულება ადგენს “საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საშიში ნივთიერებებით (ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენები) ნიადაგის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზიანის გაანგარიშების წესს და ვრცელდება ყველა კატეგორიისა და სტატუსის მიწებზე, დამოუკიდებლად მათი ადგილმდებარეობისა და საკუთრების ფორმისა.
3. ამ დებულებისათვის “საშიშ ნივთიერებას” აქვს იგივე განმარტება, რაც მოცემულია “საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ” საქართველოს კანონში.
4. პასუხისმგებელ იურიდიულ ი ან ფიზიკურ ი პირის (შემდგომში -პასუხისმგებელ პირი) მიერ ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოები.
5. დაბინძურებული ნიადაგის შესწავლა ხორციელდება შეტყობინების ან გამოვლენისთანავე.
7. დაბინძურებული ნიადაგების გამოკვლევა და დაბინძურების ხარისხი განისაზღვრება ნიადაგის გამოკვლევის მასალებისა და ლაბორატორიული ანალიზების მონაცემების საფუძველზე, თანახმად საქართველოში არსებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციისა.
8. საშიში ნივთიერებებით დაბინძურებული ნიადაგების ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება საქართველოში არსებული კანონმდებლობების შესაბამისად აკრედიტირებულ ლაბორატორიებში, პასუხისმგებელი პირის ხარჯზე.
9. ნიადაგის დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ფულადი ღირებულება განისაზღვრება დანართი №1 და №6 ცხრილის მონაცემების საფუძველზე.
მუხლი 2. ნიადაგის საშიში ნივთიერებების დაბინძურებით
სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა
1. საშიში ნივთიერებებით ნიადაგის დაბინძურებისათვის ზიანის ანაზღაურება ხდება, თუ იგი გამოწვეულია:
ა) ტექნოგენური ხასიათის ავარიებით;
ბ) საშიში ნივთიერებების მოპოვების, გამოყენების, ტრანსპორტირების, ჩატვირთვა გადმოტვირთვის დროს დაყრით (დაღვრით);
გ) გაფრქვევითა და ჩაშვებით;
დ) პესტიციდებისა და მინერალური სასუქების გამოყენების ნორმების და მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის წესებისა და ნორმების დარღვევის შემთხვევებში;
ე) სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვა ტოქსიკური ნარჩენების დაყრით (დაღვრით).
2. ტერიტორიის ეკოლოგიური სიტუაციისა და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი (Kე) გათვალისწინებულია ნიადაგზე დამაბინძურებელი ნივთიერებათა ჯამური ზემოქმედების დროს (ცხრილი №4). დაცული ტერიტორიებისა და საერთაშორისო ქსელში ჩართული ნიადაგების დაბინძურების შემთხვევაში ეკოლოგიური სიტუაციისა და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი უდრის 2-ს, ხოლო ქალაქებისა და დასახლების პუნქტებისათვის 1,5-ს.
4. დებულებაში გათვალისწინებულია დაბინძურებული ნიადაგის აღდგენის პერიოდის (დროის) ხანგრძლივობაზე დამოკიდებილი გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი – Kა (ცხრილი №5).
თავი II
ზიანის გაანგარიშება
მუხლი 3. ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება
1. ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება დანახარჯების იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა დაბინძურებული ნიადაგის აღდგენის სრული მოცულობის სამუშაოების შესრულებისათვის. თუ მითითებული დანახარჯების შეფასება შეუძლებელია, სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
V=
Nღშ(i)Kხ(i)KსKეKა (1)
სადაც:
ა) V – არის სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის რაოდენობა, ლარებში;
ბ) i – არის მავნე ნივთიერების სახეობა;
გ) n – არის ნიადაგის დამაბინძურებელი საშიში ნივთიერებების სახეობების რაოდენობა;
დ) Nღ– არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა მიწების ნაცვლად ახალი მიწების ათვისების ღირებულების ნორმატივი, ლარებში (დანართი №1);
ე) S(i) – i სახეობის საშიში ნივთიერებებით დაბინძურებული ნიადაგის ფართობი ჰა;
ვ) Kს(i) – ნიადაგის (მიწის) დაბინძურების დონეზე (ხარისხზე) დამოკიდებული გადასაყვანი კოეფიციენტი. (ცხრილი №1,3 და დანართი №2, №3 №4-ის გამოყენებით);
ზ) Kს – არის ნიადაგის დაბინძურების სიღრმის მიხედვით გადასაყვანი კოეფიციენტი (ცხრილი №2);
თ) Kე – არის ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციისა და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტი (ცხრილი №4);
ი) Kა – დაბინძურებული ნიადაგის აღდგენის პერიოდის (დროის) ხანგრძლივობაზე დამოკიდებულების გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი (ცხრილი№5).
2. საშიში ნივთიერებებით დაბინძურებული ნიადაგები ხასიათდება 5 დონით: I დონე – დასაშვები, II დონე – სუსტი, III დონე – საშუალო, IV დონე – ძლიერი და V დონე – ძალზე ძლიერი (დანართი №3).
3. ნიადაგის დასაშვებ დაბინძურებაში იგულისხმება, როცა საშიში ნივთიერებების რაოდენობა ნიადაგში არ აღემატება მის ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას (ზ.დ.კ) ან საორიენტაციო დასაშვებ კონცენტრაციას (ს.დ.კ.) (დანართი №1, დანართი №4), ან ფონურ შემცველობას, ამ შემთხვევაში Kხ(i) ტოლია 0-ის და სახელმწიფოზე მიყენებული ზიანიც V ტოლი იქნება 0-ის.
4. იმ შემთხვევაში თუ ნიადაგის დამაბინძურებელი საშიში ნივთიერებები არ არის შეტანილი 1-ლ დანართში და მე-4 დანართში, ზიანი გაიანგარიშება №1 ფორმულით, Kხ-ს მნიშვნელობა აიღება მე-3 ცხრილის მონაცემებით, სადაც Lc – ს მნიშვნელობა იანგარიშება №2 ფორმულით.
Lc = C(i) ფაქტიური (2)
C(i) ფონური
სადაც: Lc – არის დაბინძურებულ ნიადაგში საშიში ნივთიერებების ფაქტ ობრივი რაოდენობა შეფარდებილი მის ფონურ რაოდენობასთან;
C(i)ფაქტიური – არის i საშიში ნივთიერებების ფაქტ ობრივი შემცველობა ნიადაგში;
C(i)ფონური – არის i საშიში ნივთიერების ფონური შემცველობა ნიადაგში.
5. ნიადაგში საშიში ნივთიერებების ფონური შემცველობის ქვეშ იგულისხმება მათი შემცველობა მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც არ განიცდის ტექნოგენურ დატვირთვას.
მუხლი 4. ნიადაგის ნარჩენებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშება
1. ნარჩენების განთავსების ან მათი ტრანსპორტირების დროს დაყრით (დაღვრით) ნიადაგის დაბინძურებისას სახელმწიფოზე მიყენებული ზიანი განისაზღვრება ფორმულით:
V=
GნMი Kე25კა (3)
ა) Гნ – არის 1 ტონა (მ3) ნარჩენების დაბინძურების შედეგად სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის გასაანგარიშებელი ნორმატივი (ცხრილი№6);
ბ) ი– არის ნარჩენის სახეობა;
გ) Mი -არის ი-სახის ნარჩენის მასა (მოცულობა), ტ. (კბ.მ.);
დ) Kე – არის ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციისა და ეკოლოგიური მნიშვნელობის გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი (ცხრილი №4).
ე) Kა – დაბინძურებული ნიადაგის აღდგენის პერიოდის (დროის) ხანგრძლივობაზე დამოკიდებულების გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი (ცხრილი№5).
ვ) 25 – სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ასამაღლებელი კოეფიციენტი.
თავი III
დასკვნითი ნაწილი
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
მეთოდში ცვილებები და დამატებები შედის საქართველოს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამის
ცხრილი №1
კოეფიციენტი (Kხi) დამოკიდებული ნიადაგის დაბინძურების ხარისხზე (დონეზე)
| დაბინძურების დონე | დაბინძურებული მიწების ხარისხი | Kხi |
| I | დასაშვები | 0. |
| II | სუსტი | 1,0 |
| III | საშუალო | 1,5^ |
| IV | ძლიერი | 2,0 |
| V | ძალზე ძლიერი | 2,5 |
ცხრილი №2
კოეფიციენტი (Kს) დამოკიდებული ნიადაგის დაბინძურების სიღრმესთან
| დაბინძურების სიღრმე, სმ | Kს |
| 0–20 | 1,5 |
| 0–50 | 1,8 |
| 0–100 | 2,0 |
| 0–150 | 12,3 |
| >150 | 2,5 |
ცხრილი №3
ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების ხარისხის შეფასება საერთო ფონური მაჩვენებლებით
| მონაცემების მნიშვნელობა Lc | მიწების დაბინძურების ხარისხი | კოეფიციენტები Kხ |
| 2 2-8 8-32 32-64 >64 | დასაშვები სუსტი საშუალო ძლიერი ძალზე ძლიერი | 0 1.0 1.5 2,0 2.5 |
ცხრილი №4
ტერიტორიების ეკოლოგიური სიტუაციების და ეკოლოგიური მნიშვნელობის კოეფიციენტები
| № | საქართველოს რ აიონები | Kე | № | საქართველოს რაიონები | Kე | № | საქართველოს რაიონები | Kე |
| 1. | აბაშა |
1,5 | 1. | ახალგორი |
1,4
| 1. | ადიგენი |
1,2 |
| 2. | ბოლნისი | 2. | ახალქალაქი | 2. | ამბროლაური | |||
| 3. | გარდაბანი | 3. | ახალციხე | 3. | ასპინძა | |||
| 4. | გორი | 4. | ახმეტა | 4. | ბორჯომი | |||
| 5. | გურჯაანი | 5. | ბაღდა თ ი | 5. | დუშეთი | |||
| 6. | დედოფლისწყარო | 6. | დმანისი | 6. | თიანეთი | |||
| 7. | ზუგდიდი | 7. | ვანი | 7. | ლენტეხი | |||
| 8. | თელავი | 8. | ზესტაფონი | 8. | მესტია | |||
| 9. | ლაჩხუთი | 9. | თერჯოლა | 9. | ონი | |||
| 10. | მარნეული | 10. | თეთრიწყარო | 10. | საჩხერე | |||
| 11. | მცხეთა | 11. | კასპი | 11. | ტყიბული | |||
| 12. | ოზურგეთი | 12. | ლაგოდეხი | 12. | ცაგერი | |||
| 13. | სამტრედია | 13. | მარტვილი | 13. | ჩოხატაური | |||
| 14. | წყალტუბო | 14. | ნინოწმინდა | 14. | ყაზბეგი | |||
| 15. | სენაკი | 15. | საგარეჯო | 15. | ჭიათურა | |||
| 16. | ხობი | 16. | სიღნაღი | 16. | ხარაგაული | |||
| 17. | გაგრა | 17. | ქარელი | 17. | ჯავა | |||
| 18. | გალი | 18. | ყვარელი |
|
| |||
| 19. | გუდაუთა | 19. | ჩხოროწყუ |
|
| |||
| 20. | გულრიფში | 20. | წალენჯიხა |
|
| |||
| 21. | სოხუმი | 21. | წალკა |
|
| |||
| 22. | ოჩამჩირე | 22. | ხაშური |
|
| |||
| 23. | ქობულეთი | 23. | ქედ ა |
|
| |||
| 24. | ხელვაჩაური | 24. | ხულო |
|
| |||
| 25. | ხონი | 25. | შუახევი |
|
| |||
|
| ||||||||
ცხრილი №5
დაბინძურებული ნიადაგის აღდგენის პერიოდის (დროის) ხანგრძლივობაზე დამოკიდებული გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი, (Kა)
| № | აღდგენის პერიოდის ხანგრძლიობა | გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი | აღდგენის პერიოდი ხანგრძლიობა | გადასაანგარიშებელი კოეფიციენტი |
| 1 | 1 წელი | 1,0 | 8–10 წელი | 5,5 |
| 2 | 2 წელი | 1,6 | 11–15 წელი | 7,0 |
| 3 | 3 წელი | 2,4 | 16–20 წელი | 8,1 |
| 4 | 4 წელი | 3,1 | 21–25 წელი | 8,8 |
| 5 | 5 წელი | 3,7 | 26–30 წელი | 10,0 |
| 6 | 6–7 წელი | 4,5 |
|
|
ცხრილი №6
ნარჩენების განთავსების ნორმატივები
| ნარჩენების სახეები | განზომილების ერთეული | 1 ტონა ან 1 კუბ.მ ნარჩენის განთავსების ნორმატივი (ლარი) |
| საყოფაცხოვრებო ნარჩენები | კუბ. მ. | 4,3 |
| მომპოვებელი მრეწველობიდან | კუბ. მ. | 0,70 |
| გადამამუშავებელი მრეწველობიდან | ტ | 0,80 |
| ტოქსიკური სამრეწველო ნარჩენები: |
|
|
| ტოქსიკურობის I კლასი – უაღრესად საშიში | ტ | 110,0 |
| ტოქსიკურობის II კლასი–ძალზე საშიში | ტ | 90,0 |
| ტოქსიკურობის III კლასი–საკმაოდ საშიში | ტ | 40,0 |
| ტოქსიკურობის IV კლასი–ნაკლებად საშიში | ტ | 15,0 |
შენიშვნა: ნარჩენების ღირებულების ნორმატივები აღებულია 2003 წლის მომქმედი
ფულადი ღირებულების შესაბამისად, როცა დოლარის კურსი შეადგენდა 2,17 ლარ ს.
დანართი №1
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების საბაზისო ნორმატივები საქართველოს ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით, (ლარებში)
| № | რაიონების დასახელება | I ჰექტარი ურწყავი სახნავი ს ათვისების საბაზისო ნორმატივი | I ჰექტარი ურწყავი სათიბ-საძოვრის ათვისების საბაზისო ნორმატივი |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1. | გაგრ ის | 30715 | 18429 |
| 2. | გალის | 34001 | 20400 |
| 3. | გუდაუთის | 30858 | 18515 |
| 4. | გულრიფშის | 30858 | 18515 |
| 5. | სოხუმის | 33858 | 20315 |
| 6. | ოჩამჩირის | 33858 | 20315 |
| 7. | ქედის | 28572 | 17143 |
| 8. | ქობულეთის | 34001 | 20400 |
| 9. | ხელვაჩაურის | 33429 | 20058 |
| 10. | ხულოს | 26429 | 15857 |
| 11. | შუახევის | 26429 | 15857 |
| 12. | ახალგორის | 26286 | 15772 |
| 13. | აბაშის | 33001 | 19800 |
| 14. | ადიგენის | 19715 | 11829 |
| 15. | ამბროლაური | 22000 | 13200 |
| 16. | ასპინძის | 19715 | 11829 |
| 17. | ახალქალაქის | 28572 | 17143 |
| 18. | ახალციხის | 26429 | 15857 |
| 19. | ახმეტის | 26429 | 15857 |
| 20. | ბაღდათის | 28572 | 17143 |
| 21. | ბოლნისის | 30715 | 18429 |
| 22. | ბორჯომის | 19857 | 11915 |
| 23. | გარდაბნის | 34001 | 20400 |
| 24. | გორის | 30715 | 18429 |
| 25. | გურჯაანის | 30858 | 18515 |
| 26. | დმანისის | 28572 | 17143 |
| 27. | დედოფლ.წყაროს | 30858 | 18515 |
| 28. | დუშეთის | 19715 | 11829 |
| 29. | ვანის | 28572 | 17143 |
| 30. | ზესტაფონის | 28572 | 17143 |
| 31. | ზუგდიდის | 31858 | 19115 |
| 32. | თელავის | 30858 | 18515 |
| 33. | თერჯოლის | 29715 | 17829 |
| 34. | თეთრიწყარო ს | 27429 | 16457 |
| 35. | თიანეთის | 23858 | 14315 |
| 36. | კასპის | 28572 | 17143 |
| 37. | ლაგოდეხის | 29715 | 17829 |
| 38. | ლანჩხუთის | 30858 | 18515 |
| 39. | ლენტეხის | 16428 | 9857 |
| 40. | მარნეულის | 34001 | 20400 |
| 41. | მესტიის | 15429 | 9257 |
| 42. | მარტვილის | 28572 | 17143 |
| 43. | მცხეთის | 30715 | 18429 |
| 44. | ნინოწმისდის | 28572 | 17143 |
| 45. | ოზურგეთის | 30857 | 18515 |
| 46. | ონი ს | 17718 | 10543 |
| 47. | საგარეჯოს | 27429 | 16457 |
| 48. | სამტრედიის | 33429 | 20058 |
| 49. | საჩხერის | 24286 | 14572 |
| 50. | სიღნაღის | 28572 | 17143 |
| 51. | ტყიბულის | 19715 | 11829 |
| 52. | ქარელის | 28572 | 17143 |
| 53. | ყვარლის | 28572 | 17143 |
| 54. | ყაზბეგის | 14286 | 8572 |
| 55. | ცაგერის | 23143 | 13886 |
| 56. | ჩოხატაურის | 22429 | 13457 |
| 57. | ჩხოროწყუს | 26429 | 15857 |
| 58. | წალენჯიხის | 28572 | 17143 |
| 59. | წალკის | 25286 | 15172 |
| 60. | წყალტუბოს | 33858 | 20315 |
| 61. | სენაკის | 30858 | 18515 |
| 62. | ჭიათურის | 15429 | 9257 |
| 63. | ხაშურის | 28572 | 17143 |
| 64. | ხარაგაულის | 18715 | 11229 |
| 65. | ხობის | 30858 | 18515 |
| 66. | ხონის | 30858 | 18515 |
| 67. | ჯავის | 14286 | 8572 |
შენიშვნები: 1. 1 ჰექტარი სარწყავი სახნავის, სათიბ-საძოვრის ათვისების საბაზისო ნორმატივად აიღება 1 ჰექტარი ურწყავი სახნავის, სათიბ-საძოვრის ათვისების ღირებულებების
გაორკეცებული საბაზისო ნორმატივები.
2. 1 ჰექტარი საშუალოდ ან სუსტად დამლაშებული, სუსტად ან ძლიერად ხირხიტიანი, ქვიანი და ეროზირებული მიწის ათვისების საბაზისო ნორმატივად აიღება 1 ჰექტარი ურწყავი სახნავის ათვისების ნორმატივი გამრავლებული 0,7-ზე.
3. დანართი აღებულია “სასოფლო-სამეურნეწო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონიდან. დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1997 წლის 02 ოქტომბერს.
დანართი №2
არაორგანული ელემენტებისა და შენაერთების ზღვრული დასაშვები კონცენტრაციები (ზ.დ.კ.), მგ/კგ ნიადაგში
| ელემენტი, ქიმიური შენაერთი
| ზ.დ.კ. | ელემენტი, ქიმიური შენაერთი | ზ.დ.კ. |
| ვანადიუმი | 150 | მანგანუმი | 1500 |
| მანგანუმი-ვანადიუმი | 1000-100 | დარიშხანი | 2.0 |
| კალა | 4.5 | ვერცხლისწყალი | 2.1 |
| ტყვია | 3.2 | სტიბიუმი | 4.5 |
| ქრომი(13) | 90.0 | გოგირდის შენაერთები | 160 |
| გოგირდწყალბადი | 0.4 | ფტორი(წყალხსნარის ფორმა) | 10.0 |
| მოძრავი ფორმა* |
| ||
| ტყვია | 6.0 | ნიკელი | 4.0 |
| ქრომი | 6.0 | სპილენძი | 3.0 |
| ცინკი | 23.0 | კობალტი | 5.0 |
| მანგანუმი შავმიწებისათვის | 700 |
|
|
| მანგანუმი კორდიან-ეწერი ნიადაგისათვის, როცა: PH-4.0 PH-5.1-6.0 PH>6.0 |
300 400 500 |
|
|
* შენიშვნა: მოძრავი ფორმის სპილენძი, ნიკელი და ცინკი ნიადაგიდან ამოიღება ამონიუმ-აცეტატის ბუფერული ხსნარით, როცა PH-4.8; კობალტი კი ამოიღება ამონიუმ-ნატრიუმის ბუფერული ხსნარით PH-3.5-რუხი ნიადაგიდან და PH-4.7 კორდიანეწერი ნიადაგი.
დანართი №3
საშიში ნივთიერებებით დაბინძურების დონის მაჩვენებლები მგ/კგ ნიადაგში.
| ელემენტი, შენაერთი |
|
|
|
|
| |||||
| არაორგანული შენაერთები: | I დონე | II დონე | III დონე | IV დონე | V დონე | |||||
| კადმიუმი | <ზ.დ.კ. | ზ.დ.კ-დან 3-მდე | 3-დან 5-მ დე | 5-დან 20-მ დე | >20 | |||||
| ტყვია | “–” | “–”- 125-მ დე | 125-250 | 250-600 | >600 | |||||
| ვერცხლისწყალი | “–” | “–”- 3-მ დე | 3-5 | 5-10 | >10 | |||||
| დარიშხანი | “–” | “–”-20-მ დე | 20-30 | 30-50 | >50 | |||||
| ცინკი | “–” | “–”-500-მ დე | 500-1500 | 1500-3000 | >3000 | |||||
| სპილენძი | “–” | “–”-200-მ დე | 200-300 | 300-500 | >500 | |||||
| კობალტი | “–” | “–”-50-მ დე | 50-150 | 150-300 | >300 | |||||
| ნიკელი | “–” | “–”-150-მ დე | 150-300 | 300-500 | >500 | |||||
| მოლიბდენი | “–” | “–”-40-მ დე | 40-100 | 100-200 | >200 | |||||
| კალა | “–” | “–”-20-მ დე | 20-50 | 50-300 | >300 | |||||
| ბარიუმი | “–” | “–”-200-მ დე | 200-400 | 400-2000 | >2000 | |||||
| ქრომი | “–” | “–”-250-მ დე | 250-500 | 500-800 | >800 | |||||
| წყალში ხსნადი ფტორი | “–” | “–”-15-მ დე | 15-25 | 25-50 | >50 | |||||
| ვანადიუმი | “–” | “–”-225-მ დე | 225-300 | 300-350 | >350 | |||||
| ორგანული ნაერთები | ||||||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |||||
| ქლორირებული ნახშირწყალბადები (მათ შორის ქლორშემცველი პესტიციდები: DDT; GXYG; 2,4D და სხვა). | “–” | “–”-5-მ დე | 5-25 | 25-50 | >50 | |||||
| ქლორფენოლი | “–” | “–”-1-მ დე | 1-5 | 5-10 | >10 | |||||
| ფენოლი | “–” | “–”-1-მ დე | 1-5 | 5-10 | >10 | |||||
| პოლიქლორბიფენილი | “–” | “–”-2-მ დე | 2-5 | 5-10 | >10 | |||||
| ციკლოჰექსანი | “–” | “–”-6-მ დე | 6-30 | 30-60 | >60 | |||||
| პირიდინი | “–” | “–”-0.1 | 0.1-3-მ დე | 3-20 | >20 | |||||
| ტეტრაჰიდროფურანი | “–” | – | -– | – | – | |||||
| სტიროლი | “–” | “–”-5-მ დე | 5-20 | 20-50 | >50 | |||||
| ნავთობი და ნავთობპროდუქტები | “–” | ს“–”-1000 2000 | 2000 -3000 | 3000 -5000 | >5000 | |||||
| ბენზ(ა)პირენი | “–” | “–”-0.1-დე | 0.0-0.25 | 0.25-0.5 | >0.5 | |||||
| ბენზოლი | “–” | “–”-1-დე | 1-3 | 3-10 | >10 | |||||
| ალფამეთილსტროლი | “–” | “–”-3-დე | 3-10 | 10-50 | >50 | |||||
| ქსილოლი(ორთო,მეტა,პარა) | “–” | “–’-3-დე | 3-30 | 30-100 | >100 | |||||
| ნიტრატები | “–” | – | – | – | – | |||||
| გოგირდოვანი შენაერთები გოგირდზე გადაანგარიშებით | “–” | “–”-180-დე | 180-250 | 250-380 | >380 | |||||
შენიშვნა: დანართი №2-ისა და №3-ის მონაცემები აღებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 30 იანვრის №44/ო ბრძანების “საქართველოში 1992 წლამდე მომქმედი სანიტარ ი ულ-ჰიგიენური წესების, ნორმებისა და ჰიგიენური ნორმატივების დროებით ძალაში დატოვების შესახებ” შესაბამისად.
დანართი №4
ნიადაგში ორგანული შენაერთების ზდკ/სდკ, მგ/კგ ნიადაგში
| მოქმედი ნივთიერება | ზდკ/სდკ მგ/კგ ნიადაგში | პრეპარატის სავაჭრო დასახელება | მოქმედი ნივთიერება | ზდკ/სდკ მგ/კგ ნიადაგში | პრეპარატის სავაჭრო დასახელება |
| 1 | 2 | 3 | 1 | 2 | 3 |
| 2,4-დ მჟავა | 0,1 (ტრ) | 2,4-დ 500 დიალენი (26), ტრეზორი (84) | N-ოქსი 2,6 ლუტიდი-ნი | /0,1 | ივინი |
| ალუმინის ფოსეთილი | /0,5 | ალიეტი, ეფალი, მიკალი (103) ალუფიტი | ავერსექტინი С | /0,5 | ფიტოვერმი |
| ამიტრაცი | 0,2 (ტრ) | მიტაკი | ამონიუმის გლუფოსინატი | /0,1 | ბასტა |
| ატრაზინი | 0,01/ | პრიმექსტრა (56) | ბენომილი | /0,1 | ბენომილი, ბენლატი |
| ბენტაზონი | /0,15 | ბაზაგრანი | ბეტაციფლუტ-რინი | /0,2 | ბულდოკი |
| ბრომპროპილატი | /0,05 | ნეორონი | ბრომუკონაზო-ლი | /0,1 | ვექტრა |
| გლიფოსატი | 0,5 (ტრ) | გლიალკა,გლისოლი, რაუნდაპი, გლიფოგანი | გოგირდი | 160/ (საერთო) | გოგირდი |
| დალტამეტრინი | 0,01 (ტრ) | დეცისი | დესმედიფამი | 0,25 (ტრ) | ბეტანალი-ამ, ბეტანალი ს(91) |
| დესმეტრინი | 0,1 (მ.ჰ.) | სემერონი | დიაზინონი | 0,1 (ტრ) | ბაზუდინი, დიაზინონი |
| დიაფენდიურონი | /0,2 | ჰეგასი | დიკამბა | 0,25 (ტრ) | დიალენი
|
| დიკვატი | /0,2 | რეგლონ სუპერი | დითიანონი | /0,02 | დელანი |
| დიმეთოათი | /0,1 | ბი-58 ახალი | დაფენოკონაზოლი | /0,1 | სკორი, დივიდენდი |
| დიქლოფუანიდი | /0,2 | ვუპარენი, ფოლიკური ე (78) | ეთილენბის დითიოკარბა-მინის მჟავას თუთიის მარილი ეთილენთიურ ამდისულფიდ თან კომპლექსში | 0,6/ | ბაზოცენი (36) პოლიხომო (36, 54) |
| ესფენფალერა-ტი | /0,1 | სუმიალიფა | თიაბენდაზოლი | /1,0 | ტექტო, ვინციტი (99) |
| თირამი | /0,06 | ტმთდ, ვიტავაქსი 200 ფფ (45), ფენორამი (45) | იმაზეტაპირი | /0,1 | პივოტი |
| იოქსინილი | 0,2 | ტოტრილი | იპროდიონი | /0,15 | როვრალი |
| კარბენდაზიმი | /0,1 | დეროზალი | კარბოქსინი | /0,05 | ვიტავაქსი 200 ფფ (40), ფინორამი (40), ვიტავაქსი 200 (40) |
| კლოპირალიდი | /0,1 | ლონტრელი 300 | კლოფენტეზინი | /0,07 | აპოლო |
| ლამბდაციგალო-ტრინი | /0,05 | კარატე | მალათიონი | 2,0 (ტრ) | კარბოფოსი |
| მეტამიტრონი | /0,4 | გოლტიქსი | მეტოლაქლორი | /0,02 | დუიალი, პრიმექსტრა (13) |
| მეტრიბუზინი | 0,2/ (მ.ჰ.) | ზენკორი | ოქსადიქსილი | /0,4 | ოქსიხომი (77) |
| ოქსიფლუორფე-ნი | /0,2 | გოალი | პენდიმეტალინი | /0,15 | სტომპი |
| პენკონაზილი | 0,1/ | ტოპაზი | პერმეტრინი | /0,05 | ვისმეტრინი, როვიკურტი |
| პირიდატი | /0,03 | ლენტაგრანი | პირიმიფოსმე-ტილი | 0,5/ PH 5,5 | აქტელიკი |
| პრომეტრინი | 0,05 (ტრ) | გეზაგარდი | პროპარგიტი | /0,4 | ომაიტი |
| პროპიზამიდი | /0,2 | კერბი W | პროპიკონაზო-ლი | /0,2 | ტილტი |
| პროქლორაზი | /0,3 | სპორტაკი | რიმსულფურო-ნი | /0,03 | ტიტუსი |
| სეტოქსიდიმი | /0,2 | ნაბუ, პოასტი | სპილენძის სულფატი | /0,1 | ბორდოს სითხე, კუპროსაქტი, სპილენძის შაბიამანი |
| ტეპუკონაზოლი | /1,0 | ფოლიკური,ფოლიკურ ბტ (82), ფოლიკური ე (34), რაქსილი, რაქსილი თ (40) | ტერბუტილაზი-ნი | /0,04 | ტოპოგარდი (80) |
| ტერბუტრინი | 0,3 | იგრანი, ტოპოგარდი (79) | ტრიადიმენოლი | 0,02/ | ბაიტან უნივერსალი |
| ტრიადიმეფონი | 0,03 (ტრ) | აზოცენი, ბაილეტონი, ფოლიკურ ბტ (37) | ტრიალატი | /0,05 | ავადექსი ბვ, ტრიალატი |
| ტრიასულფურონი | /0,1 | ტრეზორი (1) | ტრიფლურა-ლინი | /0,1 | ნიტრანი, ტრეფლანი, ტრიფლურალინი |
| ტრიფორინი | /0,003 | საპროლი | ფენარიმოლი | 0,002/ | რუბიგანი |
| ფენვალერატი | 0,02 (ტრ) | სუმიციდინი | ფენიტროთიონი | 1,0/ (ტრ) | სუმითიონი |
| ფენმედიფამი | 0,25 (ტრ) | სუმითიონი | ფენოქსაპროპ-ეთილი | 0,04 | ფურორე სუპერი, პ[უმა სუპერი |
| ფენოქსიკარბი | /0,03 | ინსეგარი | ფენპროპიმორფი | /0,5 | კორბელი |
| ფენთიონი | /0,1 | ლებაიციდი | ფლუაზიფოპ-პ-ბუთილი | /0,3 | ფუზილადი-სუპერი |
| ფლუდიოქსო-ნილი | 0,1/ | მაქსიმი | ფლუტრიაფოლი | 0,1/ | იმპაქტი, ვინციტი (71) |
| ფლუროქლორი-დონი | /0,03 | რეისერი | ფლუვალინატი | /0,01 | მავრიკი 2F |
| ფოზალონი | 0,5 (ტრ) | ზოლონი | ფოლპეტი | /0,1 | მიკალი (9) |
| ფორმოთიონი | /0,2 | ანთიო | ფურათიოკარბი | /0,01 | პრომეტ 400 |
| ქლორბრომურონი | /0,05 | მლორანი | ქლორმეკვატ ქლორიდი | /0,1 | ანტივილეგაჩი
|
| ქლოროტალონი-ლი | /0,2 | ბრაო | ქლორპირიფოსი | 0.2/ (ტრ) | დურსბანი, ნეურელ დ |
| ფორმოთიონი | /0,2 | ანთიო | ფურათიოკარბი | /0,01 | პრომეტ 400 |
| ქლორბრომურონი | /0,05 | მალორანი | ქლორმეკვატ-ქლორიდი | /0,1 | ანტივილეგაჩი |
| ქლოროტალონი-ლი | /0,2 | ბრავო | ქლორპირიფოსი | 0,2/ (ტრ) | დურსბანი, ნეურელ დ |
| ციკლოატი | 0,8 (ტრ) | რონიტი 6ე, შაბეტი | ციმოქსილანი | /0,04 | კურზატი რ (77) |
| ციპერმეტრინი | 0,02 (ტრ) | არივო, შერპა, ციტკორი, ინტა-ვირი, ციპერსანი, ციმბუში | ციპროდინილი | /0,1 | ხორუსი |
| ციპროკონაზოლი | /0,2 | ალტო | ხიზალოფოპეთილი | /0,8 | ტარგა |
| ჰექსითიაზოქსი | /0,1 | ნისორანი | იმაზაპირი | /0,5 | არსენალი |
| აცეტოქლორი | 0,5/ | ტროფი, აცენიტი | პირიდაბენი | /0,3 | სანმაიტი |
| კვიზალოფოპ-პ-ტეფურილი | /0,1 | პანტერა |
|
|
|
შენიშვნა: 1. მონაცემები აღებულია “საქართველოში 1999–2003 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და ზრდის რეგულატორების) სახელმწიფო კატალოგის სი ი დან (2003 წლის მდგომარეობით), დამტკიცებულია საქართველოს
სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ 1999 წლის 22 ნოემბერს.
2. ტრ– ტრანსლოკაციური მალიმიტირებელი მაჩვენებელი.
3. ჰმ– ჰაერმიგრაციული მალიმიტირებული მაჩვენებელი.