მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.950
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №357
2003 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ
“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმა, თანახმად დანართისა (1 გვერდი);
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
ლიცენზია №00-0-00/0000
________________________________________________________________________________________
(ლიცენზიის მფლობელის დასახელება)
________________________________________________________________________________________
(იურიდიული მისამართი)
________________________________________________________________________________________
(ობიექტის მისამართი)
სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები:
________________________________________________________________________________________
ლიცენზიით უფლება ეძლევა კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით დაბეჭდოს და
შეინახოს: ..............
________________________________________________________________________________________
1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას სალიცენზიო პირობები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეაჩეროს, განაახლოს, ცვლილება შეიტანოს და გააუქმოს ლიცენზია.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ლიცენზიაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.
5. მონაცემები ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შესახებ რეგისტრირდება უწყებრივ და სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.
ლიცენზიის მოქმედების ვადა
· ლიცენზია გაცემულია “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
· ლიცენზია გაცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის… წლის… თვის № ბრძანების საფუძველზე;
· აკრძალულია ლიცენზიის გადაცემა სხვა პირისათვის;
· ლიცენზიის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით დუბლიკატის გაცემის შესახებ წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
· საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხს არ აგებს ლიცენზიის მფლობელის ფინანსური საქმიანობის შედეგებზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, ხელმოწერა
სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა- სახელი, გვარი
უტილიზაციის დეპარტამენტის უფროსი ბეჭედი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“?
- „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №357. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.11.117.005950.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.12.2006-დან.
- სად არის „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ბეჭდვისა და შენახვის ლიცენზიის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №357, 14.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005950 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1367575/