საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 101.012.004.082
საქართველოს იუსტიციის მიისტრის
ბრძანება №20
2000 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმებისდამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ„ საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების (მკაცრი აღრიცხვის გერბიანი ბლანკების) ფორმები თანდართული ნიმუშების მიხედვით:
ა) ქორწინების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „2365U„ (ვარდისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 1.
ბ) მამობის დადგენის მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „283 U„ (ცისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 2.
გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 mm); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „2635U „ (იასამნისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207 „ ფერით (შინდისფერი). დანართი 3.
დ) განქორწინების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „4675U„ (ღია ყავისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U „ ფერით (შინდისფერი). დანართი 4.
ე) გარდაცვალების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „435U„ (რუხი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 5.
ვ) შვილად აყვანის მოწმობა – შესრულებულია A4 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 292X200 მმ (ცდომილება ±0,7მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „585U„ (ღია სალათისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207 U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 6.
2. დამტკიცდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების დასამზადებელი ქაღალდის ნიმუში. ქაღალდის სიმკვრივეა 140 გ/მ2. დანართი 7.
3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების მოსახლეობაზე გაცემა მოხდეს დღემდე მოქმედი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ამოწურვის შემდეგ.
ჯ. ხეცურიანი






ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.05.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ““?
- „საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ““ მიღებულია 18.02.2000. მიმღები ორგანო — იუსტიციის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 000000010.01(2).004.000082.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.05.2002-დან.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.05.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ““, №20, 18.02.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000082 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1369610/