საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა
მიღების თარიღი 30.12.2002
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №437
სარეგისტრაციო კოდი 230210000.11(1).170.005627
გამოქვეყნების წყარო სსმ, 127, 30/12/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.117.005.627
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №437
2002 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულების მე-4 პუნქტის საფუძველზე და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის დასადგენად, საკონკურსო-საატესტაციო ტესტირების სრულყოფილად და მაღალკვალიფიციურად ჩატარების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა” (თან ერთვის).
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
დანართი 1
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა ატესტაციის და კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროგრამა
I. საქართველოს კონსტიტუცია
1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს უზენაესი კანონი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებთან; საქართველოს მოქალაქეობა; ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი.
2. საქართველოს პარლამენტი, მისი შემადგენლობა, არჩევის ვადა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირება, დენონსირება და გაუქმება.
4. კანონპროექტის ან დადგენილების მიღება; საკანონმდებლო ინიციატივის უფლება; პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის გადაცემა; კონსტიტუციის შესწორების მიღებულად ჩათვლა; კანონის ძალაში შესვლა.
5. საქართველოს პრეზიდენტი _ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური;
მთავრობის წევრები; მათი უფლებები და პასუხისმგებლობა.
6. სახელმწიფო მინისტრი; სამინისტროები.
7. სასამართლო ხელისუფლება; მოსამართლე; საკონსტიტუციო სასამართლო.
8. სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი.
9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი, მისი მიღების წესი.
10. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურა, მისი შემოღების წესი.
11. გადასახადებისაგან გათავისუფლება.
12. საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა.
II. საქართველოს საბაჟო კოდექსი
1. საქართველოს საბაჟო პოლიტიკა. მისი მიზნები და ამოცანები, საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საბაჟო საზღვარი. საბაჟო პოლიტიკა და საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაცია. საბაჟო კანონმდებლობა. გამოყენებული ტერმინებისა და ცნებების განსაზღვრებანი.
2. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ძირითადი პრინციპები. საბაჟო რეჟიმების სახეობანი. საბაჟო რეჟიმის არჩევა. საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დრო და ადგილი.
3. საქონლის რეიმპორტი.
4. საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი. აღნიშნულ რეჟიმში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მოქცევის პირობები. გადამზიდველის ვალდებულებანი ტრანზიტის განხორციელებისას.
5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა. აღნიშნულ რეჟიმში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მოქცევის პირობები, შენახვის ვადა. აღნიშნულ საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ განსახორციელებელი ოპერაციები. საბაჟო საწყობის შექმნისა და გაუქმების წესი. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვალდებულება. საბაჟო საწყობის შექმნა და გაუქმება.
6. საქონლის გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე. საქონლის გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ლიცენზია. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოსავლიანობა.
7. უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმი და მასში საქონლის მოქცევის პირობები. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტების შექმნა და გაუქმება.
8. საქონლის დროებითი შემოტანა და/ან გატანა. აღნიშნულ საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის პირობები, ვადები და ამ ვადების გასვლის შედეგები.
9. საქონლის ექსპორტი.
10. საქონლის რეექსპორტი. რეჟიმის არსი და პირობები.
11. საქონლის განადგურება. რეჟიმის არსი. განადგურების ხარჯები. განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები.
12. სახელმწიფოს სასარგებლოდ საქონელზე უარის თქმა. საბაჟო რეჟიმის არსი. აღნიშნულ რეჟიმთან დაკავშირებული ხარჯები.
13. სატრანსპორტო საშუალებებითა და ცალკეული სახეობის საქონლით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა.
14. საბაჟო გადასახდელები. მათი სახეები. საბაჟო გადასახდელების გადახდა. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების დაბრუნება.
15. საბაჟო გაფორმება. საბაჟო გაფორმების დრო და ადგილი. საბაჟო გაფორმებისას უფლებამოსილ პირთა და მათ წარმომადგენელთა დასწრება. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო სატვირთო და სხვა ოპერაციები.
16. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება. დეკლარირების ადგილი. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადები. დეკლარანტის უფლება-მოვალეობანი. საბაჟო დეკლარაციის მიღება, შეცვლა, შევსება ან გამოთხოვა. საბაჟო დეკლარაციის სახეები.
17. საბაჟო გაფორმების პროცედურები. მისი სახეები. საბაჟო დათვალიერება და შემოწმება. საბაჟო გაფორმების მიზნით სინჯებისა და ნიმუშების აღება. საბაჟო გარანტიები (გირაო).
18. საფოსტო გზავნილების საბაჟო გაფორმება.
19. წინასწარი ოპერაციები. პასუხისმგებლობა წინასწარი ოპერაციების დროს.
20. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დროებითი შენახვა. დროებითი შენახვის ვადები.
21. საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის შექმნის წესი. ლიცენზირების წესი. საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის უფლებამოსილებანი. საბაჟო ბროკერსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობა. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია. საბაჟო ბროკერის უფლება-მოვალეობანი. საბაჟო ბროკერისა და გადამზიდველის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები.
22. საბაჟო კონტროლი. საბაჟო კონტროლისა და სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია. საბაჟო კონტროლის ზონები. საბაჟო კონტროლზე ყოფნის დრო. სპეციალისტთა და ექსპერტთა მონაწილეობა საბაჟო ორგანოებში. შენახვის ვადები. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სათავსების, აგრეთვე სხვა ადგილების იდენტიფიკაცია და კონტროლი. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი. პირთა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება.
23. საბაჟო შეღავათები. საბაჟო კონტროლიდან გათავისუფლება. საბაჟო შეღავათები უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებისა და დელეგაციის წევრებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტითა და საკონსულო ვალიზით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა.
24. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევები. კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება. ნარკოტიკულ საშუალებათა და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდება.
25. საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა. მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა.
26. საბაჟო საქმიანობის ორგანიზაცია.
27. საქართველოს საბაჟო ორგანოების სახელმწიფო მოხელეები.
28. დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი.
III. საქართველოს კანონი ,,საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ”
1. კანონის მიზნები და გამოყენების სფერო. საბაჟო ტარიფისა და საბაჟო გადასახადის ცნება. საბაჟო გადასახადის სახეები. ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადი. სეზონური საბაჟო გადასახადი. განსაკუთრებული საბაჟო გადასახადი. განსაკუთრებული საბაჟო გადასახადის სახეები.
2. საბაჟო გადასახადის გადამხდელები და დაბეგვრის ობიექტი.
3. საქონლის საბაჟო ღირებულება. მისი არსი და განსაზღვრის ზოგადი წესები.
4. საქონლის წარმოშობის ქვეყანა. მისი განსაზღვრის ზოგადი წესები. საქონლის წარმოშობის დადასტურება; საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი.
5. საბაჟო გადასახადის განაკვეთის სახეები. საბაჟო გადასახადის განაკვეთების ოდენობა საქართველოში.
6. სატარიფო შეღავათების სახეები. საბაჟო გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლება.
7. საბაჟო გადასახადის დარიცხვა და გადახდევინება.
IV. საქართველოს კანონი “საბაჟო მოსაკრებლების შესახებ”
1. საბაჟო მოსაკრებლის ცნება. საბაჟო მოსაკრებლების გადამხდელები. საბაჟო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები;
2. საბაჟო მოსაკრებლების გადახდისაგან გათავისუფლება. საბაჟო მოსაკრებლების დარიცხვისა და ამოღების წესი.
V. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
1. საგადასახადო სისტემა. გადასახადების დაწესებისა და გადახდევინების სამართლებრივი საფუძვლები. საგადასახადო კანონმდებლობა. გადასახადის ცნება. გადასახადის სახეები.
2. ეკონომიკური საქმიანობა. სამეწარმეო და არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა. დაქირავებით მუშაობა. რელიგიური საქმიანობა. საწარმოები. საგადასახადო აგენტი. ურთიერთდამოკიდებული პირები. ფიზიკური პირი-რეზიდენტი. საბაზრო ფასი. გადასახადების ადმინისტრირებაის ცნება. დასაბეგრი ბრუნვის ცნება. საქონლის ცნება. საქონლის მიწოდების ცნება. ფინანსური მომსახურების ცნება. ძირითადი საშუალებების ცნება. პროცენტის ცნება. როიალტის ცნება.. არაპირდაპირი გადასახადის ცნება. საერთაშორისო გადაზიდვების ცნება.. უიმედო ვალის ცნება. საგადასახადო წლის ცნება. ლიზინგის (საფინანსო იჯარა) ცნება.
3. დამატებული ღირებულების გადასახადის ცნება. დღგ-ის დაბეგვრის ობიექტი. დღგ-ით დასაბეგრი იმპორტის თანხა. დღგ-ისგან გათავისუფლება. საქონლის ექსპორტის დღგ-ით დაბეგვრა. საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ით დაბეგვრა. საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს მიწოდების დაბეგვრა. იმპორტის დრო. შერეული ოპერაციები. დღგ-ის განაკვეთები. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ბიუჯეტში შესატანი თანხების განსაზღვრისას. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. დღგ-ის ანაზღაურება გრანტებით შეძენილ საქონელზე.
4. აქციზის ცნება. აქციზით დასაბეგრი ოპერაცია. დასაბეგრი ოპერაციის დრო. ექსპორტის აქციზით დაბეგვრა. აქციზისაგან გათავისუფლება. საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზი. აქციზის განაკვეთები. აქციზის დაბრუნება რეექსპორტისას. აქციზური მარკები.
5. გადასახადი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის.
6. გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის.
7. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
8. გადასახადისაგან თავის არიდების საწინააღმდეგო ღონისძიებები.
9. საურავი ვადაგადასულ საგადასახადო გადასახდელებზე.
10. საქართველოს საგადასახადო ორგანოები.
11. დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი.
VI. საქართველოს კანონი ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ”
1. ბიუჯეტი. საბიუჯეტო სისტემა. .საბიუჯეტო მოწყობა. საბიუჯეტო პროცესი. საბიუჯეტო სისტემის სტრუქტურა. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა. ბიუჯეტების დამოუკიდებლობა. ბიუჯეტების შემოსავალი. საბიუჯეტო კლასიფიკაცია. ბიუჯეტების დაბალანსება. ბიუჯეტების ურთიერთდამოკიდებულება საფინანსო სისტემის სხვა ელემენტებთან.
2. ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა და დამტკიცება. საბიუჯეტო რეგულირება. საგანგებო ბიუჯეტი. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლები. სპეციალური სახელმწიფო ფონდების არსი და მათი შექმნის წესი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა და განხილვა.
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიში.
5. აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავალი.
6. გარდამავალი დებულებანი.
VII. საქართველოს კანონი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ”:
1. სახ. ბაჟის ცნება.
2. სახ. ბაჟის გადამხდელები.
3. სახ. ბაჟის განაკვეთები.
4. შეღავათები.
5. სახ. ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი.
VIII. საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ”
1. გრანტის ცნება.
2. გრანტის გაცემა, გრანტი მიღება.
3. გრანტის გაცემის საერთო პრინციპები.
4. გრანტის დაბეგვრის ზოგადი წესი.
IX. საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”
1. ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და მათი დაცვის გარანტიები.
2. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტი და ობიექტი.
3. საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტის სამართველბრივი სტატუსი (უფლება- მოვალეობები).
4. ინვესტიციების ხელშეწყობა და რეგისტრაცია.
5. ინვესტიციების დაცვის გარანტიები.
X. საქართველოს კანონი ,,მეწარმეთა შესახებ”
1. სამეწარმეო საქმიანობის ცნება, საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები.
2. სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციის წესი და პირობები.
3. სამეწარმეო საქმიანობის სახეები, საწარმოს დაფუძნების პირობები და საწესდებო კაპიტალი.
4. საწარმოს სასამართლოში რეგისტრაციის ვადა.
XI. საქართველოს კანონი ,,ნავთობისა და გაზის შესახებ”
1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებები.
2. საკუთრების უფლება ნავთობის და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ ქონებაზე.
3. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება.
4. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.
XII. საქართველოს კანონი ,,სამეწარმეო საქმიანობის ლეცენზირების და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ”
1. .ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი და პირობები.
2. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება.
3. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი და პირობები.
4. ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება.
5. სალიცენზიო სანებართვო რეესტრი.
XIII. საქართველოს კანონი ,,ვეტერინარიის შესახებ”
1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების შემოწმება საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელების ადგილებში და მისი მიზანი.
2. ტრანსპორტისა და გზავნილთა სახეები, რომლით შემოტანილი საქონელი ექვემდებარება ვეტერინარულ კონტროლს.
3. „ეპიზოოტიას“ ცნების განმარტება.
XIV. საქართველოს კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ”
1. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებათა ჩატარების ადგილები და მათი გამტარებელი ორგანოები.
2. კონტროლქვემდებარე იმპორტული, ტრანზიტული და საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიული კონტროლისათვის აუცილებელი დოკუმენტები.
3. ფიტოსანიტარული კონტროლქვემდებარე ტვირთების ღირებულება.
XV. საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”
1. გზაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა.
2. სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება. მისი ჩატარების ვადები;
3. საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლებები და მოვალეობები. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება;
4. ტვირთის გადაზიდვა. ტვირთის მასა და მისი ღერძებზე დაცვისთვის გადანაწილება. მძღოლის მოვალეობანი.
XVI. საქართველოს კანონი „სახელმწიფო საზღვრის შესახებ”
1. სახელმწიფო საზღვრის სტატუსი.
2. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დადგენა.
3. სახელმწიფო საზღვრის დაცვა დაკავშირებული საქართველოს ხმელეთზე, შიდა ტერიტორიულ წყლებში, ტერიტორიულ ზღვებში, საჰაერო სივრცეში, ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზე.
4. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკა.
5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენა და საზღვრის რეჟიმი.
6. საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დამრღვევის პასუხისმგებლობა.
XVII. საქართველოს საზღვაო კოდექსი
1. საზღვაო კოდექსის რეგულირების სფერო.
2. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ცნება.
3. ტვირთის საზღვაო გადაზიდვის დროს ,,ფრახტი”-ს განმარტება.
4. გემის მოცდენის საფასური ტვირთის გადაზიდვისთვის.
5. კონოსამენტის მნიშვნელობა - რა დოკუმენტს წარმოადგენს იგი.
6. საზღვაო ნავსადგურში სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები.
7. საზღვაო ნავსადგურში ფიტოსანიტარული სამსახურის განმარტება.
8. საზღვაო ნავსადგურში ვეტერინარული სამსახურის ფუნქციები.
9. საზღვაო პორტში ,,ტალმანი”-ს ცნება და ფუნქციები.
10. საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის დაცვის ამოცანები.
11. საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სუბიექტი.
12. საზღვაო პორტში ,,გემის აგენტის” ძირითადი ფუნქციები.
XVIII. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”
1. საჯარო სამსახურის სახეები.
2. მოხელის ცნება და სახეები. სახელმწიფო მოხელისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები.
3. დამხმარე მოსამსახურის ცნება.
4. შტატგარეშე მოსამსახურის ცნება.
5. თანამდებობაზე დანიშვნის უფლება.
6. მოხელის გამოსაცდელი ვადა.
7. საჯარო სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები.
8. სამუშაო დრო და დასვენების დრო.
9. მოსამსახურის შვებულება.
10. სწავლის ხარჯების ანაზღაურება.
11. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი.
12. წახალისების ფორმები. სამსახურებრივი დაწინაურების წესი. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა.
13. გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო. სამსახურიდან გათავისუფლება დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო. გათავისუფლება ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო. გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო.
XIX. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი
1. სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ღამით მუშაობის შეზღუდვა.
2. შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის ) მხარეები და შინაარსი.
3. შრომის ხელშეკრულების ვადა.
XX. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ”
1. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად.
2. სპეციალური წოდებების მინიჭება. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება.
3. სპეციალური წოდების ჩამორთმევა.
XXI. საქართველოს კანონი „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”
1. აღმასრულებელი ხელისუფლება.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.
4. სამთავრობო დაწესებულება.
5. სამთავრობო დაწესებულების დებულება.
6. სამთავრობო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო.
7. მთავრობის სტატუსი.
8. სამინისტრო. მინისტრის სამართლებრივი აქტები. სამინისტროს ხელმძღვანელობა. მინისტრის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება. სამინისტროს მმართველობის სფეროს განსაზღვრა.
9. სახელმწიფო დეპარტამენტი.
10. სახელმწიფო მინისტრი.
11. მთავრობის სხდომის მოწვევა და დღის წესრიგი. მთავრობის სხდომის მუშაობის წესი.
12. გადაწყვეტილების მიღება და გაფორმება.
13. სამართლებრივი დავა. კანონის ამოქმედება.
XXII. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”
1. კანონის მიღების დრო და ამოქმედება.
2. საჯარო სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები.
3. „კორუფციულ სამართალდარღვევათა” გაცნობა.
4. ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში.
5. ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები.
6. ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება.
XXIII. საქართველოს კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ”
1. სამართლებრივი აქტი, მისი სახეები
2.. ნორმატიული აქტი, მისი სახეები. ნორმატიული აქტების იერარქია.
3. საქართველოს საკანონმდებლო აქტი. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4. აქტები, რომლებიც ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას.
5. საქართველოს ნორმატიული აქტის მოქმედების მასშტაბი.
6. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოები.
7. საქართველოს კონსტიტუციის უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ.
8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლა.
9. ნორმატიული აქტების ძალაში შესვლა.
10. ნორმატიული აქტის მოქმედების ვადა. ნორმატიული აქტის უკუძალა.
11. ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება.
12. საერთაშორისო ხელშეკრულებათა რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება.
XXIV. სისხლის სამართლის კოდექსი
1. საბაჟო წესების დარღვევა.
2. საბაჟო წესების დარღვევის სუბიექტის ასაკი.
3. საბაჟო წესების დარღვევის სახეები.
4. საბაჟო წესების დარღვევისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომის თანხობრივი ოდენობანი.
5. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის სახეობანი საბაჟო წესების დარღვევისათვის.
6. გადასახადებისათვის თავის არიდება.
7. დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდება.
8. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდება.
9. დიდი ოდენობით საბაჟო გადასახადისაგან თავის არიდება.
10. განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბაჟო გადასახადისაგან თავის არიდება.
11. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
12. ქრთამის აღება. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
13. საბაჟო საზღვარზე ნებადართული ცეცხლსასროლი იარაღის საბაჟო წესების დარღვევით გადატანა და გადმოტანა.
14. ამსრულებლის ექსცესი.
15. მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება.
16. ნარკოტიკული დანაშაული.
XXV. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1. უდანაშაულობის პრეზუმფცია.
2. მოკვლევის ორგანოები.
3. მოკვლევის ორგანოსა და მომკვლევის უფლებამოსილებანი.
4. სისხლის სამართლის აღძვრა, აღძვრის საფუძვლები.
5. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების განხილვის წესი.
6. ამოღება, ჩხრეკა, დათვალიერება, მათი საფუძვლები და ოქმები.
7. პირადი ჩხრეკა, საგნის ან დოკუმენტის დათვალიერება.
XXVI. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
1. ფიზიკური და იურიდიული პირის განსაზღვრება.
2. ფიზიკური პირის უფლებამოსილება.
3. ხანდაზმულობა, ხანდაზმულობის საერთო ვადა.
4. იურიდიული პირის წესდებით გაუთვალისწინებელი საქმიანობა მოთხოვნის აკრძალვის და შეჩერების უფლება.
5. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის წარმოშობა.
6. ფიზიკური პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასაკი.
7. სამოქალაქო სარჩელის შეტანის ტერიტორიული პრინციპი.
8. სამოქალაქო საქმეთა სასამართლო განხილვის ვადები.
9. სამოქალაქო სარჩელის შეტანამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.
10. ხანდაზმულობა, ხანდაზმულობის საერთო ვადა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით.
XXVII. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1. საბაჟო წესების დარღვევის სახეები, რაც ითვალისწინების ადმინისტრსზიულ პასუხისგებლობას.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება.
3. ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა დოკუმენტების ჩამორთმევა.
4. საბაჟო სამართალდარღვევის სფეროში ჩადენილი გადაცდომისადმი გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის სახეები.
5. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება.
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 193-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა.
7. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სუბიექტის ასაკი.
8. ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის გამოყენების მინიმალური ზღვარი.
9. ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება.
XXVIII. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ძირითადი დებულებები, მიზნები და ამოცანები.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფერო, ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდასწრების ვალდებულება და ხარჯები.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული პირადი, კომერციული, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების ცნება და ზოგადი დებულებები.
XXIX. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
1. საქართველოს ადმინისტრაციული პროცესის ძირითადი დებულებანი, მოქმედების სფერო.
2. სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები.
3. დისპოზიციურობის პრინციპი.
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით საოლქო სასამართლოს
განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, მიუკერძოებლობა, აცილება, აცილების შესახებ განცხადების განხილვა.
5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად სასამართლოში განსახილველი და განხილული დავის საგნის ფასი, პროცესის ხარჯები და ანაზღაურება.
6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმეების სასამართლოში განხილვის საპროცესო ვადები, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობები.
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე მხარეები და სასამართლო მტკიცებულებების მოპოვების პირობები.
8. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელაცია და კასაცია.
XXX. საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის არსი, ცნება და ამოცანები.
2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების საფუძვლები, სახეები, ჩატარების ადგილი, ვადები, პირობები და პრინციპები.
3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები.
4. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩატარების კანონიერება, კონტროლი და ზედამხედველობა.
5. ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის ღონისძიებებში მონაწილე პირების სამართლებრივი და სპეციალური გარანტიები.
XXXI. საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, კონვენციები საბაჟო საქმის სფეროში
1. საქართველოს კანონი ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ”:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელშემკვრელი მხარე, რატიფიკაცია, დამტკიცება, შეერთება, დენონსაცია;
ბ) საქართველოს ტერიტორიული ერთეულების კომპეტენცია;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობაში;
დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ;
ე) საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, მისი გამოხატვის ფორმა;
ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადება;
ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლა;
თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების აღრიცხვა და რეგისტრაცია;
ი) საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი. სახელმწიფო რეესტრში შესატანად და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, საერთაშორისო ხელშეკრულების დედანი (დამოწმებული ასლი, ოფიციალური თარგმანი).
2. საერთაშორისო კონვენციები, ხელშეკრულებები, შეთანხმებები:
ა) ,,დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ” ვენის 1961 წლის კონვენცია;
ბ) ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენცია;
გ) საერთაშორისო კონვენცია ,,საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ”;
დ) კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენცია;
ე) კონვენცია ,,ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ”;
ვ) გენერალური შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე (GATT-1994);
ზ) შეთანხმება სამოქალაქო ავიატექნიკით ვაჭრობის შესახებ;
თ) შეთანხმება გადაზიდვის წინა ინსპექციის შესახებ;
ი) შეთანხმება ტარიფებსა და ვაჭრობაზე 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის გამოყენებაზე (GATT-ის ღირებულების კოდექსი);
კ) საფოსტო ამანათებზე შეთანხმება (ქ. სეული, 1994 წლის 14 სექტემბერი);
ლ) ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენცია (ქ. სეული, 1988 წ. 19 დეკემბერი);
მ) მსოფლიო საფოსტო კონვენცია;
ნ) ,,ინკოტერმსი” (საერთაშორისო კომერციული ტერმინები). „ინკოტერმს-2000”.
,,ინკოტერმს”-ის არსი. ,,ინკოტერმს”-ის გამოქვეყნების პირობები.
,,ინკოტერმს”-ის გამოყენების სფერო საბაჟო ურთიერთობათა თვალსაზრისით.
მულტიმოდალური გადაზიდვების არსი.
საქონლის მიწოდების პირობები. მიწოდების 13 პირობა.
საქონლის მიწოდების პირობები ტრანსპორტის სახეობების მიხედვით.
მიწოდების პირობები ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობის დროს მულტიმოდალური გადაზიდვების ჩათვლით.
მიწოდების პირობები საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის დროს.
საქონლის მყიდველის ვალდებულებანი საქონლის მიწოდების დროს მიწოდების პირობების გათვალისწინებით.
ო) მრავალმხრივი შეთანხმებით „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზიის განვითარებისათვის” (ტრასეკა) გათვალისწინებული ღონისძიებები;
პ) საერთაშორისო შეთანხმება ,,საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შესახებ”;
ჟ) საფოსტო ამანათების გაგზავნის წესი;
რ) საფოსტო ფულადი გზავნილების გადაადგილების წესი;
ს) ,,ტარიფებსა და ვაჭრობაზე” გენერალური შეთანხმების მონაწილე მხარეთა საქონლის დაბეგვრის წესი;
ტ) ,,ტარიფებსა და ვაჭრობაზე” გენერალური შეთანხმების შესაბამისად საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი;
უ) დიპლომატიური ტვირთის შემოწმების წესი;
ფ) დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებები ადგილსამყოფელ ქვეყანაში;
ქ) დიპლომატიური ფოსტის გადაადგილების წესი;
ღ) 1975 წლის საბაჟო კონვენცია TIR წიგნაკების გამოყენებით „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ” საქონლის გადაზიდვის წესი;
ყ) ბაზელის კონვენცია, სახიფათო ნარჩენების გადაზიდვისა და კონტროლის წესი.
შ) ,,თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” ორმხრივი ხელშეკრულების შესაბამისი საქონლის დაბეგვრის წესი.
XXXII. საქართველოს კანონი „გაზომვის ერთიანი უზრუნველყოფის შესახებ”
1. გაზომვის ერთიანი უზრუნველყოფის სახელმწიფო მართვა.
2. სიდედეთა ერთეულები, გაზომვის საშუალებები და მეთოდები.
3. გაზომვის საშუალებების დაკალიბრება.
XXXIII. საქართველოს კანონი “პროდუქციის და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ”
1. სერთიფიკაციის სისტემა.
2. სავალდებულო სერთიფიკაცია, იმპორტული პროდუქციის შემოტანის პირობები.
XXXIV. საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ”
1. სტანდარტების სახეები.
2. სტანდარტიზაციის სამუშაოთა ორგანიზაცია.
3. საქართველოს სტანდარტიზაციის სისტემა.
4. სტანდარტული ნორმატიული დოკუმენტები, ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის დადგენა და მათი პროცედურები.
XXXV. საქართველოს კანონი „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზის და დადამღვის შესახებ”
1. ძვირფასი ლითონის და ძვირფასი ქვების სახეები.
2. დამღის სახეები.
3. ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვებით დამზადებული ნაწარმის სახეობები.
4. ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების კონტროლი, ანალიზი და დადამღვა, სასინჯი კონტროლი (ზედამხედველობა).
XXXIV. საქართველოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენებისა და ტრანზიტის შესახებ”
1. ნარჩენები, რომელთა ტრანზიტი და იმპორტი აკრძალულია.
2. ნარჩენები, როემლთა ტრანზიტი და იმპორტი დაშვებულია.
3. ნარჩენების ტრანზიტის და იმპორტის რეგულირება.
XXXV. საქართველოს კანონი ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ”
1. სამკურნალო საშუალებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი.
2. საქართველოში არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა.
3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სამკურნალო საშუალებები და მათი წამლის ფორმები.
XXXVI. საქართველოს კანონი „კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ”
1. კულტურულ ფასეულობად მიჩნეული ნივთები, რომლებზედაც ვრცელდება ეს კანონი.
2. კულტურული ფასეულობა, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოდან გატანას.
3. კულტურული ფასეულობა, რომელის საქართველოში შემოტანა აკრძალულია.
4. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის, დროებითი გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სახელმწიფო რეგულირება.
XXXVII. საბაჟო საქმისათვის გამოყენებული კანონქვემდებარე აქტები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულება.
3. დებულება „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულება.
4. „ქვეყანაში ეპიზოტიასთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულება.
5. დებულება „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მგზავრთა, ავტოტრანსპორტის, ტვირთების რეგისტრაციის და კონტროლის განხორციელების წესის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 მაისის №224 ბრძანებულება.
6. დებულება „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულება.
7. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ფიზიკური პირის მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის დაბეგვრის წესის და დაბეგვრისაგან განთავისუფლებული საქონლის ნუსხის შესახებ”.
8. ინსტრუქცია „საქართველოში საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტის საშუალებებით გადაადგილებული გაზის ფაქტიურ რაოდენობაზე კონტროლის წარმოების”, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1998 წლის 6 იანვრის №1 ბრძანება.
9. ინსტრუქცია „საქართველოში საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტის საშუალებებით გადაადგილებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფაქტიურ რაოდენობაზე კონტროლის წარმოების”, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1998 წლის 6 იანვრის №2 ბრძანება.
10. ინსტრუქცია „საქართველოში საბაჟო საზღვარზე გატარებული ელექტროენერგიის ფაქტიური რაოდენობის საბაჟო კონტროლის განხორციელების”, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1998 წლის 6 იანვრის №3 ბრძანება.
11. „ინსტრუქცია “საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საბაჟო ტვირთის საბაჟო კონტროლისა და გაფორმების მექანიზმის შემდგომი სრულყოფის ღონისძიებების შესახებ”, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 მაისის ერთობლივი ბრძანება.
12. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების, საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესი” საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1998 წლის 4 დეკემბრის №263 ბრძანება.
13. ინსტრუქცია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანის და აღრიცხვის”, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1999 წლის 9 აგვისტოს №151 ბრძანება.
14. „საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესი”, საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 4 ოქტომბრის №186 ბრძანება.
15. „საქართველოში იმპორტირებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი”, საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 18 ოქტომბრის №198 ბრძანება.
16. „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 მაისის №86 ბრძანება.
17. „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 მაისის №87 ბრძანება.
18. „თამბაქოს ნაწარმის იმპორტის, აღრიცხვის და დაბეგვრის სრულყოფის თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 31 იანვრის №52 ბრძანება.
19. „საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ნოემბრის №798 ბრძანება.
20. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპიური დებულება”, დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №291 ბრძანებით.