საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.08.2002 ძალადაკარგული 09.07.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№358
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 06/08/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №358

2002 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრატეგიული და ფუნქციური რეფორმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №1325 და „საბაჟო სისტემის რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებებისა და „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრატეგიული და ფუნქციური რეფორმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №1325 გან­კარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №231 განკარგულებებით დასახუ­ლი ამოცანების, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით საბაჟო რეფორმის სფეროში მიმდი­ნარე პროგრამების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრუ­ლების მიზნით:

1. საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია განხორციელდეს საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის და დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში შეიქმნას შემდეგი სტრუქტურული ერთეულები (საბაჟო ორგანოები):

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველო;

გ) რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი“;

დ) რეგიონალური საბაჟო „ჩრდილოეთი“;

ე) რეგიონალური საბაჟო „სამხრეთი“;

ვ) რეგიონალური საბაჟო „დასავლეთი“;

ზ) რეგიონალური საბაჟო „რკინიგზა“;

თ) რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟო“.

3. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკის სახელ­მწიფო საზღვრებზე, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საქარ­თველოს აეროპორტებსა (აეროდრომებსა) და ღია პორტებში არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები სტრუქტურულად დაექვემდებარონ შემდეგ რეგიონალურ საბაჟოებს:

ა) საბაჟო-გამშვები პუნქტები „სარფი“, „ბათუმის პორტი“, „ბათუმის აეროპორტი“ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს;

ბ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „ახ­კე­რ­­პი“, „გუგუთი“, „მტკვარი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „უდაბ­ნო“, „საბათლო“, „ვაშლოვანი“, „თბილისის აეროპორტი“ – რეგიონალურ საბაჟო „აღმოსავლეთს“;

გ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“, „გორი“ რეგიონალურ საბაჟო „ჩრდილოეთს“;

დ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „ვალე“, „ნინოწმინდა“ – რეგიო­ნალურ საბაჟო „სამხრეთს“;

ე) საბაჟო-გამშვები პუნქტები „ფოთის პორტი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სენაკის აეროპორტი“, „მამისონი“ – რეგიონალურ საბაჟო „დასავლეთს“;

ვ) საბაჟო-გამშვები პუნქტები „გარდაბანი“, „სადახლო“, „ფოთი“ – რეგიონალურ საბაჟო „რკინიგზას“.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემის რეორგანიზაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის (საბაჟო დეპარტამენტისა და ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბაჟო ორგანოების დებულებების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის, საბაჟო ორგანოების მოხელეთა საკვალიფიკაციო და სპეციალური მოთხოვნების, მოხელეთა ატესტაციის, შესარჩევი კონკურსის პროგრამის და ჩატარების წესის) შემუშავება და ამოქმედება.

5. საბაჟო დეპარტამენტს დაქვემ­დებარებული საბაჟო ორგანოების უფლებამოსილება შეწყდეს და ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზ­ღვრული სტრუქტურა ამოქმედდეს 2002 წლის 10 სექტემბრიდან.

ე. შევარდნაძე