საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №690 „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.06.2004 ძალადაკარგული 12.07.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№690
სარეგისტრაციო კოდი
100020010.11.106.006509
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ვებგვერდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.006.509

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №690

2004 წლის 9 ივნისი

 ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის    №5 საპყრობილის შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საპყრობილეების განტვირთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული სპეცკონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე პატიმართა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (მცხეთის რაიონი) ყოფილი საჯარიმო იზოლატორის ბაზაზე შეიქმნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილე.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №5 საპყრობილის შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) უზრუნველყოს №5 საპყრობილეში მსჯავრდებულების გადაყვანა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მოსამსახურეებს.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ზ. აბაშიძეს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. პაპუაშვილი