საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №947 „ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.028
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №947
2003 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ქორწინების რეგისტრაციისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობების დაცვას;
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა /დანართი №1/;
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს /თ. დევდარიანს/ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების მომსახურეთა დანიშვნის ორგანიზება;
4. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილება განთავსებულ იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. აბაშიძის ქ. №4;
5. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებულმა განყოფილებამ უფლებამოსილების განხორციელება დაიწყოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს;
6. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებამ საქმიანობა განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ტიპური დებულების საფუძველზე;
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო- საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით დაკომპლექტების ორგანიზება;
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს გ. წკრიალაშვილს;
9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
დანართი №1
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების საშტატო ნუსხა
| № | სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილების დასახელება | საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1.
| ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილება | გამგე
კონსულტანტი
| 1
1
სულ: 2 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №947 „ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.05.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №947 „ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №947 „ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.08.2003. მიმღები ორგანო — იუსტიციის სამინისტრო. დოკუმენტის ნომერი — №947. სარეგისტრაციო კოდი — 040200010.11.106.006028.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №947 „ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.05.2006-დან.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №947 „ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.05.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №947 „ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №947, 25.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 040200010.11.106.006028 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1370936/