საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №949 „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.030
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №949
2003 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ქორწინების რეგისტრაციისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობების დაცვას;
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა /დანართი №1/;
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს /თ. დევდარიანს/ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების მომსახურეთა დანიშვნის ორგანიზება;
4. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილება განთავსებულ იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჩახრუხაძის ქ. №28/21;
5. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებულმა განყოფილებამ უფლებამოსილების განხორციელება დაიწყოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს;
6. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებამ საქმიანობა განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ტიპური დებულების საფუძველზე;
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ახლადშექმნილი განყოფილების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით დაკომპლექტების ორგანიზება;
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს გ. წკრიალაშვილს;
9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
დანართი №1
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების საშტატო ნუსხა
| № | სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილების დასახელება | საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1.
| ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილება | გამგე მოადგილე კონსულტანტი სპეციალისტი დამლაგებელი | 1 1 4 2 1
სულ: 9 |