საქართველოს გარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №92 „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.012.003.346

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივირესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №92

1998 წლის 27 ივლისი

ქ.თბილისი

“ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ” დამტკიცების თაობაზე

”ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., N1-2/33-34/7) 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ჰ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული “ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები”.

2. ეს ბრძანება ოფიციალურად გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის განმავლობაში.

3. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება – საქართველოს კანონები, 1997 წ., 19 ნოემბერი) 61-ე მუხლის შესაბამისად ამ ბრძანების ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვალოს მისი სრული ტექსტის პირველი გამოქვეყნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

4. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალური გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ნ. ჩხობაძე

ნადირობისა და თავზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები

1. ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ცხოველებზე შემდეგ ვადებში:

ა) მწყერზე, მტრედზე, ქედანზე, გვრიტზე, გოჭაზე (დუპელი), ჩიბუხაზე (ბეკასი), ღალღაზე, ჭაობის ქათამზე, ჭყინპოზე (გარშნეპი) -20 აგვისტოდან 15 თებერვლამდე;

ბ) ტყის ქათამზე - 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

გ) წყალმცურავ ფრინველებზე (ბატი, იხვი, მელოტა)- 1-ლი ნოემბრიდან 1 მარტამდე;

დ) ხოხობზე და კაკაბზე - 1-ლი ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე;

ე) კურდღელზე  და მაჩვზე  -1 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე;

ვ) კვერნაზე, მელაზე, მგელზე, ტურაზე, გარეულ კატაზე, ენოტზე, ენოტისებურ ძაღლზე - 1-ლი ნოემბრიდან 1 თებერვლამდე;

ზ) შველზე - 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე;

თ) გარეულ ღორზე - 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე;

ი) ნუტრიაზე - 1-ლი ნოემბრიდან 1 მარტამდე;

კ) დმანისში, წალკაში, ნინოწმინდაში და ახალქალაქში, ამ დებულების 1 პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოყვნილ სახეობებზე ნადირობა დაიშვება დადგენილი ვადიდან ორი კვირით გვიან 3 სექტემბრიდან - 15 თებერვლამდე;

ლ) მაღალმთიან რაიონებში - ახალქალაქი, ახალციხე, წალკა, ნინოწმინდა წყლმცურავ ფრინველებზე (ბატი, იხვი, მელოტა) ნადირობა ნებადართულია,  15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე.                                                            

2. თევზჭერა ნებადართულია  შემდეგ მდინარეებსა და მათ შენაკადებში:

ა) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით (დასაშვებია სამოყვარულო თევზჭერა მთელი წლის განმავლობაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილ ადგილებში);

ბ) ალაზანი თავის შენაკადებით და იორი – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით (დასაშვებია სამოყვარულო თევზჭერა მთელი წლის განმავლობაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილ ადგილებში);

გ) მდინარეების ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთ კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ 2 კმ-ის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 20 მარტიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.

3.  თევზჭერა  ნებადართულია შემდეგ ტბებში:

ა) ფარავანი – 1 იანვრიდან 15 ნოემბრამდე;

ბ) ტაბაწყური – 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე.

4. თევზჭერა ნებადართულია  შემდეგ წყალსაცავებში:

ა) ხრამი და თბილისი –  1 სექტემბრიდან 15 მაისამდე;

ბ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათ აშორისი საექსპერტო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა) –1 სექტემბრიდან 1 მაისამდე.

5. ნებადართულია შემდეგი სახეობის თევზების მოპოვება შემდეგ ვადებში:

ა) კეფალი (ლაბანი) – შავ ზღვაში 1 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ლიმანებში 1 სექტემბრიდან 30 აპრილამდე;

ბ) სუფსა-გონიოს რაიონში შემოსვლის შემთხვევაში კეფალის ჭერა დაშვებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;

გ) კამბალა-გლოსა – 31 მარტიდან 14 იანვრის ჩათვლით;

დ) აზოვის ქაფშია ქისა ბადეებით ზღვაში 1 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით;

ე) კალმახი საქართველოს ყველა მდინარეებში 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

ვ) ველური კობრი - ფარავანის ტბაში -  1 სექტემბრიდან 14 მაისის ჩათვლით;

ზ) კამბალა-კალკანი - შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მეგანის კონცხიდან სოფ. გონიომდე - 1 ივნისი 30 აპრილი.