აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110613008, 15/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №19

2011 წლის 7 ივნისი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტო­­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლე­ბი­სა და საქმია­ნო­­ბის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

 1. ლიკვიდირებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინა­რიისა და მცენარეთა დაცვის სამსახური.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

 ა) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვე­უ­წყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის შექმნის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 18 აპრილის №34 დადგენილება;

 ბ) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვე­უ­წყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთა­ვ­რობის 2007 წლის 12 ნოემბრის №113 დადგენილება.

 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (დ. სურ­მანიძე) უზრუნველყოს დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწე­სებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართ­ლებ­რივი ღონისძიებების მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განხორ­ციე­ლე­­­ბის კოორდინაცია და კონტროლი.

 

 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუ­წ­­­ყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სა­მ­სა­ხურმა (ს. თურმანიძე) დადგენილების ძალაში შესვლისთანავე უზრუნველყოს თანა­მშ­რო­­­­მელთა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე    ლ. ვარშალომიძე