სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.05.070.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №421/ნ
2001 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს: სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხა (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 20 ოქტომბრის №157/ნ ბრძანება “სამედიცინო ჟანგბადზე მომუშავე პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოსა და რიგი სამართლებრივი დოკუმენტების დამტკიცების შესახებ”.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. გამყრელიძე
დანართი 1
სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხა
№
სასწავლო დაწესებულების დასახელება, ფაკულტეტი
მიღებულია სპეციალობა, კვალიფიკაცია
სწავლების ვადა (ეტაპი)
თანამდებობები, რომლებიც შეიძლება დაკავებულ იქნეს სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
I
უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი, ფაკულტეტი
1. სამკურნალო, პედიატრიული და სამხედრო ექიმის ფაკულტეტი
ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი, პედიატრი, სამხედრო ექიმი
ზოგადპროფესიუ-ლი სპეციალიზაციის კურსი მე-3 ეტაპი
მრავალპროფილიანი სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულების მიმღები განყოფილების ექიმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის არასპეციალიზირებული ბრიგადის ექიმი, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების უბნის ექიმის თანამდებობა
ექიმი-სპეციალისტი
დარგობრივ რეზიდენტურაში მინიჭებული სპეციალობის შესაბამისად ყველა თანამდებობა
2. სტომატოლოგიური ფაკულტეტი
არასპეციალიზებული სტომატოლოგიური კაბინეტის, სპეციალიზებული სტომატოლოგიური დაწესებულების მორიგე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სადგურის სტომატოლოგიური ბრიგადის ექიმის თანამდებობები
ექიმი-სპეციალისტი
დარგობრივ რეზიდენტურაში მინიჭებული სპეციალობის შესაბამისად ყველა თანამდებობა
II
3. პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი
ზოგადი პროფილის ექიმი-პროფილაქტიკოსი, ჯანდაცვის მენეჯერი
ა. რაიონული (საქალაქო) სახსანზედამხედვე-ლობის ინსპექციებში ექიმ-ინსპექტორის ყველა რიგითი თანმდებობა და სახელმწიფო საზღვრებზე სანიტარ ი ული საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებებში და პუნქტებში რიგითი თანამდებობები, გარდა ხელმძღვანელისა;
ბ. სამედიცინო პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში და კათედრებზე მეცნიერ-მუშაკის, ასისტენტ-სტაჟიორის, უფროსი ლაბორანტის და სანიტარიული ექიმის რიგითი თანამდებობები;
გ. ყველა დონის სამედიცინო დაწესებულებების ექიმი პროფპათოლოგი;
დ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმ-ეპიდემიოლოგის ყველა რიგითი თანამდებობი;
ე. ჯანდაცვის სისტემის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულების რიგითი მენეჯერის თანამდებობა, ჯანდაცვის მენეჯმენტში რიგითი თანამდებობები
და რ გობრივი რეზიდენტურა
რეზიდენტურაში მინიჭებული სპეციალობის შესაბამისად ყველა თანამდებობა
III
4. სამედიცინო ბიოლოგიური ფაკულტეტი
ზოგადი პროფილის ექიმი-ლაბორანტი
ექიმი-ლაბორანტის თანამდებობა ყველა დასახელების
და რ გობრივი რეზიდენტურა
რეზიდენტურაში მინიჭებული სპეციალობის შესაბამისად ყველა თანამდებობა
IV
5. ფარმაცევტული ფაკულტეტი
ზოგადი პროფილის ფარმაცევტი
ფარმაცევტულ დაწესებულებებში:
ა. აფთიაქში: სარეცეპტურო საწარმოო განყოფილებაში, მზა-წამალთა ფორმების განყოფილებასა და სამარაგოში ფარმაცევტის თანამდებობა;
ბ. ფარმაცევტულ ბაზაში: სამიმღებო, საექსპედიციო და სამარაგო განყოფილებებში ფარმაცევტის თანამდებობა;
გ. ფარმაცევტულ საწარმოში: მომარაგების, ნედლეულის, საწარმოო, ხარისხის კონტროლის, შეფუთვა-მარკირების განყოფილებებში, მზა პროდუქციის საწყობებსა და რეალიზაციის განყოფილებებში ფარმაცევტის თანამდებობა
V
უმაღლესი სასწავლებელი
ა. ბიოლოგი, ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი
ბიოლოგი, ქიმიკოსი
ერთწლიანი დიპლომისშემ-დგომი სპეციალიზაცია
ლაბორატორიული საქმის სპეციალისტი
ბ. ჯანდაცვის მენეჯერი
ჯანდაცვის სისტემის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების რიგითი მენეჯერის თანამდებობები
გ. სამედიცინო აპარატურა ინჟინერ-ელექტრიკოსი
ბიოსამედიცინო ინჟინერი
დ. სამკურნალო ფიზკულტურის ინსტრუქტორი
სამკურნალო ფიზკულტურის ინსტრუქტორი, მასაჟისტი
VI
საშუალო სამედიცინო სასწავლებელი
1.სამკურნალო საქმე
ფერშალი
2 წელი და
6 თვე
საშუალო სამედიცინო პერსონალის თანამდებობები (ყველა დასახელების), მათ შორის ხელმძღვ ა ნელის, გარდა კბილის ტექნიკოსის
2. სამეანო საქმე
მეანი
2 წელი
ბებია ქალისა და მედდის (ყველა დასახელების) თანამდებობები, საფერშლო საბებიო პუნქტის, დედათა და ბავშვთა ოთახის და რეგისტრატურის გამგე, შრომითი თერაპიის, სანიტარ ი ული განათლების და სამკურნალო ფიზკულტურის ინსტრუქტორი, სამედიცინო სტატისტიკოსი
3. მედდის საქმე
მედდა
2 წელი
მედდა (ყველა დასახელების), შრომითი თერაპიის, სანიტარ ი ული განათლების და სამკურნალო ფიზკულტურის ინსტრუქტორი, სამედიცინო სტატისტიკოსი
4. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ფერშალ-ლაბორანტი
2 წელი
საშუალო სამედიცინო პერსონალის თანამდებობები (ყველა დასახელების) ლაბორატორიაში, სამედიცინო სტატისტიკოსი
5. ორთოპედიული სტომატოლოგია
კბილის ტექნიკის
2 წელი და
6 თვე
საშუალო სამედიცინო პერსონალის თანამდებობები კბილის საპროტეზო ქვედანაყოფებში, კბილის ტექნიკოსი
6. ფარმაცია
ფარმაცევტის თანაშემწე
2 წელი
საშუალო ფარმაცევტული პერსონალის თანამდებობები (ყველა დასახელების, მათ შორის ხელმძღვანელის) ლაბორანტი
VI
საშუალო
ავადმყოფის მომვლელი უმცროსი მედდა, სანიტარი (ყველა დასახელების)