ინფორმაცია სს პრობლემური სესხების სააგენტოს“ (თბილისი, კოსტავას №27, ს/კ 204556774) სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული მეორე აუქციონის შედეგების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110614008, 15/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

სს პრობლემური სესხების სააგენტოს“ (თბილისი, კოსტავას №27, ს/კ 204556774)  სამეურვეო ქონების ღია აუქციონის წესით გაყიდვისთვის გამართული მე ორე აუქციონის შედეგების თაობაზე

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და გაკოტრების მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულების 2.6. მუხლის შესაბამისად, სს „პრობლემური სესხების სააგენტოს“ გაკოტრების მმართველმა იურიდიულმა პირმა – შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენმა“ გამოაცხადა მე ორე აუქციონი სს „პრობლემური სესხების სააგენტოს“ სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.

შესაბამისად, გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნდა განცხადებები მეორე აუქციონის ჩატარების შესახებ: ა) გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ – 2011 წლის 16მაისი; ბ) გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ – 2011 წლის 18მაისი.

აუქციონი ჩატარდა შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2, ოფისი №11, შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“. 2011 წლის 09ივნისს 11:00 საათზე გაიხსნა აუქციონი, რომელსაც ატარებდა გაკოტრების მმართველი იურიდიული პირის – შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენის” დირექტორი პაატა კუნჭულია.

მე ორე აუქციონზე გასაყიდი ერთიანი სამეურვეო ქონების საწყის ფასად განისაზღვრა –

1571 (ერთი ათას ხუთას სამოცდათერთმეთი) ლარი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველს გაკოტრების მმართველი იურიდიული პირისთვის უნდა მიემართა, არა უგვიანეს 2011 წლის 08ივნისს 18 საათისა, განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული, შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია: ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდებოდა აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 15 საბანკო დღისა; ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე; გ) პირადობის მოწმობა.

აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება არ დაიშვებოდა. აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმი იყო მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა. კონკურენციის შემთხვევაში შეთავაზებული ბიჯის ოდენობა განისაზღვრა 500 ლარით.

აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალებოდა გაკოტრების მმართველის ანგარიშზე შეეტანა გადასახდელი თანხა სრულად, 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობოდა საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდიდა  ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდებოდა და გადახდილი ბე არ დაუბრუნდებ ოდა ან ამოქმედდებოდა საბანკო გარანტია.

2011 წლის 08ივნისს გაკოტრების მმართველს განაცხადით მომართა სს „ფინანსური აქტივების სააგენტოს“ (ს/კ: 404391831) დირექტორმა ოთარ ფოთოლაშვილმა, რომელიც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ითხოვდა აუქციონში მონაწილეობის თაობაზე საკუთარი წინადადების განხილვას.

ოთარ ფოთოლაშვილმა განცხადებასთან ერთად წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტაცია:   ა) გაკოტრების მმართველის ანგარიშზე ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;         ბ) პირადობის მოწმობა და კომპანიის პარტნიორის გადაწყვეტილება სამეურვეო ქონების ყიდვის თაობაზე.

გაკოტრების მმართველმა იმსჯელა წარმოდგენილი განაცხადის მოთხოვნის კანონიერებაზე და რამდენადაც წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა დადგენილი აუქციონის პირობებს, მიზანშეწონილად მიიჩნია დაეკმაყოფილებინა სს „ფინანსური აქტივების სააგენტოს“  დირექტორის მოთხოვნა აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.

2011 წლის 09ივნისს გაკოტრების მმართველის მიერ ჩატარებულ მე ორე აუქციონზე, რამდენადაც სს „ფინანსური აქტივების სააგენტოს“ გარდა, სხვამ არავინ განაცხადა ქონების შეძენის 1571 (ერთიათას ხუთას სამოცდათერთმეთი)  ლარად, რეალიზებულად გამოცხადდა სს „პრობლემური სესხების სააგენტოს“ წინამდებარე ოქმით მითითებული ერთიანი სამეურვეო ქონება. შესაბამისად, გაკოტრების მმართველის მიერ მიღებულ იქნა შემდეგი საოქმო გადაწყვეტილება:

სს „პრობლემური სესხების სააგენტოს“ (ს/კ 204556774, თბილისი, კოსტავას №27) სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვისთვის გამართულ მე ორე აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდეს სს „ფინანსური აქტივების სააგენტო“(საიდენტიფიკაციო კოდი: 404391831, დირექტორი: ოთარ ფოთოლაშვილი (45001009052).

სს „ფინანსური აქტივების სააგენტოს“ ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“, საინდენტიფიკაციო კოდი: 404859382; სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის კოდი: 220101757; ანგარიშის ნომერი: GE46BR0000010007407917) შეიტანოს ნარჩენი გადასახდელი თანხა სრულად, 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, კანონით დადგენილი წესით, წარმოეშობა სს „პრობლემური სესხების სააგენტოს“ ერთიან სამეურვეო ქონებაზე საკუთრების უფლება. თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება და გადახდილი ბე არ დაუბრუნდება.

გაკოტრების მმართველის სახელით               პ. კუნჭულია