„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-32/ნ
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“საქართველოს კანონის 1113 მუხლის „გ“ქვეპუნქტის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის ა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი (დანართი № 1);
ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტის ფორმა (დანართი № 2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს„საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 9 იანვრის № 3/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
დანართი№1
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი
მუხლი 1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა
1. ეს მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის წესს.
2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით ნებადართულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) 31 დღის მარაგის შემოტანა.
3. ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შემოტანა არ განიხილება როგორც იმპორტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სხვა ქვეყანაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოსატანად საქართველოს საგადასახადო ორგანოებს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:
ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი . რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტ აბლეტის ( აბის) , ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში) ;
ბ ) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;
გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამის ად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.
5. საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად შემოტანილ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.
6. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი უზრუნველყოფა შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით ხდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც, თავის მხრივ, ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნის საფუძველს. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის გატანილი რაოდენობიდან ნაშთად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანაზე. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარედგინება მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი.
მუხლი 2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანა
1. ეს მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის წესს.
2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით ნებადართულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) საქართველოდან გატანა.
3. ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გატანა არ განიხილება როგორც ექსპორტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანისათვის საქართველოს საგადასახად ო ორგანოებს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული, ამ ბრძანების №2 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მომზადების მიზნით ფიზიკურმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა სააგენტოში უნდა წარად გინოს :
ა) განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს დანიშნულების ქვეყანა და გამგზავრების მიზანი;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა) ;
გ) ნოტარიალურად დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი;
დ ) ნოტარიალურად დამოწმებული ექიმის სერტიფიკატი;
ე ) სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს ქვეყანა, სადაც მიემგზავრება ფიზიკური პირი.
6. დოკუმენტი ივსება ინგლისურ ენაზე.
7. დოკუმენტი არ გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირზე, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას (გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას. ასეთ შემთხვევებში სააგენტო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს დანართი № 2-ი თ გათვალისწინებულ დოკუმენტს).
8. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღრიცხვაზეა პაციენტი, ვალდებულია გამოწეროს ნარკოტიკული საშუალებები ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებები იმ რაოდენობით, რაც ფიზიკურ პირს ესაჭიროება დანიშნულების ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეყანაში დადგენილი ოდენობისა, რის შესახებაც სამედიცინო დაწესებულებას ინფორმაციას აწვდის სააგენტო. ნებადართულია ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოში შემოტანილი, დაურეგისტრირებელი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოწერაც.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის საჭირო ჩამანაცვლებელ ნარკოტიკულ საშუალებებზე. აღნიშნულ ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საქართველოდან გაიტანონ ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების არა უმეტეს 4 დღის მარაგისა, ხოლო „მეთადონის” შემთხვევაში, არა უმეტეს 320 მგ-ისა.
10. საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად გასატანი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.
11. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა
1. ეს მუხლი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტან ი ს ა და საქართველოდან გატან ი ს წესს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით დასაშვებია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის მის მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არ განიხილება როგორც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრანზიტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყანაში გადასატანად საქართველოს საგადასახად ო ორგანოებს სა საქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:
ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი . რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის, აბის, ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის „გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში) ;
ბ ) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;
გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამის ად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.
5. საქართველოს საგადასახად ო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფიზიკური პირის მფლობელობაში ფაქტობრივად არსებულ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და, შესაბამისობის შემთხვევაში, აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.
6. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა ხორციელდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახად ო ორგანო ს მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც თავის მხრივ ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნისა და გამოწერის საფუძველს. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
დანართი№2
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტის ფორმა
Form of a document of possession of narcotic drugs and psychotropic substances for
a personal use by a natural person leaving Georgia
|
დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის დასახელება Name of issuing authority
| |
| იურიდიული მისამართი Legal address |
|
| ტ ელეფონი Telephone |
|
| ფაქსი Fax |
|
| ელექტრონული ფოსტა |
|
| დოკუმენტის გაცემის თარიღი Date of issue |
|
|
ინფორმაცია ფიზიკურ პირზე Information about natural person
| |
| გვარი და სახელი Last name, first name |
|
| სქესი Sex |
|
| დაბადების თარიღი Date of birth |
|
| დაბადების ადგილი Place of birth |
|
| საცხოვრებელი ადგილი Home address |
|
| პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი Number of passport or of identity card |
|
| დანიშნულების ქვეყანა Intended country of destination |
|
|
ინფორმაცია ექიმზე Information about prescribing physician
| |
| გვარი სახელი Last name, first name |
|
| საცხოვრებელი ადგილი Home address |
|
| სამუშაო ადგილი (ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა)
Place of work (name, lagal address, telephone, fax, E-mail) |
|
| ექიმის სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი Number of medical licence and date of issue |
|
| სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება Organ of issuing medical licence |
|
|
ექიმის დანიშნულება Prescribed medical preparation
| |
| გამოწერილი სამკურნალო საშუალების სავაჭრო/ გენერიული დასახელება Trade/internation name of prescribed medical preparation |
|
| წამლის ფორმა Dosage form |
|
| სადღეღამისო დოზა Daily dose |
|
| წამლის მიღების დღეების რაოდენობა Duration of prescription in days |
|
| სულ გამოწერილი რაოდენობა Total quantity of medical preparation |
|
დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი Chief of issuing authoriry
კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელის (Signature and seal)
ხელმოწერა და ბეჭედი
საგადასახად ო ორგანოს წარმომადგენლის Customs officer
ხელმოწერა და ბეჭედი (Signature and seal)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-32/ნ
2011 წლის 15 ივნისი
ქ.
თბილისიფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
„
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის 1113 მუხლის „
გ“
ქვეპუნქტის, „
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის
შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა)
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი (დანართი №1);
ბ)
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტის ფორმა (დანართი №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 9 იანვრის №
3/ნ
ბრძანება.3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი
დანართი №1
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი
მუხლი 1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა
1. ეს მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის წესს.
2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით ნებადართულია „
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „
ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“
გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „
ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“
1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) 31 დღის მარაგის შემოტანა.
3. ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შემოტანა არ განიხილება როგორც იმპორტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სხვა ქვეყანაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოსატანად საქართველოს საგადასახადო ორგანოებს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:
ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი . რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტ აბლეტის ( აბის)
, ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის „
გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში)
;
ბ
) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი
იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.5. საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად შემოტანილ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.
6. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი უზრუნველყოფა შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით ხდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც, თავის მხრივ, ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნის საფუძველს. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის გატანილი რაოდენობიდან ნაშთად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანაზე. ამ შემთხვევაში საგადასახადო
ორგანოს წარედგინება მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „
ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საგადასახადო
ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი.მუხლი 2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანა
1. ეს მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის წესს.
2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით ნებადართულია „
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „
ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“
გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „
ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“
1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) საქართველოდან გატანა.
3. ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გატანა არ განიხილება როგორც ექსპორტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანისათვის საქართველოს საგადასახად ო ორგანოებს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული, ამ ბრძანების №2 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მომზადების მიზნით ფიზიკურმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს
:
ა) განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს დანიშნულების ქვეყანა და გამგზავრების მიზანი;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა)
;
გ) ნოტარიალურად დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი;
დ
) ნოტარიალურად დამოწმებული ექიმის სერტიფიკატი;ე
) სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს ქვეყანა, სადაც მიემგზავრება ფიზიკური პირი.6. დოკუმენტი ივსება ინგლისურ ენაზე.
7. დოკუმენტი არ გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირზე, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას (გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას. ასეთ შემთხვევებში სააგენტო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს დანართი № 2-ი თ გათვალისწინებულ დოკუმენტს).
8. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღრიცხვაზეა პაციენტი, ვალდებულია გამოწეროს ნარკოტიკული საშუალებები ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებები იმ რაოდენობით, რაც ფიზიკურ პირს ესაჭიროება დანიშნულების ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეყანაში დადგენილი ოდენობისა, რის შესახებაც სამედიცინო დაწესებულებას ინფორმაციას აწვდის სააგენტო. ნებადართულია ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოში შემოტანილი, დაურეგისტრირებელი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოწერაც.
9. ამ მუხლის მე-8
პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის საჭირო ჩამანაცვლებელ ნარკოტიკულ საშუალებებზე. აღნიშნულ ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საქართველოდან გაიტანონ ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების არა უმეტეს 4 დღის მარაგისა, ხოლო „
მეთადონის” შემთხვევაში, არა უმეტეს 320 მგ-ისა.
10. საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად გასატანი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.
11. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა
1. ეს მუხლი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანი
სა
და საქართველოდან გატანი
ს წესს.2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით დასაშვებია „
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „
ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“
გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „
ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“
1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის მის მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არ განიხილება როგორც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრანზიტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყანაში გადასატანად საქართველოს საგადასახად ო ორგანოებს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:
ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი
. რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის, აბის, ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის „
გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში)
;
ბ
) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი
იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.5. საქართველოს საგადასახად ო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფიზიკური პირის მფლობელობაში ფაქტობრივად არსებულ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და, შესაბამისობის შემთხვევაში, აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.
6. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა ხორციელდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახად
ო ორგანოს
მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც თავის მხრივ ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნისა და გამოწერის საფუძველს. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.7. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
დანართი №2
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტის ფორმა
Form of a document of possession of narcotic drugs and psychotropic substances for
a personal use by a natural person leaving Georgia
დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის დასახელება
Name of issuing authority
იურიდიული მისამართი
Legal address
ტ
ელეფონიTelephone
ფაქსი
Fax
ელექტრონული ფოსტა
დოკუმენტის გაცემის თარიღი
Date of issue
ინფორმაცია ფიზიკურ პირზე
Information about natural person
გვარი და სახელი
Last name, first name
სქესი
Sex
დაბადების თარიღი
Date of birth
დაბადების ადგილი
Place of birth
საცხოვრებელი ადგილი
Home address
პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი
Number of passport or of identity card
დანიშნულების ქვეყანა
Intended country of destination
ინფორმაცია ექიმზე
Information about prescribing physician
გვარი სახელი
Last name, first name
საცხოვრებელი ადგილი
Home address
სამუშაო ადგილი (ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა)
Place of work (name, lagal address, telephone, fax,
E-mail)
ექიმის სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი
Number of medical licence and date of issue
სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება
Organ of issuing medical licence
ექიმის დანიშნულება
Prescribed medical preparation
გამოწერილი სამკურნალო საშუალების სავაჭრო/ გენერიული დასახელება
Trade/internation name of prescribed medical preparation
წამლის ფორმა
Dosage form
სადღეღამისო დოზა
Daily dose
წამლის მიღების დღეების რაოდენობა
Duration of prescription in days
სულ გამოწერილი რაოდენობა
Total quantity of medical preparation
დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი Chief of issuing authoriry
კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელის (Signature and seal)
ხელმოწერა და ბეჭედი
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის
Customs officerხელმოწერა და ბეჭედი (Signature and seal)