საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.06.2011
ძალის დაკარგვა 23.05.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110615014, 20/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.05.2013
- საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.05.2012
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 27.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
@font-face {font-family:LitMtavrPS;}
@font-face {font-family:"Lucida Console"; panose-1:2 11 6 9 4 5 4 2 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {mso-style-link:"Body Text 2 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-family:"Lucida Console"; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BodyText2Char {mso-style-name:"Body Text 2 Char"; mso-style-link:"Body Text 2"; font-family:"Lucida Console"; font-weight:bold;}
p.Style, li.Style, div.Style {mso-style-name:Style; margin-top:0in; margin-right:7.0pt; margin-bottom:0in; margin-left:7.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.0pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 45.1pt .5in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №21
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის, შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 სექტემბერის №44 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, საჯაროობის, გამჭვირვალობისა
და კანონიერების პრინციპების დაცვით.
მუხლი 3🔗
1. სამსახური „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა, ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამინისტროს სისტემის
თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 4🔗
1. სამსახურის კომპეტენციებია:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობის შეფასება;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
დ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა;
ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
კ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ლ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
მ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ასიგნებებში ასახული სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების დადგენა;
პ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების ადეკვატურობის და ეფექტურობის შეფასება;
ჟ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში სამსახური თანამშრომლობს საქართველოს
კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდა
აუდიტის ობიექტებთან საქართველოს
კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაციას და საქართველოს
კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
მუხლი 5🔗
დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა
) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებსა და სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირებში
ჩაატაროს შესაბამისობის, ოპერაციული ან ფინანსური აუდიტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იქნება გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფაქტობრივი საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტურად ხდება დაფინანსების გამოყენება, რამდენად სრულყოფილად არის სამინისტროს სისტემაში დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები, რამდენად დაცულია სამინისტროს სისტემაში არსებული სამსახურებრივი ინფორმაცია და სხვა;
ბ
) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა
მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათი შესაძლებლობის რისკები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღოს, განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები ან სხვა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები. მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება და რისკების მართვა;
გ
) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან
ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის, ან ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
დ
) მიმდინარე შიდა
აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან საკითხის შესწავლა-ანალიზის პროცესში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან
შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტური თუ სხვა სახის ინფორმაცია, ამასთან, გასაუბრებაზე გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი რანგის თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების მიღების მიზნით;
ე
) სამსახურის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი რანგის თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო ახსნა-განმარტება ან წარმოადგინოს შესაბამისი საჭირო ინფორმაცია და დახმარება გაუწიოს სამსახურის მოსამსახურეებს შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან რისკების მართვის პროცესში;
ვ
) შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე ან მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში მომუშავე ან სხვა სპეციალისტების მოწვევა შესაბამისი კონსულტაციის და დახმარების მიღების მიზნით;
ზ
) მინისტრთან შეთანხმებით, ითანამშრომლოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და სხვა;
თ
) მინისტრს წარუდგინოს წინადადებები საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების შესახებ;
ი
) დაგეგმოს პროექტები, რომლებიც დაეხმარება სამინისტროს სისტემის პოლიტიკის ეფექტურ რეალიზაციაში;
კ
) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს შიდა აუდიტის სფეროსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
ლ
) შიდა აუდიტის დაწყებამდე, შიდა
აუდიტს დაქვემდებარებულ დაწესებულებას წარუდგინოს შიდა
აუდიტის განხორციელების
შესახებ ადმინისტრაციული აქტი
, პროგრამა და უფლება-მოვალეობათა ნუსხა, ხოლო სამინისტროს სისტემის თანამშრომლის
დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს
შემოწმების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარუდგინოს აღნიშნული შემოწმების მინისტრთან შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი (მოხსენებითი ბარათი, სარეზოლუციო ფურცელი და სხვ.), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შესაძლო დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია თავად სტრუქტურული ერთეულის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის
ხელმძღვანელის მიერ. ასეთ შემთხვევაში მოხდება დარგის შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის ინფორმირება;
მ
) შეადგინოს და შესაბამისი რეაგირების მიზნით მინისტრს წარუდგინოს შიდა აუდიტორული დასკვნა ჩატარებული შიდა
აუდიტის შედეგების შესახებ. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოწმების შემთხვევაში დასკვნის ასლი, აგრეთვე, შესაბამისი რეაგირების მიზნით გადაუგზავნოს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელობას;
ნ
) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ო) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
პ
) შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები.
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 6🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ორგანიზებას უწევს დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ვ) წარუდგენს მინისტრს
წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;
ი) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
კ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ლ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
მ) ახორციელებს მონიტორინგს სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე ;
ნ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას;
ო) პასუხისმგებელია სამსახურის შიდა აუდიტორებით უზრუნველყოფისათვის, მათი თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების ჩათვლით;
პ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;
ჟ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის აკუმულირებას რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის გეგმების, შიდა
აუდიტის ყველა ანგარიშისა და ყველა სხვა საქმიანობის შესახებ, რომელიც განსაზღვრულია „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში;
რ
) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო შიდა
აუდიტის სახე, განხორციელების სიხშირე, შიდა აუდიტის განმახორციელებელი მოხელეების რაოდენობა და მათი მოქმედების სფერო. ამტკიცებს შიდა აუდიტის პროგრამას;
ს
) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის კანონიერებისა და
კონფიდენციალობის დაცვას;
ტ
) ახორციელებს სამსახურის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმით, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსით, შიდა აუდიტის სახელმძღვანელო მეთოდოლოგიითა და შიდა აუდიტის სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგს;
უ
) ამზადებს და მინისტრს და საბჭოს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება: შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ, ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ, სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ, წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ, შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტის განმახორციელებელი მოხელეების საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვა;
ფ
) ასრულებს მინისტრისა მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს.
მუხლი 7🔗
1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება სამსახურში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.