განჩინება - სს "პრობლემური სესხების სააგენტო"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/443-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110622005, 22/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2011 წლი ს 20 ივნისი

 ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: მოვალე – სს ,,პრობლემური სესხების სააგენტო’

საიდენტიფიკაციო კოდი 2045556774

წარმომადგენელი: ლევან საძაგლიშვილი (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განმცხადებლის სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 21 იანვარს განცხადებით მიმართა სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ დირექტორმა ლევან საძაგლიშვილმა და ითხოვა აღნიშნული სააქციო საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ (ს/კ 2045556774) მეურვედ დაინიშნა გიორგი ზედელაშვილი, გაკოტრების მმართველად ნოდარ პაპუკაშვილი.

 2011 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“ გაკოტრების მმართველმა ნოდარ პაპუკაშვილმა, წარმოადგინა სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“გაკოტრების ანგარიში და ითხოვა კრედიტორთა კრების დანიშვნა.

 სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.

 სასამართლოს აზრით, დანიშნული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნეს საკითხები : 1) გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება, 2) სს ,,პრობლემური სესხების სააგენტოს“სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2011 წლის 30 ივნისს, 1230(თორმეტ საათი და ოცდაათი წუთი) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, დარბაზი №29) ;

 2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე;

 3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე  თ. ჭუნიაშვილი