განჩინება სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111017025, 18/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 გ  ა  ნ  ჩ  ი  ნ  ე  ბ  ა

საქართველოს სახელით

2011 წლის 13 ოქტომბერი                                        

 ქ.   თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებლები (კრედიტორები):1. სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის

                                                                      კომერციული ოპერატორი’’

წარმომადგენელი: ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)

საიდენტიფიკაციო კოდი:205170036

                                                                     2. სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’’

წარმომადგენელი:სულხან ზუმბურიძე (მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი)

საიდენტიფიკაციო კოდი:204995176

მოთხოვნა:გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის’’ გენერალურ მა დირექტორმა ირინა მილორავამ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველმა  სულხან ზუმბურიძემ და მოითხოვეს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ  გადახდისუუნარობის საქმის წარმოებ ის  დაწყება.  

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის5 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო).

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომრიგებელთა საბჭოს მიერ წარმოდგენილ იქნა გადაწყვეტილება ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

 2011 წლის 11 ოქტომბერს კრედიტორთა კრებაზე დამტკიცდა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება  ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო 2011 წლის 13 ოქტომბერს კრედიტორთა კრებაზე დაინიშნა გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო, ვინაიდან კრედიტორების მიერ არ იქნა წარმოდგენილი გაკოტრების მმართველის კანდიდატურები.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,  თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, მაშინ გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.   

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნული ბიურო.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში,სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე  www..TCC.GOV.GE.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გამოყვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე             თ. ჭუნიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განჩინება სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე“?
დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.10.2011.
როდის იქნა მიღებული „განჩინება სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე“?
„განჩინება სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე“ მიღებულია 13.10.2011. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/8768-11.
სად არის „განჩინება სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „განჩინება სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე“, №2/8768-11, 13.10.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1492007/