განჩინება -შპს "ბმპ - ჯორჯია" -ს გაკოტრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ბმპ-ჯორჯია“ (ს/კ 211393428);
წარმომადგენელი: გიორგი მეზვრიშვილი;
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;
სასამართლო მ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2011 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა შპს „ბმპ-ჯორჯიას“ დირექტორმა კარლო ფოცხიშვილმა და განმარტა, რომ დღეისათვის შპს „ბმპ-ჯორჯიას“ დავალიანების ოდენობა შეადგენს 1060270,43 (მილიონ სამოცი ათას ორას სამოცდაათი მთელი ორმოცდასამი მეასედი) ლარს, მოვალის ქონების საერთო ღირებულება შეადგენს 361060,86 (სამას სამოცდაერთი ათას სამოცი მთელი ოთხმოცდაექვსი მეასედი) ლარს და ამასთან, შპს „ბმპ-ჯორჯიას“ ჰყავს დებიტორები, რომელთა მიმართაც მოთხოვნების ჯამი 15483 (თხუთმეტი ათას ოთხას ოთხმოცდასამი) ლარს არ აღემატება. განცხადებას თან ერთვის მოვალის საკუთრებაში არსებული ნივთების ნუსხა, კრედიტორთა და დებიტორთა ჩამონათვალი. განმცხადებელს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოვალის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა და ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
2011 წლის 20 მაისის განჩინებით განმცხადებელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. 2011 წლის 10 ივნისს შპს „ბმპ-ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიორგი მეზვრიშვილმა დადგენილი ვადის დაცვით სასამართლოს მიმართა განცხადებით ხარვეზის შევსების თაობაზე.
სასამართლო გაეცნო აღნიშნულ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ბმპ-ჯორჯიას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლო წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოვალე შპს „ბმპ-ჯორჯიას“ (ს/კ 211393428) განცხადება მიღებული იქნას სასამართლო წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშოს დავით ნადიბაიძე (პ/ნ 01021000407) – სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი (სიითი №4896), ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;
3. აეკრძალოს შპს „ბმპ-ჯორჯიას“ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში _ სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალებისა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, ყველა სახის (მათ შორის, საგადასახადო) საურავების დარიცხვა/გადახდა.
5. შეჩერდეს შპს „ბმპ-ჯორჯიას“ წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და აიკრძალოს იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.
6. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით შპს „ბმპ-ჯორჯია“ უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
8. განემარტოს შპს „ბმპ-ჯორჯიას“ დირექტორს კარლო ფოცხიშვილს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის (შპს „ბმპ-ჯორჯიას“) ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში უფლებამოსილნი არიან წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. ამასთან, კრედიტორებს მიეთითოთ, რომ მოვალის მიმართ არსებულ მოთხოვნებთან ერთად სასამართლოს უნდა წარუდგინონ გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათთან დადებული ხელშეკრულებები, რომელთა მეშვეობითაც განსაზღვრული იქნება გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მმართველის საქმიანობის ანაზღაურებისა და მმართველის პასუხისმგებლობის საკითხები. მმართველის კანდიდატურების წარუდგენლობა განიხილება მოთხოვნებზე უარის თქმად და წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და მოვალე საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 28 ივლისს 1000 (ათი) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №23). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია:
ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის შედგენა; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.
11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არა უგვიანეს 2011 წლის 24 ივნისისა, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე