შპს „ბმპ-ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/5003-11
განჩინება
საქართველოს სახელით
2016 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - შპს ,,ბმპ-ჯორჯია’’
(საიდენტიფიკაციო კოდი 211393428)
დირექტორი - კარლო ფოცხიშვილი
გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,ბმპ-ჯორჯიას’’ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.
2016 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ, რომელმაც წარმოადგინა მოვალე შპს ,,ბმპ-ჯორჯიას’’ გაკოტრების საბოლოო ანგარიში.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს კრედიტორთა კრება შემდეგ გარემოებათა გამო:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,ბმპ-ჯორჯიას’’ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 9 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29, შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. საზოგადოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.
1.2. გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება;
1.3. შპს ,,ბმპ-ჯორჯიას’’ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე -www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ბმპ-ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ბმპ-ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ბმპ-ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს „ბმპ-ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 16.12.2016. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/5003-11.
- სად არის „შპს „ბმპ-ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „შპს „ბმპ-ჯორჯიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/5003-11, 16.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3532665/