აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს „საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/928
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110624002, 27/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/928

2011 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,საქართველოს რკინიგზისათვის” ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, შპს „საქართველოს რკინიგზის” 10.06.11 წლის №24416/12 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 13.06.11 წლის სხდომის №8 ოქმისა და ამავე კომისიის 13.06.11 წლის დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

      1. შპს „საქართველოს რკინიგზას” მიენიჭოს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლში მოხვედრილი, ცალკეული პირების კერძო საკუთრებაში არსებული, შპს ,,საქართველოს რკინიგზის” 10.06.11 წლის №24416/12 წერილის დანართი №1-ით განსაზღვრული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.

   2. შპს „საქართველოს რკინიგზამ” ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

ვ. ქობალია