საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2004
ძალის დაკარგვა 07.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.006916
გამოქვეყნების წყარო სსმ, 146, 10/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.08.2014
- საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.05.2010
- "საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.12.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Akademiuri;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:Akademiuri;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:Akademiuri;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:gray;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.25in 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.006.916
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №7
2004 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ს” ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ეს წესი „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში (გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა) სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2🔗.
სტაჟირების ძირითად მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება საპროკურორო-საგამოძიებო საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ახალგაზრდა მუშაკებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმდებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობებს.
თავი II
სტაჟირების კომისია
მუხლი 4🔗.
სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანოებში იქმნება საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი).
მუხლი 5🔗.
1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და 7 წევრისაგან.
2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ პროკურატურის მუშაკები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.
3. კომისიაში პროკურატურის მუშაკთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.
მუხლი 6🔗.
1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორთან შეთანხმებით.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
8. კომისია სტაჟირების პერიოდში:
ა) საქართველოს პროკურატურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად უზრუნველყოფს სტაჟიორად დანიშნული პირის მიერ საგამოძიებო და საპროკურორო მუშაობისათვის აუცილებელი პრაქტიკული და ორგანიზაციული ჩვევების შესწავლას;
ბ) აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობის სპეციფიკის, მის მიერ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავების, დანაშაულის გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის განხორციელებაში მისი მონაწილეობის პროცესს;
გ) ახორციელებს სტაჟიორის მიერ დანაშაულის გამოძიებისას კრიმინალისტიკური ტექნიკის საშუალებათა გამოყენების შესწავლას;
დ) ხელმისაწვდომს ხდის სტაჟიორთათვის იურიდიულ მეცნიერებათა ახალ მიღწევებს და კანონმდებლობის სიახლეებს.
თავი III
სამდივნო და კონკურსი
მუხლი 7🔗.
1. პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.
2. კონკურსის მიზანია სტაჟიორად დასანიშნ პირთა შერჩევა და პროკურატურის ორგანოებში დასანიშნ პირთა რეზერვის ფორმირება.
მუხლი 8🔗.
1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს გენერალური პროკურორი.
3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
4. სტაჟიორთა კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნოს უწყდება უფლებამოსილება.
5. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობების ასლები;
გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით);
დ) დიპლომის ასლი, ნიშნების ფურცელთან ერთად;
ე) ორი რეკომენდაცია;
ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ორი ფოტოსურათი (3X4);
თ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ.
6. სტაჟიორობის კანდიდატმა სტაჟიორთა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სამდივნოს დამატებით უნდა წარუდგინოს:
ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ;
ბ) ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან;
გ) სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობის ასლი.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 9🔗.
1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად – წერილობითი და ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
2. კონკურსის პროგრამას ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
მუხლი 10🔗.
1. კონკურსის გამოცხადება ხდება პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.
2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კონკურსის პროგრამას;
ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;
გ) იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელთა დაკავებაც შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.
4. კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
5. კონკურსი უნდა ჩატარდეს მისი გამოცხადებიდან არა უადრეს ერთი თვისა.
მუხლი 11🔗.
კონკურსის პირველ ეტაპზე სტაჟიორობის კანდიდატმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შემოთავაზებული ტესტების 75%-ს.
მუხლი 12🔗.
გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს წერილობითი კონკურსიდან არა უადრეს 7 დღისა.
მუხლი 13🔗.
სტაჟიორობის კანდიდატს წერილობითი კონკურსის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს კონკურსის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.
მუხლი 14🔗.
კომისიის თავმჯდომარე გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატებს ტესტირების შედეგებს და მათ მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
მუხლი 15🔗.
სტაჟიორობის კანდიდატის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების, დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისათვის ტარდება გასაუბრება.
მუხლი 16🔗.
კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის მიღების კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.
მუხლი 17🔗.
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.
მუხლი 18🔗.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსი ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
მუხლი 19🔗.
1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია გენერალურ პროკურორს წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ორივე ეტაპი.
2. გენერალური პროკურორი განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად პროკურატურის ორგანოებში.
3. სტაჟიორს გენერალური პროკურორის სტაჟირების ვადით განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი.
4. გენერალური პროკურორი სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს საქართველოს პროკურატურის იმ ორგანოს ხელმძღვანელს, სადაც სტაჟიორი გადის სტაჟირებას.
5. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, სტაჟიორის მოთხოვნის შემთხვევაში, მას განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.
თავი IV
სტაჟირების ვადა
მუხლი 20🔗.
1. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით (შემდგომში – სტაჟირების საერთო ვადა), რომელიც იყოფა სამ ეტაპად.
2. სტაჟირებას დაქვემდებარებული პირი საქართველოს პროკურატურის შესაბამის ორგანოში ექვსი თვის განმავლობაში გადის სტაჟირებას საგამოძიებო მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მასზე ვრცელდება გამომძიებლის უფლება-მოვალეობები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ორი კვირის შემდეგ, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, სტაჟირებას დაქვემდებარებული პირი საქართველოს პროკურატურის შესაბამის ორგანოში სამი თვის განმავლობაში აგრძელებს სტაჟირებას საპროკურორო-საზედამხედველო მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მასზე ვრცელდება „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან ორი კვირის შემდეგ, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, სტაჟირებას დაქვემდებარებული პირი საქართველოს პროკურატურის შესაბამის ორგანოში სამი თვის განმავლობაში აგრძელებს სტაჟირებას სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მასზე ვრცელდება „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
5. სტაჟიორი, რომელიც ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილებს სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, მას კომისიის დასკვნის საფუძველზე, გენერალური პროკურორის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება.
6. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის განხილვის პროცესში სტაჟიორის მონაწილეობა სავალდებულოა.
7. სამუშაოზე ხანძლივად არყოფნის პერიოდი (ხანძლივ ავადმყოფობასთან დაკავშირებით, სამხედრო შეკრებაზე გაწვევა, ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შვებულება და სხვა) სტაჟირების ვადაში არ ჩაითვლება.
8. სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.
თავი V
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
მუხლი 21🔗.
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატაროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებები და ღონისძიებები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებები;
ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებითა და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები.
თავი VI
საქართველოს პროკურატურის მოვალეობები
მუხლი 22🔗.
1. საქართველოს პროკურატურა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი) უზრუნველყოფს სტაჟირების ვადით სტაჟიორებზე შესაბამისი პირადობის მოწმობების გაცემას.
მუხლი 23🔗.
1. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას. სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების თითოეული ეტაპის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
4. სტაჟირების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ეკისრება საერთო წესის შესაბამისად.
მუხლი 24🔗.
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე სტაჟირების თვითეული ეტაპის დასრულებიდან ათი დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და მიაწოდოს ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეს და გენერალურ პროკურორს.
თავი VII
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
მუხლი 25🔗.
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.
3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტს.
4. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა.
5. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ მუშაკს აბარებს იმ დოკუმენტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
თავი VIII
სტაჟიორთა მიერ ატესტაციის პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება და რეზერვი
მუხლი 26🔗.
1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ერთი თვის განმავლობაში ახდენს სტაჟიორთა შეფასებას.
2. კომისიას, სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე, გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება საქართველოს პროკურატურის მუშაკთათვის დადგენილ მოთხოვნებს.
3. სტაჟიორები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება, ირიცხებიან საქართველოს პროკურატურის რეზერვში (შემდგომში – რეზერვი).
4. რეზერვის მიზანს წარმოადგენს პროკურატურის მუშაკთა კანდიდატების შერჩევა საქართველოს პროკურატურაში არსებული ვაკანსიების დასაკავებლად.
5. პროკურატურის ორგანოებში (გარდა საქართველოს გენერალური პროკურატურისა) ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი რეზერვში ჩარიცხულ პირს, სთავაზობს ვაკანტური თანამდებობის დაკავებას.
6. რეზერვში ჩარიცხული პირის თანხმობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორს წარუდგენს რეზერვში ჩარიცხული პირის მონაცემებს. გენერალური პროკურორის მიერ კანდიდატის მოწონების შემთხვევაში რეზერვში ჩარიცხული პირი ინიშნება ვაკანატურ თანამდებობაზე.
7. რეზერვში ჩარიცხული პირი რეზერვიდან ირიცხება:
ა) გარდაცვალების ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
გ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოკსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადების შემთხვევაში;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანად ცნობის შემთხვევაში;
ე) სხვა სამუშაოდან მაკომპრომიტირებელი საფუძვლით დათხოვნის შემთხვევაში;
ვ) ორი წლის განმავლობაში მისი პროკურატურის ორგანოებში დაუნიშნაობის შემთხვევაში, თუ თანამდებობაზე დაუნიშნაობა გამოწვეულია რეზერვში ჩარიცხული პირის მიზეზით.
8. პირის რეზერვიდან ამორიცხვა ხდება სტაჟირების კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
9. რეზერვში ჩარიცხული პირი „პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ექვემდებარება ატესტაციას.
10. რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვას აწარმოებს საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
11. რეზერვში ჩარიცხულ პირს რეზერვში ყოფნის პერიოდი ეთვლება საერთო შრომით სტაჟში.
თავი IX
გარდამავალი დებულებები
მუხლი 27🔗.
1. წინამდებარე წესი (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა) არ ვრცელდება ამ წესის ამოქმედებამდე პროკურატურის ორგანოებში დანიშნულ სტაჟიორებზე.
2. პროკურატურის ორგანოებში წინამდებარე წესის ამოქმედებამდე დანიშნული სტაჟიორების პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეაფასებს და მათთვის სტაჟირების მოხსნის საკითხს განიხილავს კომისია.
3. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება წინამდებარე წესის ამოქმედებამდე დანიშნული სტაჟიორების ხელმძღვანელთა ინფორმაციისა და საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სტაჟიორის მონაწილეობა საკითხის განხილვის პროცესში.
თავი X
დასკვნითი დებულებები
მუხლი 28🔗.
დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 29🔗.
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გენერალური პროკურორის ბრძანებით.