არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.22.024.008.427
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/284
2006 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
დანართი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესი
1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41, მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად მიღებულ დადგენილებებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აცნობენ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მონაწილე სუბიექტებს.
2. გაცნობად ითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განთავსება მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას.
3. თვალსაჩინო ადგილას განთავსება ხდება იმ შემთხვევაში, თუ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მონაწილე უარს განაცხადებს ან თავს აარიდებს ადმინისტრაციული აქტების ჩაბარებას.
4. ადმინისტრაციული აქტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები აღნიშნულ ადმინისტრაციულ აქტს განათავსებენ მშენებარე ობიექტზე შემდეგ ადგილებზე:
ა.ა) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების შესაბამისად დადგენილ საინფორმაციო დაფასთან;
ა.ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე, სამუშაოთა მწარმოებლისათვის, დროებით განთავსებულ შენობაზე;
ა.გ) მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელ უსაფრთხოების ღობეზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.04.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/284. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.22.024.008247.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.12.2006-დან.
- სად არის „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“, №1-1/284, 05.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 330090000.22.024.008247 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1385876/