1. არბიტრაჟში საქმეები განიხილება ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე, საარბიტრაჟო შეთანხმების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებაში არ არის განსაზღვრული, საქმის განხილვის წესი, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენით. არბიტრაჟი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმებაში განსაზღვრული წესისა.
2. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სხდომა არის დახურული. წარმოდგენილი საბუთები, მტკიცებულებები, წერილობითი თუ ზეპირი განცხადებები არ შეიძლება გამოქვეყნდეს საჯაროდ და არ შეიძლება გადაცემული და გამოყენებული იყოს სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.
3. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც ერთ-ერთი მხარე წარუდგენს არბიტრაჟს უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს