ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი“–ს დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2011
ძალის დაკარგვა 30.12.2013
გამომცემი ორგანო სატვირთო ნაჭრები
30. სატვირთო ნაჭრები – –
სათანადო მდგომარეობაშია?
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110627028, 30/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| 2 | შენიშვნა 2 |
| 3 | შენიშვნა 2 |
| 8 | შენიშვნა 2 |
| ტვირთგამგზავნი | ტვირთგამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი (არასავალდებულო) ავიასატვირთო ზედდებულის N ––––––––– გვერდი –––––––––– გვერდიდან |
| ტვირთმიმღები | ექსპლუატანტი (ავიკომპანია) |
| გზავნილებზე ვრცელდება შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია (გადაშალეთ არასაჭირო) | გაგზავნის აეროპორტი: |
| სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომაოდებზე | მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალ - დებზე |
| დანიშნულების აეროპორტი: | არარადაიაქტური |
| სახიფათო ტვირთების იდენტიფიკაცია | შეფუთვის ტიპი და რაოდე - ნობა |
| შესაბამისი სახელმწო - დება | კლასი ან კატეგო - რია |
| კლასი ან კატე - გორია | კლასი ან კატეგორია |
| 4.2 | შენიშვნა 2 |
| 4.3 | შენიშვნა 2 |
| 5.1 | შენიშვნა 2 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ სხვა მოთხოვნები 43. გათვალისწინებულია – – სახელმწიფოების „განსხვავებები“? 27.12.2013
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი“–ს დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 44.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №56
2011 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი
ს“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო
კოდექსის მე-9 და 71-ე მუხლების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე
-7 მუხლის მე
-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ 09.06.2011 წლის
№1–1/883 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის“ მე
-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ
:
1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი“ №1-5 დანართებთან ერთად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 1 მარტის
№1 ბრძანება „სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ი
. დავითაძე
საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესი
თავი I
მუხლი 1🔗. ტერმინები და განმარტებები
საჰაერო ტრანპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესში – (შემდგომში – წესი გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:
ა) გაეროს სიით განსაზღვრული ნომერი – სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ მიკუთვნებული ოთხნიშნა ნომერი, რომელიც აღნიშნავს ნივთიერებას ან ნივთიერებების კონკრეტულ ჯგუფს
;
ბ) ,,გათავისუფლება
“ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ – Doc-9284-AN 905-(შემდგომში – ტი) დებულებებისაგან გათავისუფლებას იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომლის გადაზიდვა იკრძალება ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მაგრამ მათზე არ ვრცელდება ტი -ების A1, A2 და A109 სპეციალური დებულებები
;
გ) ტვირთგამგზავნი – პირი, რომელიც საავიაციო საწარმოსთან აფორმებს ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ხელშეკრულებას და ტვირთის ზედნადებით მითითებულია, როგორც ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარე
;
დ) გამგზავნი სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე თავდაპირველად ჩაიტვირთა ტვირთი საჰაერო
;
ე) გარეგანი შეფუთვა – ტარა, რომელიც გადამუშავებისა და შენახვის შესაფერისი პირობების შექმნის მიზნით გამოიყენება ერთი ტვირთგამგზავნის მიერ ერთი ან რამდენიმე სატვირთო ადგილის გაერთიანებისა და ერთიანი გადასამუშავებელი ერთეულის შესაქმნელად
;
ვ) ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი) – პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, ან სთავაზობს მომსახურებას ამ სფეროში
;
ზ) ექსპლუატანტის სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსპლუატანტის (ავიაგამზიდველის) შესაძლებლობას უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები/საავიაციო სამუშაოები ან/და გადაყვანა-გადაზიდვების/საავიაციო სამუშაოების მომსახურება, იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც სერტიფიკატითა და მისი დანართებით არის განსაზღვრული
;
თ) ექსპლუატანტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომელშიც არის ექსპლუატანტის საქმიანობის ძირითადი ადგილი ან, თუ ექსპლუატანტს ასეთი ძირითადი ადგილი არ გააჩნია, მისი მუდმივი ყოფნის ადგილი
;
ი) ტვირთმიმღები – პირი, რომლის მისამართზეც იგზავნება სატვირთო ზედნადებით მითითებული ტვირთი
;
კ) პიროტექნიკური ნივთიერება – რაიმე სახეობის შენაერთი ან ნარევი, რომლის დანიშნულებაა ეფექტი მოახდინოს სითბოს, ხმის, აირის, კვამლის ან მათი კომბინაციის სახით და მიიღება ეგზოთერმული ქიმიური რეაქციის შედეგად, რომელიც დეტონაციის გარეშე მიმდინარეობს
;
ლ) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება
;
მ) სამგზავრო საჰაერო ხომალდი – საჰაერო ხომალდი, რომელიც ეკიპაჟის წევრის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ექსპლუტანტის თანამშრომლის, ან შესაბამისი სრულუფლებიანი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის, ტვირთის პარტიის ან სხვა სახის ტვირთის გამყოლის გარდა ახორციელებს ნებისმიერი პირის გადაყვანას
;
ნ) საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი) – პირი, ან საწარმო, რომელიც ახორციელებს ტვირთის (სახიფათო ტვირთის) გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას და მოქმედებს ექსპლუატანტის სახელით
;
ო) სატვირთო გზავნილი – სახიფათო ტვირთიანი ერთი ან რამდენიმე ნაჭერი, რომელიც მიღებულია ექსპლუატანტის მიერ ერთი ტვირთგამგზავნისაგან ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე მისამართზე, ჩართულია ერთ პარტიაში და ეგზავნება ერთ ტვირთმიმღებს დანიშნულების ერთ პუნქტში
;
პ) სატვირთო ნაჭერი – ტვირთის შეფუთვის ოპერაციის საბოლოო ნაწარმი, რომელიც შედგება გადასაზიდად გამზადებული შესაფუთი კომპლექტისა და შიგთავსისაგან
;
ჟ) სატრანსპორტო ინდექსი – რიცხვი, რომელიც ენიჭება რადიოაქტიური ნივთიერების შეფუთვას, რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეფუთვის ზედაპირიდან 1მ მანძილზე გამოსხივების ეფექტური დოზის სიმძლავრის მიხედვით
;
რ) სატვირთო საჰაერო ხომალდი – მხოლოდ ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ნებისმიერი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი
;
ს) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევა – შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვას, რომლის შედეგად რომელიმე პირი ღებულობს სხეულის მძიმე დაზიანებას, რაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს, ან იწვევს ქონების მნიშვნელოვან ზარალს
;
ტ) სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი – მოვლენა, რომელიც უკავშირდება სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვებს (ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მოვლენა მოხდეს საჰაერო ხომალდზე) და იწვევს ამა თუ იმ პირის სხეულის დაზიანებას, ქონების ზარალს, ხანძარს, ტვირთის დაზიანებას, დაბნევას, სითხის ან რადიაციის გაჟონვას და სხვა მოვლენებს, რომლებიც მიიღება შეფუთვის დროს დაშვებულ დარღვევების შედეგად, მაგრამ სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებულ საავიაციო შემთხვევას არ წარმოადგენს. სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს ან მასზე მყოფ პირებს, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული ინციდენტი
;
უ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომლებიც მითითებულია ტი-ების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში , ან კლასიფიცირებულია იმავე ინსტრუქციებით
;
ფ) ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“ – იკაო-ს პერიოდული ოფიციალური გამოცემა (Doc-9284-AN 905), რომლითაც განისაზღვრება სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესი. როგორც წესი
, ტი-ების ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ
;
ქ) ტვირთის შეფუთვა – ტექნოლოგია ან ოპერაციები, რომელთა დახმარებით ნაკეთობები ან ნივთიერებები თავსდება შესაფუთ მასალაში ან საიმედოდ არის დაცული რაიმე ხერხით
;
ღ) ფეთქებადი ნაკეთობა – ნაკეთობა, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ფეთქებად ნივთიერებას
;
ყ) ფეთქებადი ნივთიერება – მყარი ან თხევადი ნივთიერება (ან ნივთიერებათა ნარევი), რომელსაც თავად შეუძლია ქიმიური რეაქციის გამოწვევა, რომლის დროსაც ტემპერატურა, წნევა და აირები ისეთი სიჩქარით გამოიყოფა, რომ იწვევს გარემომცველი საგნების დაზიანებას. პიროტექნიკური ნივთიერებები მიეკუთვნება ფეთქებად ნივთიერებებს
;
შ) ,,შეუთავსებელი
“ – ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ სახიფათო ტვირთების მიმართ, რომელთა ერთმანეთში არევისას შეიძლება მოხდეს სითბოსა და აირის საშიში გამოყოფა ან კოროზიული ნივთიერებების წარმოქმნა
;
ჩ) ,,Q
“-ს მნიშვნელობა – როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო სხ-ებისათვის, ერთ ფუთაში მოთავსებული სხვადასხვა სახიფათო ტვირთის ნეტოს (სუფთა წონა) შეფარდება იმ მაქსიმალურ რაოდენობასთან, რომელიც მოცემულია ტი-ის 3-1 ცხრილით. სხვადასხვა სახიფათო ტვირთის Q-ს ჯამი 1-ს არ უნდა აღემატებოდეს
;
ც) ICAO (იკაო) – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან
;
ძ) ჩიკაგოს კონვენცია (1944 წ.) – ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ» ქ. ჩიკაგოში ხელმოწერილი კონვენცია, რომლის წევრიცაა საქართველო 1994 წლიდან
;
წ) ,,სახიფათო ტვირთის გადაზიდვის თანხმობა“ (შემდგომში – თანხმობა ) – სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს გადაზიდვის უფლებას იმ დასახელების სახიფათო ტვირთებზე, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია როგორც სამგზა
ვრო
, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდით და რომლებზეც განსაზღვრულია გადაზიდვის წესი ტი-ების A1, A2 და A109 სპეციალური დებულებებით
;
ჭ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატი (შემდგომში– ტერმინალის სერტიფიკატი) – სააგენტოს მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;
ხ) პერსონალის სერტიფიკატი – სააგენტოს მიერ უფლებამოსილი სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული ან სააგენტო მიერ აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სათანადო პერსონალის კვალიფიკაციას, განახორციელოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებული პროცესების უზრუნველყოფა;
ჰ) ,,საჰაერო ხომალდის ბორტზე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას გამოწვეული ინციდენტებისა და ავარიული მდგომარეობებისას განსახორციელებელი ქმედებების ინსტრუქცია“ იკაო-ს პერიოდული ოფიციალური გამოცემა – Doc 9481 - AN/928-(შემდგომში- Doc 9481 - AN/928), რომლითაც განისაზღვრება საჰაერო ხომალდის ბორტზე, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას გამოწვეული ინციდენტებისა და ავარიული მდგომრეობებისას განსახორციელებელი ქმედებები. როგორც წესი Doc 9481 – AN/928-ის ახალი რედაქცია იკაო-ს მიერ გამოიცემა ორ წელიწადში ერთხელ.
თავი II
ზოგადი დებულებები
მუხლი 2🔗. წესის მოქმედების სფერო და მიზანი
1. წესი შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის (,,სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“), აგრეთვე, საქართველოს საჰაერო კოდექსის, კანონების „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”, ,,საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად და მასში გათვალისწინებულია ტი-ების დებულებები.
2. წესი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ორგანიზაციის ძირითად მოთხოვნებს და იგი ტი-ების მოთხოვნებთან ერთად ადგენს სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით უსაფრთხო გადაზიდვის ნორმებს და პირობებს.
3. ამ წესის მოთხოვნები ვრცელდება ეროვნულ და უცხო ქვეყნების ავიაგადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო და/ან ადგილობრივ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე – ნებისმიერ პირზე, რომლებიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან.
მუხლი 3🔗. წესის გამოყენების ზოგადი პირობები
1. საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ მე-18 დანართის (,,სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვა“), ტი-ების დებულებების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, კანონების ,,საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” და ამ წესის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. სახიფათო ტვირთები, თავიანთი მახასიათებლების მიხედვით იყოფიან:
ა) სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივცეში ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია;
ბ) სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანპორტით გადაზიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ე.წ. ,,გათავისუფლების“ და/ან ,,თანხმობის” გარეშე;
გ) სახიფათო ტვირთები, რომელთა სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ ე.წ. ,,გათავისუფლების“ და/ან ,, თანხმობის” საფუძველზე, ამ წესის მე-10 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად .
3. საქართველოდან/საქართველოში აკრძალულია სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვა, თუ ეს ტვირთი სათანადოდ არ არის კლასიფიცირებული, არ აქვს შესაბამისი საბუთები, არ არის აღწერილი, შეფუთული და მარკირებული, არ ახლავს საშიშროების ნიშნები და არ იმყოფება გადაზიდვისათვის სათანადო მდგომარეობაში, როგორც ეს ტი-ებით და ამ წესით არის გათვალისწინებული. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის მოთხოვნების ძირითად ასპექტს წარმოადგენს სათანადო საფუთავის გამოყენება. იზღუდება სახიფათო ნივთიერებების რაოდენობა საფუთავში და არა თავად საფუთავების რაოდენობა.
4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში და უმოკლესი მარშრუტით.
5. საქართველოში რეგისტრირებულ ექსპლუატანტს ეკრძალება სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ითვალისწინებს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლებას.
6. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა საქართველოს საჰაერო სივრცეში შეიძლება განხორციელდეს როგორც ეროვნული, ასევე უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის მიერ.
7. საქართველოს ტერიტორიიდან სახიფათო ტვირთის საერთაშორისო და ადგილობრივი საჰაერო გადაზიდვის საბუთები უნდა შედგეს ინგლისურ ენაზე.
8. იმ სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, რომელთაც გააჩნიათ საშიშროების ნიშანი ,,CAO“ (,,მხოლოდ სატვირთო ხომალდით“), აკრძალულია სამგზავრო საჰაერო ხომალდით.
9. ავიაგადამზიდველს შეუძლია ნებისმიერ შემთხვევაში უარი განაცხადოს სახიფათო ტვირთების მიღებაზე ან დააწესოს საკუთარი, განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნები ასეთი ტვირთის გადაზიდვაზე. განსაკუთრებულად შემზღუდავი მოთხოვნების დაწესებისას, ავიაგადამზიდველი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ თავისი რეგისტრაციის ან ექსპლუატანტის სახელმწიფოს, ხოლო ეს უკანასკნელი მოვალეა, ამ მოთხოვნების თაობაზე აცნობოს იკაო-ს.
10. ექსპლუატანტმა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ძირითადი საბუთები უნდა შეინახოს არა- ნაკლებ სამი თვე. აღნიშნულ საბუთებს მიეკუთვნება:
ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია სახიფათო ტვირთზე, ავიასატვირთო ზედდებული);
ბ) სახიფათო ტვირთების მიღების საკონტროლო ფურცელი;
გ) საჰაერო ხომალდის მეთაურის წერილობითი ინფორმაცია (NOTOC).
11. მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენციის შესაბამისად, სახიფათო ნივთიერებების და ნაკეთობების გადაზიდვა საფოსტო გზავნილებში აკრძალულია, გარდა იმ ნივთიერებებისა და ნაკეთობებისა, რომელიც განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.
12. ნებისმიერ პირს ან საწარმოს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, უნდა გააჩნდეს სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა და/ან ტერმინალის სერტიფიკატი, აგრეთვე სააგენტოს მიერ უფლებამოსილი სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული ან სააგენტოს მიერ აღიარებული შესაბამისი პერსონალის სერტიფიკატი.
თავი III
სახიფათო ტვირთი
მუხლი 4🔗. სახიფათო ტვირთის კლასიფიკაცია, კატეგორია, შეფუთვის ჯგუფის ნომერი
1. სახიფათო ტვირთები კლასიფიცირდება 9 კლასად, კერძოდ:
ა) ფეთქებადი ნივთიერებები – 1-ლი კლასი;
ბ) აირები (გაზები) – მე-2 კლასი;
გ) ადვილად აალებადი სითხეები – მე-3 კლასი;
დ) ადვილად აალებადი მყარი ნივთიერებები, ნივთიერებები რომლებსაც გააჩნიათ თვითაალების თვისება, ნივთიერებები, რომლებიც წყალთან ურთიერთმოქმედების შედეგად გამოყოფენ ადვილაალებად აირებს – მე-4 კლასი;
ე) მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული ზეჟანგები – მე-5 კლასი;
ვ) ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები – მე-6 კლასი;
ზ) რადიოაქტიური მასალები – მე-7 კლასი;
თ) კოროზიული ნივთიერებები – მე-8 კლასი;
ი) სხვა საშიში ნივთიერებები და ნაკეთობანი – მე-9 კლასი.
2. სახიფათო ტვირთების თითოეული კლასი საშიშროების მიხედვით იყოფა კატეგორიებად.
3. სახიფათო ტვირთების თითოეული კლასის კატეგორია, აგრეთვე მათი მახასიათებელი ნიშან-თვისებები განსაზღვრულია ტი -ით.
4. საშიშროების დონიდან გამომდინარე, ზოგიერთ სახიფათო ნივთიერებას ან ნაკეთობას ენიშნება შეფუთვის ჯგუფი. შეფუთვის ჯგუფი იყოფა 3 ნაწილად:
ა) შეფუთვის ჯგუფი I – მაღალი დონის საშიშროება;
ბ) შეფუთვის ჯგუფი II – საშუალო დონის საშიშროება;
გ) შეფუთვის ჯგუფი III – დაბალი დონის საშიშროება.
5. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი ან გაძნელებულია შეფუთვის ჯგუფის დადგენა, მაშინ სავალდებულოა მაღალი დონის საშიშროების შეფუთვის ჯგუფი I -ის გამოყენება.
6. კონკრეტული სახიფათო ნივთიერებების ან ნაკეთობების შეფუთვის ჯგუფი განსაზღვრულია ტი-ს ცხრილში 3-1-ით (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).
7. ზოგიერთი სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები შეიძლება ხასიათდებოდნენ ორი ან მეტი საშიშროების ნიშან-თვისებით, რომელთაგან განისაზღვრება ძირითადი საშიშროება და დამატებითი საშიშროება (საშიშროებები). აღნიშნული ნიშან-თვისებები მოცემულია ტი-ს ცხრილში 3-1 (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).
8. სახიფათო ნივთიერებებს და ნაკეთობებს მინიჭებული აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, რომელიც გათვალისწინებულია ტი-ს ცხრილში 3-1 (,,სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი“).
მუხლი 5🔗. საფუთავი საშუალებები
1. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული საფუთავი საშუალება უნდა იყოს კარგი ხარისხის და საიმედოდ დახურული, რომ გამოირიცხოს გაჟონვა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის, სინოტივის, წნევის ან ვიბრაციის ცვალებადობამ.
2. საფუთავი საშუალება უნდა შეესაბამებოდეს შიგთავსს. ის საფუთავი საშუალება, რომელიც სახიფათო ტვირთს უშუალოდ ეხება, ამ ტვირთის ქიმიური ან სხვა ზემოქმედების მიმართ მედეგი უნდა იყოს.
3. საფუთავი საშუალება უნდა შემოწმდეს ვარგისობაზე ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად.
4. სითხის გადასაზიდად გათვალისწინებული საფუთავი საშუალება უნდა უძლებდეს ტი-ებით მითითებულ წნევას, გაუჟონავად.
5. შიდა საფუთავი საშუალება ისე უნდა შეიფუთოს, იყოს დაცული და ჰქონდეს ისეთი შუასადებები, რომ ჩვეულ პირობებში გამოირიცხოს მისი მექანიკური დაზიანება და გაჟონვა, სითხეები, რომლებიც შეიცავენ მაღალ საშიშროებას, უნდა შეიფუთოს აბსორბირებული ნივთიერების გამოყენებით, რომლებსაც გაჟონვის შემთხვევაში შეუძლია მთლიანად შეიწოვოს სითხე.
6. საფუთავი საშუალებების ხელმეორედ გამოყენება შემოწმების გარეშე დაუშვებელია. შემოწმებით უნდა დადგინდეს, რომ ის არ არის კოროზირებული ან დაზიანებული.
7. თუ ცარიელ გაუწმენდავ საფუთავ საშუალებას მის წინა შემცველობის თვისებების გამო შეუძლია საშიშროების შექმნა, ის უნდა დაიხუფოს და დამუშავდეს მოსალოდნელი საშიშროების შესაბამისად. ცარიელი, გაუწმენდავი საფუთავი კომპლექტი, რომელიც ადრე შეიცავდა სახიფათო ტვირთს, უნდა იყოს იდენტიფიცირებული, მარკირებული, აღჭურვილი საშიშროების ნიშნებით ზუსტად ისევე, როგორც ეს შეესაბამება აღნიშნულ სახიფათო ტვირთს.
8. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საფუთავ საშუალებებზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.
მუხლი 6🔗. მარკირება
1. სახიფათო ტვირთის თითოეულ ადგილზე მარკირების ნიშანდება სავალდებულოა.
2. მარკირების ნიშანდება:
ა) არ უნდა იშლებოდეს და ისინი უნდა იყოს დაბეჭდილი სტამბური წესით;
ბ) უნდა განთავსდეს ტვირთის შეფუთვის გარე მხარეს;
გ) უნდა იყოს თვალსაჩინო და ადვილად წასაკითხი;
დ) უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს;
ე) უნდა განთავსდეს კონტრასტულ ფონზე;
ვ) არ უნდა განთავსდეს ამ სახიფათო ტვირთზე ნიშანდებულ სხვა ნიშნებთან ისეთ სიახლოვეს, რათა არ დაიკარგოს მათი წაკითხვის და აღქმის ეფექტურობა.
3. ყოველ სახიფათო ტვირთზე ნიშანდებული უნდა იყოს ტვირთგამგზავნის და ტვირთმიმღების კოორდინატები (გვარი, მისამართი).
4. საერთაშორისო და ადგილობრივი საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას სახიფათო ტვირთის მარკირება უნდა განხორციელდეს ინგლისურ ენაზე.
5. სახიფათო ტვირთის მარკირებაზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.
მუხლი 7🔗. საშიშროების ნიშნების ნიშანდება
1. ყოველ სატვირთო ადგილზე საშიშროების ნიშნების ნიშანდება სავალდებულოა და იგი მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ამ სატვირთო ადგილში არსებულ სახიფათო ტვირთს.
2. საშიშროების ნიშნები გააჩნიათ ნებისმიერი კლასის (1-9 კლასი) და კატეგორიის სახიფათო ტვირთს.
3. საშიშროების ნიშნები უნდა უძლებდეს ამინდის ნებისმიერ პირობებს.
4. ძირითადი და დამხმარე საშიშროების ნიშნების განლაგება ერთმანეთის გვერდით სავალდებულოა.
5. საშიშროების ნიშნების ნიშანდებისას მათი ურთიერთგადაფარვა დაუშვებელია.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ტი-ს ცხრილი 3-1-ის მოთხოვნების შესაბამისად დაშვებულია მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე, საშიშროების სხვა ნიშნებთან ერთად ნიშნის ,,მხოლოდ სატვირთო ხომალდზე (CAO)“ ნიშანდება სავალდებულოა.
7. სახიფათო ტვირთის საშიშროების ნიშნების ნიშანდებაზე წაყენებული სხვა მოთხოვნები განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით.
თავი IV
სახიფათო ტვირთის გადაზიდვა
მუხლი 8🔗. ნებისმიერ შემთხვევაში საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ტვირთები
1. აკრძალულია საჰაერო ხომალდით ისეთი ნივთიერების გადაზიდვა, რომლებიც, გადაზიდვის ჩვეულებრივ პირობებში, შეიძლება აფეთქდეს, გამოიწვიოს სახიფათო რეაქცია, აალდეს ან სახიფათო ოდენობით გამოყოს სითბო ან მომწამლავი, დამჟანგველი, ადვილად აალებადი აირები ან ორთქლი.
2. ეს ნივთიერებები განსაზღვრულია ტი-ების მე-2 თავის მე-3 ნაწილის ჩამონათვალის მე-2 და მე-3 სვეტში სიტყვით – ,,აკრძალულია“. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახიფათო ტვირთის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ტვირთგამგზავნის მიერ წარდგენილ სახიფათო ტვირთის საბუთს, სადაც აღნიშნულია ტვირთის ფიზიკური და ქიმიური მონაცემები, რათა გადასაზიდად არ იქნეს მიღებული ამ პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებები.
3. საჰაერო ხომალდით გადასაზიდი აკრძალული სახიფათო ტვირთების სრული ნუსხა განისაზღვნება ტი-ების დებულებებით.
4. ამ წესის დებულებები არ ვრცელდება ექსპლუატანტის შემდეგი ტვირთების მიმართ:
ა) ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც სახიფათო ტვირთი, მაგრამ, რომლებიც საჭიროა საჰაერო ხომალდის ბორტზე ფრენის ვარგისობის მოქმედი მოთხოვნების და ექსპლუატაციის წესების შესაბამისად;
ბ) აეროზოლები, ალკოგოლური სასმელები, სუნამოები, ოდეკოლონები, უსაფრთხო ასანთები, სანთებელები თხევადი აირით, რომლებიც გადაიზიდება ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოსაყენებლად ან რეალიზაციის მიზნით, საჰაერო ხომალდის ბორტზე რეისის ან რამოდენიმე რეისის შესრულების დროს, მაგრამ იმ სანთებლების გამორიცხვით, რომლებიც ექვემდებარება ხელმეორედ დატენვას ან გაჟონვას დაბალი წნევის პირობებში;
გ) მშრალი ყინული, რომელიც გამოიყენება საჭმელი პროდუქტების და სასმელების გასაგრილებლად, საჰაერო ხომალდის ბორტზე მგზავრთა მომსახურების დროს;
დ) სახიფათო ტვირთი, რომლებიც განკუთვნილია ფრენისას ავადმყოფისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, თუ ეს სახიფათო ტვირთი:
დ.ა) განთავსებულია საჰაერო ხომალდის ბორტზე ექსპლუატანტის თანხმობით;
დ.ბ) შეადგენენ საჰაერო ხომალდის შემადგენელ ნაწილს, როდესაც საჰაერო ხომალდი გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით.
5. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას არსებული სხვა გამონაკლისები განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.
მუხლი 9🔗. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შეზღუდვები
1. ტი-ების 3-1 ცხრილით განსაზღვრული, გადასაზიდად აკრძალული ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომელზედაც ტი-ს A1, A2 და A109 განსაკუთრებული დებულებები ვრცელდება, გადაიზიდება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული ,,თანხმობის“ საფუძველზე.
2. ,, თანხმობა” გაიცემა მხოლოდ გამგზავნი სახელმწიფოს მიერ.
3. ტი-ების 3-1 ცხრილის 10 და11 ან 12 და13 სვეტით განსაზღვრული გადასაზიდად აკრძალული ნაკეთობები და ნივითიერებები, რომელზეც A1, A2 და A109 სპეციალური დებულებები არ ვრცელდება, გადაიზიდება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული ,,გათავისუფლების“ საფუძველზე.
4. საქართველოს ტერიტორიიდან ტი-ებით ნებადართული რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვა ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
5. საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას არსებული სხვა შეზღუდვები განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.
მუხლი 10🔗. ,,თანხმობის” და/ან ,,გათავისუფლების“ გაცემა
1. სააგენტოს მიერ ე.წ. ,,გათავისუფლების“ და/ან ,, თანხმობის” გაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
ა) არსებობს განსაკუთრებული გარემოებები სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის უზრუნველსაყოფად;
ბ) სხვა სახის ტრანსპორტის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია;
გ) სახიფათო ტვირთის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის გადაზიდვასთან დაკავშირებით დაწესებული მოთხოვნების სრული დაცვა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.
2. ე.წ. ,,გათავისუფლების“ და/ან ,, თანხმობის“ გაცემა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით, რომ სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას გაკეთებულია ყველაფერი უსაფრთხოების ისეთი დონის მისაღწევად, რომელიც შეესაბამება ტი-იებთ და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე, ,,თანხმობის“ და/ან ,,გათავისუფლების“ მისაღებად, განმცხადებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელიც სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს:
ა) დასაბუთებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოფილია ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ტვირთის დასახელებას, კლასიფიკაციას, გაეროს სიის ნომერს და დაზუსტებულ ტექნიკურ მონაცემებს;
გ) შემოთავაზებულ საფუთავ კომპლექტზე ინფორმაციას;
დ) ტვირთის ოდენობას;
ე) ტვირთის გამგზავნისა და მიმღების დასახელებას და მისამართს;
ვ) გაგზავნის, დანიშნულების და გადატვირთვის აეროპორტებს;
ზ) გადაზიდვის ვადებს.
4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე ,,გათავისუფლების“ გაცემას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმების შემდეგ.
5. სახიფათო ტვირთების (იარაღის და საბრძოლო მასალების) გადაზიდვა შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.
6. მოცემული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მე-7 კლასის სახიფათო ნივთიერებების (რადიოაქტიური ნივთიერებების) საჰაერო გადაზიდვებზე. საქართველოს ტერიტორიიდან მათი გადაზიდვა რეგულირდება ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.
მუხლი 11🔗
ნივთიერებები და ნაკეთობები, რომლებიც ნებადართულია გადასაზიდად ეკიპაჟისა და მგზავრების მიერ, განისაზღვრება ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 12🔗
მგზავრისათვის და ეკიპაჟის წევრებისათვის გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ნივთიერებების და ნაკეთობების ნუსხა განისაზღვრება ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად.
თავი V
ტვირთგამგზავნი. საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი). ექსპლუატანტი.
მუხლი 13🔗. ტვირთგამგზავნის მოვალეობები
1. ტვირთგამგზავნი, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის შეთავაზებამდე, ამ წესისა და ტი-ების დებულებების მოთხოვნების შესაბამისად, მოვალეა:
ა) კლასების მიხედვით დაახარისხოს გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები;
ბ) განსაზღვროს ამ ნივთიერებებისა და ნაკეთობების ძირითადი და დამატებითი საშიშროებები;
გ) განსაზღვროს ამ ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვისათვის საჭირო საფუთავის ინტრუქცია;
დ) მონიშნოს თითოეული სატვირთო ნაჭერი და აღნიშნოს მასზე საშიშროების ნიშნები.
2. ტვირთგამგზავნი ადგენს, ხელს აწერს და გადამზიდველს გადასცემს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთს (ტვირთგამგზავნის დეკლარაციას), რომელიც უნდა შეიცავდეს ტი-ებით გათვალისწინებულ ინფორმაციას (წესის დანართი №1). სახიფათო ტვირთის საბუთი შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), იმ პირობით, თუ ის შეიცავს ტი-ებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
3. ტვირთგამგზავნის მიერ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი ივსება არანაკლებ ორ ეგზემპლარად და დასტურდება ტვირთგამგზავნის პირადი ხელმოწერით. ხელმოწერით მტკიცდება, რომ გადასაზიდად წარმოდგენილი სახიფათო ტვირთის დასახელება სრულად და ზუსტად არის განსაზღვრული, ტვირთი კლასიფიცირებულია, შეფუთულია, მონიშნულია, აქვს საშიშროების ნიშნები და არის საჰაერო გადაზიდვისათვის სათანადო მდგომარეობაში, ტი-ების მოთხოვნების დაცვით.
4. საქართველოდან საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, გადაზიდვისათვის საჭირო საბუთები ივსება ინგლისურ ენაზე.
5. ტვირთგამგზავნის მიერ, ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ყველა ეგზემპლარი უნდა იყოს წარმოდგენილი დედნის სახით. ექსპლუატანტისათვის, საავიაციო სატვირთო ტერმინალისათვის (სატვირთო აგენტისათვის) ტვირთგამგზავნის დეკლარაციის მიღება ასლის სახით აკრძალულია. ტვირთგამგზავნის მიერ, სატვირთო ტერმინალისათვის (სატვირთო აგენტისათვის), ექსპლუატანტისთვის ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში, ტვირთგამგზავლის ხელმოწერა შეიძლება შეიცვალოს უფლებამოსილი პირის გვარით.
6. ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ყველა ჩანაწერი კარგად უნდა იკითხებოდეს. შემოკლებების და ჩასწორებების გარეშე.
7. სახიფათო ტვირთის გაგზავნამდე, ტვირთგამგზავნი ვალდებულია შეამოწმოს რომ:
ა) ნივთიერებები და ნაკეთობები არ ირიცხება საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალულ სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში;
ბ) ტვირთის ნაჭრები, რომლებიც აღნიშნულია ნიშნით ,,მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე“ დაჯგუფებულია ისე, რომ უზრუნველყოფილია მათთან მიდგომა და შემოწმება;
გ) ტვირთის ის ნაჭრები, რომლებსაც ფრენის დროს მიდგომა არ ესაჭიროება, დაჯგუფებულია ისე, რომ უზრუნველყოფილია საჰაერო ხომალდზე ჩატვირთვისას მათი ცალკე განლაგება;
დ) გარე შეფუთვა არ შეიცავს სატვირთო ადგილებს, რომლებიც მოითხოვენ ცალ-ცალკე განთავსებას, ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;
ე) სატვირთო ნაჭერი დაზიანებული არ არის და მათი შიგთავსის უვნებლობა უზრუნველყოფილია.
8. თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ექვემდებარება ,,თანხმობის“ გაცემას კომპეტენტური ორგანოების მიერ, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ტვირთის გაგზავნამდე გადამზიდველს (ექსპლუატანტს) წარუდგინოს ,, თანხმობის“ შემცველი დოკუმენტები დანართის სახით.
9. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ტვირთგამგზავნის მიერ წარსადგენი დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება ტი-ების დებულებების შესაბამისად.
10. იმ შემთხვევაში, თუ ნივთიერება ან ნაკეთობა სახიფათო ტვირთის ჩამონათვალში არ არის განსაზღვრული, ტვირთგამგზავნის მიერ უნდა ჩატარდეს მისი იდენტიფიცირება ცნობილი თვისებების შედარების გზით. თუ თვისებები უცნობია, ნივთიერების ან ნაკეთობის კლასი ან კატეგორია დგინდება ცდების მონაცემების გამოყენებით კომპეტენტური ორგანოს მიერ.
11. ტვირთგამგზავნის სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.
მუხლი 14🔗. საავიაციო სატვირთო ტერმინალის (სატვირთო აგენტის) მოვალეობები
1. სახიფათო ტვირთის გადასაზიდად მიღებისას, საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი) ვალდებულია შეამოწმოს:
ა) ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების სისრულე და სისწორე;
ბ) ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე ტვირთის გამგზავნის ხელმოწერების ნამდვილობა;
გ)გადაზიდვის საბუთებში ტვირთის ყველა ნაჭრის სრულად ასახვა;
დ) გადასაზიდად, ისეთი ნივთიერებების და ნაკეთობების შემოთავაზების არარსებობა, რომლის გადაზიდვა საჰაერო ტრანსპორტით ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია;
ე) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ,,თანხმობის“ და/ან ,,გათავისუფლების“ არსებობა;
ვ) ტვირთის ნაჭრების მდგომარეობა დაზიანებაზე, გაჟონვაზე და ფუთას მთლიანობაზე;
ზ) ფუთაში ისეთი ნაჭრების არარსებობა, რომლებიც საჭიროებენ ცალკე განთავსებას;
თ) საფუთავების შესაბამისობა ამ წესებთან და ტი-ებით განსაზღვრული შეფუთვის ინსტრუქციის მოთხოვნებთან;
ი) გადაზიდვის საბუთში მოცემული სახიფათო ტვირთის რაოდენობის და ფუთის შიგთავსის (ნეტოს) ოდენობის შესაბამისობა ტი-ების მოთხოვნებთან;
კ) საფუთავზე აღნიშნული ნაწერების შესაბამისობა გადაზიდვის საბუთებთან და ტი-ების მოთხოვნებთან;
ლ) საჭიროებისას, ტვირთის ნაჭრებზე ნიშნის: ,,მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე“ აღნიშვნა;
მ) ტვირთის ნაჭრებზე, საფუთავზე აღნიშნული საშიშროების ნიშნების შესაბამისობა ტი-ების მოთხოვნებთან;
2. საავიაციო სატვირთო ტერმინალი (სატვირთო აგენტი):
ა) სახიფათო ტვირთის მიღებას ახორციელებს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ფურცლით ( წესის დანართი №5);
ბ) თუ გადაზიდვის საბუთში შეფუთვის რომელიმე სახიფათო ნივთიერების ჯგუფი არ არის აღნიშნული, ან ტვირთგამგზავნი მის დასახელებას ვერ ახერხებს, შეფუთვის ჯგუფი განისაზღვრება მაღალი დონის საშიშროების ჯგუფით;
გ) სხ-ში ჩატვირთვისას, უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას დაზიანებისაგან;
დ) სხ-ში ჩატვირთულ ტვირთს ამაგრებს ისე, რომ გამოირიცხოს ფრენის დროს ტვირთის ნაჭრების გადაადგილება და ურთიერთგანლაგების შეცვლა;
ე) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ტვირთის ნაჭრებს ამაგრებს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) განუცხადებელი სახიფათო ტვირთის სხ-ში შერეულ ტვირთად ჩატვირთვის გამოსარიცხად, ტვირთგამგზავნისაგან მოითხოვს ნებისმიერი ნაჭრის შიგთავსის დადასტურებას (იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს ნაჭრები სახიფათო ტვირთს შეიცავს); განუცხადებელი სახიფათო ტვირთების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით;
ზ) მიმღებ პუნქტში განათავსებს სახიფათო ტვირთის მიღების ძირითადი წესებისა და პროცედურების ამსახველ თვალსაჩინო ინფორმაციას;
თ) სატვირთო ნაჭრებზე აღნიშვნის დაკარგვის, ნიშანდების დარღვევის ან საშიშროების ნიშნების შეუსაბამობისას, ამაგრებს და /ან აღნიშნავს შესაბამის ნიშნებს, გადაზიდვის საბუთებით აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად;
ი) სახიფათო ტვირთის შესანახად უზრუნველყოფს ცალკე იზოლირებულ სასაწყობო სათავსოებს;
კ) უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალის მომზადებას;
ლ) ხომალდის მეთაურს აწვდის წერილობით ინფორმაციას (NOTOC-ს) (წესის დანართი №3) ყველა იმ სახიფათო ტვირთზე, რომლებიც ხომალდში უნდა ჩაიტვირთოს. ინფორმაცია (NOTOC-ი) უნდა შეიცავდეს:
ლ.ა) ავიაზედნადების ნომერს;
ლ.ბ) ტვირთის დასახელებას (თუ საჭიროა ტექნიკურ დასახელებას), გაეროს სიის ნომერს;
ლ.გ) კლასს ან კატეგორიას და, თუ საჭიროა, დამატებით საშიშროებას, 1 კლასისათვის –შეთავსების ჯგუფს;
ლ.დ) შეფუთვის ჯგუფს, რომელიც აღნიშნულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთში;
ლ.ე) სატვირთო ადგილების რაოდენობას;
ლ.ვ) ნეტოს რაოდენობას ან ბრუტოს მასას (შესაბამის შემთხვევებში);
ლ.ზ) რადიოაქტიური მასალებისათვის – სატვირთო ადგილების რაოდენობას, მათ კატეგორიას, სატრანსპორტო ინდექსს და მათ ზუსტ ადგილმდებარეობას;
ლ.თ) შესაბამის მითითებას, თუ ტვირთი გადაიზიდება მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდით;
ლ.ი) აეროდრომს, რომელშიც მოცემული სატვირთო ადგილი უნდა გადმოიტვირთოს;
ლ.კ) შესაბამის შემთხვევაში მითითებას, რომ ეს სახიფათო ტვირთი გადაიზიდება ,,გათავისუფლების“ ან ,, თანხმობის“ პირობებით.
მ) სახიფათო ტვირთის მიღებას, შენახვას და საჰაერო ხომალდში ჩატვირთვას და დამაგრებას ახორციელებს ტი-ების დაბულებების მოთხოვნების შესაბამისად.
3. საავიაციო სატვირთო ტერმინალის (სატვირთო აგენტის) სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.
მუხლი 15🔗. ექსპლუატანტის მოვალეობები
1. ექსპლუატანტი მოვალეა:
ა) გადასაზიდად არ მიიღოს სახიფათო ტვირთი:
ა.ა) თუ მას არ ერთვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საბუთი (ტვირთგამგზავნის დეკლარაცია) – (წესის – დანართი 1);
ა.ბ) ვიდრე არ შეამოწმებს სატვირთო ნაჭერს, გარე საფუთავს ან სატვირთო კონტეინერს სახიფათო ტვირთების მიღების საკონტროლო ფურცლის და ტი-ებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) მეთვალყურეობა გაუწიოს ,,მხოლოდ სატვირთო სხ-ზე“ ნიშნით აღჭურვილი სატვირთო ნაჭრების ჩატვირთვას, რათა ეკიპაჟის წევრს ან სხვა უფლებამოსილ პირს საშუალება ჰქონდეს შეამოწმოს, დაამუშაოს და შესაძლებლობის მიხედვით სხვა ტვირთისაგან განაცალკევოს;
გ) სახიფათო ტვირთის სხ-ში ჩატვირთვისას, გამოავლინოს ტვირთის ნაჭრების დაზიანება და შიგთავსის გაჟონვა; ასეთის გამოვლენისას, ტვირთის სხ-ში ჩატვირთვა აკრძალულია;
დ) ტვირთის დაზიანების ან გაჟონვის, გამოვლენის მიზნით სხ-ში არ ჩატვირთოს შეუმოწმებლი სატვირთო ნაჭრები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ სატვირთო ნაჭერი დაზიანებულია ან ჟონავს, დაუყონებლივ ჩამოტვირთოს ის საჰაერო ხომალდიდან ან მიიღოს სათანადო ზომები რათა ეს განახორციელოს უფლებამოსილმა ორგანომ. აგრეთვე, მიიღოს შესაბამისი ზომები დანარჩენი ტვირთის გაჭუჭყიანებისაგან დასაცავად;
ვ) სხ-დან ჩამოტვირთული რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ნაჭრები შეამოწმოს დაზიანებაზე და გაჟონვაზე. ასეთის გამოვლენისას, შეამოწმოს საჰაერო ხომალდის ის სათავსოები და არე, სადაც სახიფათო ტვირთი იყო განთავსებული;
ზ) საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი გაჭუჭყიანების აღმოსაფხვრელად, მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები;
თ) რადიოაქტიური ნივთიერებით გაჭუჭყიანებისას, საჰაერო ხომალდი მოხსნას ექსპლუატაციიდან მანამდე, სანამ რადიაციის დონე, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ზედაპირზე, არ დაიწევს ტი-ებით მითითებულ ნიშნულამდე. საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში ხელახალი გაშვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური თანხმობით;
ი) სხვადასხვა თვისების სახიფათო ტვირთის სხ-ში ჩატვირთვისას, რომლებიც შესაძლებელია სახიფათო ურთიერთქმედებაში შევიდნენ ერთმანეთთან, უზრუნველყოს მათი ცალ-ცალკე განთავსება ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად (წესის დანართი 2);
კ) ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებების შემცველი სატვირთო ნაჭრების საჰაერო ხომალდზე განთავსება უზრუნველყოს ტი -ების მოთხოვნების შესაბამისად;
ლ) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი სატვირთო ნაჭრების სხ-ზე განთავსება განახორციელოს ტი -ების მოთხოვნების შესაბამისად;
მ) სატვირთო ნაჭრების სხ-ს ნაკვეთურებში დამაგრება და დაზიანებისაგან დაცვა უზრუნველყოს ისე, რომ გამოირიცხოს ფრენის დროს ტვირთის ნებისმიერი გადაადგილება;
ნ) ხომალდის მეთაურს მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია (NOTOC-ი) (წესის დანართი №3) ამ წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ყველა იმ სახიფათო ტვირთზე, რომლებიც ხომალდში უნდა ჩაიტვირთოს;
ო) მგზავრებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთზე, ნივთიერებებსა და ნაკეთობებზე, რომლის გადატანაც მათთვის აკრძალულია. ამ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ავიაბილეთი. აგრეთვე, აეროპორტებში მგზავრთა რეგისტრაციის ადგილებზე, მგზავრებს მიაწოდოს წერილობითი და თვალსაჩინო ინფორმაცია იმ სახიფათო ტვირთების ნიმუშების გამოყენებით, რომლებიც აკრძლულია გადასაზიდად მგზავრის ბარგში და ხელბარგში;
პ) ,,ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში“ ასახოს „სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის მოთხოვნები“ და ასევე მიაწოდოს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილი ავარიული ვითარებებისას განსახორციელებელი ქმედებების შესახებ;
ჟ) სახიფათო ტვირთის მიღებისას ისარგებლოს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ჩამონათვალით;
რ) თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვა ექვემდებარება ,,თანხმობის“ გაცემას , ტვირთგამგზავნს მოსთხოვოს ,,თანხმობის“ შემცველი დოკუმენტები დანართის სახით.
ს) განახორციელოს ტი-ების 3-1 ცხრილის 10 და11 ან 12და13 სვეტით განსაზღვრული გადასაზიდად აკრძალული ნაკეთობების და ნივითიერებების გადაზიდვა მხოლოდ ,,გათავისუფლების“ საფუძველზე.
2. სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ავარიული ვითარების წარმოქმნისას, საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მისცემს, საჰაერო მოძრაობის მართვის მომსახურების ორგანოს გადასცეს ინფორმაცია სხ-ზე განთავსებულ ყველა სახეობის სახიფათო ტვირთზე, შემდგომში, ამ ინფორმაციის დაფრენის, სათადარიგო ან სხვა შესაბამის აეროპორტში გადასაცემად.
3. სახიფათო ტვირთის გადამტან საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო მოვლენისას, ექსპლუატანტი საავარიო-სამაშველო სამსახურს გადასცემს მეთაურისათვის განკუთვნილი ინფორმაციით ასახულ ცნობებს სახიფათო ტვირთზე.
4. საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის შემთხვევაში, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის მიწოდებას სააგენტოსთვის.
5. ექსპლუატანტმა უნდა წარუდგინოს სააგენტოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება არადეკლარირებულ და/ან არასწორად დეკლარირებულ სახიფათო ტვირთებს ან მგზავრებისათვის და ეკიპაჟებისათვის გადასაზიდად აკრძალული სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ფაქტებს, ტი-ების დებულებების მოთხოვნის შესაბამისად.
6. საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია, ფრენის დროს, უნდა განთავსდეს ადვილად მისადგომ ადგილზე;
7. საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ წერილობითი ინფორმაციის მიღება დასტურდება თავისი ხელმოწერით.
8. წერილობითი ინფორმაციის ერთი ეგზემპლიარი ინახება ხმელეთზე ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში.
9. საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის განკუთვნილი წერილობითი ინფორმაცია უნდა შედგეს ინგლისურ ენაზე.
10. სახიფათო ტვირთის მიღება, შენახვა და საჰაერო ხომალდში ჩატვირთვა და დამაგრება უნდა განხორციელდეს ტი-ების დაბულებების მოთხოვნების შესაბამისად.
11. ექსპლუატანტის სხვა მოვალეობები, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული და დაკავშირებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან, განისაზღვრება ტი-ების დებულებებით.
12. მე-7 კლასის სახიფათო ნივთიერებების (რადიოაქტიური ნივთიერებების) საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვისათვის, საქართველოს კანონის ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნის შესაბამისად, ექსპლუატანტი უნდა ფლობდეს შესაბამის ლიცენზიას.
მუხლი 16🔗.
საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას საავიაციო ინციდენტის დროს პრაქტიკულ ქმედებებზე წაყენებული მოთხოვნები განსაზღვრულია - Doc 9481 - AN/928-ით.
თავი VI
პერსონალი
მუხლი 17🔗. პერსონალის მომზადება
1. პერსონალის მომზადების ან გადამზადების სასწავლო პროგრამები, რომელიც ეხება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებს, შეიმუშავება სააგენტოს მიერ აღიარებული სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულების და/ან ავიასაწარმოების მიერ. აღნიშნული პროგრამების შეთანხმება სავალდებულოა სააგენტოსთან.
2. სასწავლო პროგრამებზე წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება ტი-ების ცხრილი 1-4 და1-5-ით და წესის მე-4 დანართით.
3. ის ექსპლუატანტები, რომლებიც არ ახორციელებენ სახიფათო ტვირთის გადაზიდვებს, თავიანთი პერსონალის მომზადებას სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით, ახორციელებენ ტი-ების 1.5 ცხრილის მიხედვით.
4. პერსონალის მომზადების ან გადამზადების პროგრამების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს ამ პერსონალის თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს.
5. პროგრამა უნდა შეიცავდეს:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო მომზადებას, რომლის მიზანია სახიფათო ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვის ზოგადი ნორმების გაცნობა და შესწავლა;
ბ) სპეციალიზირებულ მომზადებას, რომლის მიზანია კონკრეტული თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებით გამოწვეული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;
გ) სახიფათო ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლის მიზანია საშიშროების სახეობის შესწავლა, უსაფრთხო დამუშავების მეთოდების გაცნობა და ავარიულ სიტუაციაში მოქმედებათა წესების შესწავლა.
6. პროგრამების შესწავლის შემდეგ პერსონალის ტესტირება სავალდებულოა. მხოლოდ ტესტირების დადებითი შედეგების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი.
7. სერტიფიკატში უნდა აისახოს:
ა) სერთიფიკატის მფლობელის გვარი;
ბ) მომზადების გავლის თარიღი;
გ) სასწავლო პროგრამის შემადგენლობა და მომზადების კატეგორია;
დ) სერტიფიკატის გამცემი ორგანიზაციის (დაწესებულების) დასახელება, იურიდიული მისამართი.
8. პერსონალის სერტიფიკატის წარდგენა სააგენტოში სავალდებულოა.
9. პერსონალის მომზადება ხორციელდება ორ წელიწადში ერთხელ.
10. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალის პერიოდული მომზადება (გადამზადება) განხორციელდა მომზადების მოქმედების ვადის გასვლამდე ბოლო სამი კალენდარული თვის პერიოდში, მომზადების მოქმედების ვადა გრძელდება მომზადების გავლის ბოლო ვადის გასვლიდან 24 კალენდარული თვის დამთავრებამდე.
11. პერსონალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის მინიმალური ვადაა 3 წელი.
თავი VII
ზედამხედველობა. პასუხისმგებლობა
მუხლი 19🔗. ზედამხედველობა
ამ წესის მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას და კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 20🔗. პასუხისმგებლობა
წესის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
დანართი 1
ტვირთგაგზავნის დეკლარაცია სახიფათო ტვირთზე (სარეკომენდაციო)
ტვირთგამგზავნი
ტვირთგამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი (არასავალდებულო)
ავიასატვირთო ზედდებულის N
––––––––– გვერდი –––––––––– გვერდიდან
ტვირთმიმღები
ექსპლუატანტი (ავიკომპანია)
ამ დეკლარაციის ორი დასრულებული და ხელმოწერილი ასლი გადაეცემა ექსპლუატანტს
გაფრთხილება
სახიფათო ტვირთების გადაზიდვის არსებული წესების დაუმორჩილებლობა ექვემდებარება კანონიერ სასჯელს, დეკლარაცია არანაირ ვითარებაში არ უნდა იქნეს შევსებული და/ან ხელმოწერილი გადამზიდველის სატვირთო აგენტის მიერ.
გადაზიდვის საშუალება
გზავნილებზე ვრცელდება შეზღუდვები, რომლებიც გათვალისწინებულია (გადაშალეთ არასაჭირო)
გაგზავნის აეროპორტი:
გზავნილების ტიპი:(გადაშალეთ არასაჭირო)
სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომაოდებზე
მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალ
-
დებზე
დანიშნულების აეროპორტი:
არარადაიაქტური
რადიაქტური
სახიფათო ტვირთების თვისებები და რაოდენობა
(იხ. იკაო-ს საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები)
სახიფათო ტვირთების იდენტიფიკაცია
შეფუთვის ტიპი და რაოდე
-
ნობა
შეფუთ
-
ვის კლასი
-
ფიკაცია
უფლება
მოსი
-
ლია
შესაბამისი
სახელმწო
-
დება
კლასი ან კატეგო
-
რია
UN-ის N ან პირა
-
დი N
შეფუთ
-
ვის ჯგუფი
დამა
-
ტები
თი საში
-
შრო
-
ება
დამატებითი ინფორმაცია მომსახურებაზე
ამ დეკლარაციით ვაცხადებ, რომ ტვირთის ამ პარტიის შემცველობა სრულად და დაწვრილებით არის ზემოთ აღწე
რილი შესაბამისი გადაზიდვის სახელწოდებების მიხედვით, ტვირთი კლასიფიცირებულია, შეფუთულია, მარკირებულია და ნიშანდებულია, ასევე ყოველნაირად არის მზად საჰაერო ტრანსპორ
ტით გადასაზიდად, საერთაშორისო და ეროვნული წესების მიხედვით.
ხელმომწერის ვინაობა და თანამდებობა
ადგილი და თარიღი
ხელმოწერა
(იხ. ზემოთ მოყვანილი გაფრთხილება)
დანართი 2
სატვირთო ნაჭრების ცალ-ცალკე განლაგება
კლასი ან კატე
-
გორია
კლასი ან კატეგორია
1
2
3
4.2
4.3
5.1
5.2
8
1
შენიშვნა 1
შენიშვნა 2
შენიშვნა 2
შენიშვნა 2
შენიშვნა 2
შენიშვნა 2
-
შენიშვნა2
2
შენიშვნა 2
-
-
-
-
-
-
-
3
შენიშვნა 2
-
-
-
-
X
-
-
4.2
შენიშვნა 2
-
-
-
-
X
-
X
4.3
შენიშვნა 2
-
-
-
-
X
-
X
5.1
შენიშვნა 2
-
X
X
-
-
-
-
5.2
შენიშვნა 2
-
-
-
-
-
-
-
8
შენიშვნა 2
-
-
-
X
-
-
-
შენიშვნა: ნიშანი „X“ რიგისა და სვეტის გადაკვეთაზე მიუთითებს იმას, რომ ამ კლასის (კატეგორიის) სახიფათო ტვირთის ნაჭრები არ უნდა შეეხონ ან არ უნდა განთავსდნენ ერთმანეთის გვერდით ისეთ სიახლოვეს, როცა შიგთავსის გაჟონვამ შეიძლება მათი ურთიერთქმედება გამოიწვიოს (მაგ., მე-3 კლასის სახიფათო ტვირთის ნაჭერი არ უნდა ეხებოდეს ან არ უნდა განთავსდეს 5.1 სახიფათო ტვირთის ნაჭერთან).
დანართი 3
საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის განკუთვნილი სარეკომენდაციო ინფორმაცია
ექსპლუატანტი საჰაერო ხომალდის მეთაურისათვის განკუთვნილი ინფორმაცია
ჩატვირ
-თვის პუნქტი
რე
-
ისის ნო
-მე
- რი
თა
-
რი
-ღი
საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ნომერი
მომზადებულია
(ხელმოწერა)
სახიფათო ტვირთი
გადმო
-ტვირ
-
თვის პუნტი
ავია
-
სატვირ
-
თო ზედდე
-
ბულის ნომერი
გასაგ
-
ზავნი ტვირ
-
თის სათა
-
ნადო ჩამო
-
ნათვა
-
ლი
კლასი ან კატეგო
-
რია, 1 კლასი
-
სათვის შესაბა
-
მისო
ბის ჯგუფი
გაეროს სიით აღნუს
-
ხული ნომერი
დამა
-
ტებითი საშიშ
-
როება
სატვი
-
რთო ნაჭრე
-
ბის რაოდე
-
ნობა და მათი განლა
-
გების ადგილი
ნეტოს ან ბრუ
-
ტოს მასა ან შეფუთ
-
ვის სატრანს
-პორტო ინდექსი
შეფუ
-
თვის ჯგუფი
საჰაერო ხომალდში ჩატვირთული სახიფათო ტვირთის ნაჭრების დაზიანება ან
გაჟონვა არ აღინიშნება
შემოწმებულია ––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
ხომალდის მეთაური ––––––––––––––
(ხელმოწერა)
სხვა ინფორმაცია
შენიშვნა: სტრიქონი „სხვა ინფორმაცია“ შეიცავს იმ მონაცემებს, რომ აღნიშნული სახიფათო ტვირთი გადაიზიდება მხოლოდ საშიშროების ნიშნით, „მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდით“ და რომ სახიფათო ტვირთის პარტია გადაიტანება აღნიშნული ქვეყნის „გათავისუფლების“ საფუძველზე.
მითითებული სტრიქონი შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რასაც ექსპლუატანტი ჩათვლის საჭიროდ, და რომელიც შეიძლება გამოდგეს საჰაერო ხომალდზე ავარიული მდგომაროების შექმნის შემთხვევაში შედეგების მინიმუმადე დასაყვანად.
დანართი 4
სასწავლო კურსების პროგრამა
სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის საკითხები
პერსონალი
ა
ბ
გ
დ
ე
ვ
1
2
3
4
5
6
7
საერთო პრინციპები
X
X
X
X
X
X
შეზღუდვები
X
X
X
X
ხ
X
კლასიფიკაცია
X
X
X
X
-
-
სახიფათო ტვირთების ჩამონათვალი
X
-
-
X
-
-
შეფუთვის საერთო მოთხოვნები
X
ხ
ხ
X
ხ
X
შეფუთვის ინსტრუქცია
X
-
-
X
-
X
საშიშროების ნიშნები
X
X
X
X
X
X
მონიშვნა
X
X
X
X
X
X
ტვირთის გადაზიდვის საბუთი და სხვა შესაბ. დოკ
.
X
ხ
-
X
-
-
მიღების წესები
ხ
-
-
X
X
-
შენახვის და ჩატვირთვის წესები
X
ხ
-
X
X
X
სხ-ს მეთაურისათვის შეტყობინება
X
ხ
-
X
-
-
დებულებები მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრისათვის
X
X
X
X
-
X
ავარიულ ვითარებაში მოქმედება
X
X
X
ხ
ხ
X
პირობითი აღნიშვნები:
ა) ეკიპაჟის წევრები და
საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები
ბ) ბორტგამყოლი და ბორტოპერატორი
გ) საავიაციო
უშიშროების სამსახურის თანამშრომლები;
დ) ექსპლუატანტის,
სატვირთო სააგენტოს და სატვირთო ტერმინალის
მუშაკები, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთის მიღებას;
ე) სატვირთო სააგენტოს და სატვირთო ტერმინალის
მუშაკები, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთის
სახმელეთო დამუშავებას, შენახვასა და ჩატვირთვას;
ვ) ექსპლუატანტის მუშაკები და ავიასაწარმოს თანამშრომლები
, რომლებიც ეწევიან მგზავრთა რეგისტრაციას.(7.5.1.)
.
დანართი 5
სახიფათო ტვირთის (რადიაქტიური ნივთიერების გარადა) მიღების საკონტროლო ფურცელი
გამგზავნი (აგენტი) –––––––––––––– დანიშნულების პუნტი ––––––––––––––
გაფრთხილება: ნუ მიიღებთ სახიფათო ტვირთს ქვემოთ ჩამოთვლილი
პუნქტების შემოწმებების გარეშე!
ავიასატვირთო ზედდებული
კი
არა
1. ტვირთის თანდართული
დეკლარაცია, სადაც აღნიშნული – –
უნდა იყოს, რომ „სახიფათო
ტვირთი გასაგზავნად
მომზადებულია თანდართული
დეკლარაციის მიხედვით“.
ზოგადი
კი
არა
25. 4.1. და 5.2. კატეგორიის – –
ნივთიერებების გადაზიდვისას,
დეკლარაციით ასახულია
ფიქსირებული ინფორმაცია?
2. გადაზიდვა დასაშვებია – –
სამგზავრო ან მხოლოდ
სატვირთო საჰაერო ხომალდზე
26. 6.2 კატეგორიის ინფექციური – –
ნივთიერების გადაზიდვისას,
არის თუ არა წინასწარი შეთანხმება
ტვირთის მიმღებთან?
3. გადაზიდვის საფასური
27. დეკლარაციაში ჩაწერილია – –
გამგზავნის დასახელება, გვარი,
ხელმოწერა და თარიღი?
გამგზავნის დეკლარაცია
4. ორი ცალი, შევსებული ინგლისურად – –
ან სხვა, სახელმწიფოს მიერ
ნებადართულ ენაზე.
28. დეკლარაციაში არის – –
გამგზავნის გვარი, დასახელება,
ხელმოწერა.
5. გამგზავნის ზუსტი დასახელება – –
და მისამართი
29. გამგზავნის ხელმოწერა – –
დამატებებსა და ცვლილებებზე.
6. მიმღების ზუსტი დასახელება და – –
მისამართი.
სატვირთო ნაჭრები
30. სატვირთო ნაჭრები – –
სათანადო მდგომარეობაშია?
7. 6.2. კატეგორიის ინფექციური – –
ნივთიერებების გადაზიდვაზე
პასუხისმგებელი პირის გვარი
და ტელეფონი.
31. სატვირთო ნაჭრების – –
საფუთავის შესაბამისობა,
შეფუთვის ინსტრუქცია.
8. ტვირთის ნაჭრების რაოდენობა – –
32. საფუთავის ტიპისა და – –
ნორმის დეკლარციაში
ჩანაწერებთან შესაბამისობა.
9. ზედნადების ნომერი – –
33. ტვირთის დასახელებისა და – –
გაეროს სიის მიხედვით
მინიჭებული ნომრის
დეკლარაციაში ჩანაწერთან
შესაბამისობა.
10. გამგზავნის ქალაქის – –
(ან აეროპორტის) სრული
დასახელება.
თუ არ არის აღნიშნული
მითითება.
34. გამგზავნისა და – –
მიმღების ზუსტი დასახელება
და მისამართი.
11. დანიშნულების ქალაქის (ან – –
აეროპორტის) სრული დასახელება.
35. დამატებითი მარკირება – –
1 კლასისათვის, 6,2 ქვ
ეკლასის
UN 1845 შეფუთვის ინსტრუქციის
N 202 ან N 650-ის
მოთხოვნების შესაბამიისად.
12. საჰაერო ხომალდის შეუსაბამო – –
ტიპი გადახაზულია.
36. აუცილებელი მარკირება – –
ყოველ სატვირთო ადგილზე.
13. სატვირთო გზავნილის ტიპი. – –
37. გარე საფუთავისათვის – –
წაყენებული დამატებითი
მოთხოვნების შესრულება.
ტვირთის ამოცნობა
14. სახიფათო ტვირთის დასახელება – –
(თუ საჭიროა ტექნიკურიც).
38. საშიშროების ნიშნები – –
(1 კლასისათვის – შეთავსებადობის
ჯგუფი) ან ნიშანი: „დამაგნიტებული
მასალა“.
15. ტვრითის კლასი ან ქვეკლასი – –
39. თუ საჭიროა ნიშანი: „მხოლოდ – –
სატვირთო საჰაერო ხომალდით“
16.გაეროს სიის ნომერი ან – –
საიდენტიფიკაციო პრეფიქსი
40. დამუშავების ნიშანი – –
(ორ ურთიერთსაპირისპირო
მხარეზე).
17. შეფუთვის ჯგუფი – –
41. საშიშროების ნიშნებმა – –
ერთმანეთი არ უნდა დაჩრდილოს
და მკაფიოდ უნდა ჩანდეს.
18. დამატებითი საშიშროება – –
(საჭიროებისას).
42. კარგად ჩანს თუ არა – –
საშიშროების ყველა ნიშანი?
19. საფუთავის ტიპი და ნომერი – –
სხვა მოთხოვნები
43. გათვალისწინებულია – –
სახელმწიფოების „განსხვავებები“?
20. ყოველი ნაჭრის ნეტო ან ბრუტო – –
(სითხე-ლიტრებით, მყარი
ნივთირებები – კილოგრამობით)
44. გათვალისწინებულია – –
ექსპლუატანტების „განსხვავებები“?
21. თუ სხვადასხვა სახეობის სახიფათო
ტვირთი ერთ ფუთად არის შეკრული,
სრულდება თუ არა შემდეგი პირობები?
- შეთავსებულია ისინი თუ არა
შეთავსებადობის ცხრილის
შესაბამისად?
- Q –ს მნიშვნელობა დამრგვალებულია
თუ არა მეათედებამდე და 1,0-ს – –
არ აჭარბებს?
45. „გათავისუფლებები“ – –
კომპეტენტური ორგანოებისაგან
არის მიღებული?
46.,,თანხმობა“ კომპეტენტური
ორგანოსაგან არის მიღებული? – –
22. შეფუთვის ინსტრუქცია – –
მითითებულია?
სახიფათო ტვირთი:
მიღებულია – არ არის მიღებული –
შემოწმებულია: ––––––––––––––––––––––––
(გვარი,
ხელმოწერა-მკაფიოდ)
თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––
23. სპეციალური დებულების – –
ნომერი მითითებულია
(A1, A2, A51, A81, A109-სათვის)?
24. სერტიფიკატები და სხვა
საბუთების ასლები თუ – –
ინგლისურად არ არის
შევსებული, სხვა ენაზე
თარგმანი ზუსტია თუ არა?
თუ რომელიმე პუნქტი შესრულებული არ არის, გზავნილი არ მიიღება.
ამ საკონტროლო ფურცლის ასლი ეგზავნება ტვირთის გამგზავნს.