საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.04.2006 ძალადაკარგული 20.12.2006
ნომერი
№344
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.033.008532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 20/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.008.532

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №344

2006 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის“ განთავსების ადგილზე საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის“ განთავსების ადგილზე შეიქმნას საბაჟო კონტროლის ზონა.

2. დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართი №1 (,,საბაჟო კონტროლის ზონის მონაცემები“).

3. საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლები, საბაჟო კონტროლის ზონის გადაკვეთის ადგილები და საბაჟო კონტროლის ზონის აღმნიშვნელი საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის მიხედვით.

4. საბაჟო კონტროლის ზონის დაცვაზე პასუხისმგებელ პირებად განისაზღვრონ რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის“ უფროსი და საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის“ უფროსი.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყონ საბაჟო კონტროლის ზონის მოწყობა კანონმდებლობის მოთხოვნათა თანახმად.

6. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ (ზ. ანთელიძე) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შეტყობინება საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე.

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დანართი №1

 

საბაჟო კონტროლის ზონის მონაცემები

1. საკადასტრო №74.

2. მისამართი: ზონა 74, სექტორი 001, კვარტალი 04, ნაკვეთი 003.

3. ფართობი 22000 მ2.