⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.08.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.04.2006
ძალის დაკარგვა 30.08.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №378
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.022.008554
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 08/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,295 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.2006 მიღება
30.08.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.022.008.554 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №378 2006 წლის 20 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს“ თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სწავლულ ექსპერტთა საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სწავლულ ექსპერტთა საბჭო (შემდგომში – სეს-ი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. სეს-ი ახორციელებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში. 3. სეს-ი იქმნება საქართველოში მომუშავე ცნობილ მეცნიერთა წარმომადგენლობით. 4. სეს-ი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით „უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის შესახებ“, სხვა ნორმატიული აქტებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 5. სეს-ის აპარატის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 6. სეს-ს აქვს ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ლოგო. 7. სეს-ის იურიდიული მისამართია 380008, თბილისი, რუსთაველის გამზირი №52.     მუხლი 2🔗. სეს-ის ძირითადი ამოცანები და მოვალეობანი 1. სეს-ის ძირითადი ამოცანებია საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვა, კოორდინაცია და ექსპერტიზა. 2. სეს-ი: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს სამეცნიერო სპეციალობათა ნომენკლატურას; ბ) ამტკიცებს და რეგისტრაციაში ატარებს სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობას; გ) გასცემს და რეგისტრაციაში ატარებს სამეცნიერო ხარისხების დამადასტურებელ დიპლომებსა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების დამადასტურებელ ატესტატებს; დ) ახორციელებს სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოსტრიფიკაციას; ე) განიხილავს სამეცნიერო ხარისხებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს; ვ) ათანხმებს საშტატო განრიგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. 3. სეს-ი უზრუნველყოფს სადისერტაციო და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიმკუთვნებელი პროფესორთა საბჭოებს საინფორმაციო მასალებით. სეს-ი უწევს აღნიშნულ საბჭოებს მეთოდურ დახმარებას.     მუხლი 3🔗. სეს-ის უფლებამოსილებანი სეს-ი უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასთან და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტები; ბ) განახორციელოს სამეცნიერო ხარისხების მინიჭებასა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საატესტაციო მასალების ექსპერტიზა; გ) მოისმინოს სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოების საქმიანობის ანგარიშები მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ერთი თვისა; დ) დისერტაციის დაცვისას დარღვევების დადგენის შემთხვევაში, გააფრთხილოს სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობა ან დააყენოს საკითხი სეს-ის საერთო კრების წინაშე სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ, აგრეთვე სადისერტაციო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე; ე) სადისერტაციო ნაშრომისადმი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი; ვ) შეაჩეროს სამეცნიერო ხარისხის დიპლომისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების ატესტატის რეგისტრაცია და გაცემა; ზ) სეს-ი დადგენილი წესით ამყარებს კონტაქტებს და აფორმებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს საქართველოს, საერთაშორისო და სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან.     მუხლი 4🔗. სეს-ის მართვის ორგანოები სეს-ის მართვას ახორციელებს: ა) სეს-ის საერთო კრება; ბ) სეს-ის პრეზიდიუმი; გ) სეს-ის თავმჯდომარე; დ) სეს-ის დარგობრივი სექციები.     მუხლი 5🔗. სეს-ის წევრთა საერთო კრება 1. სეს-ის მართვის უმაღლესი ორგანო არის სეს-ის წევრთა საერთო კრება. 2. სეს-ის წევრთა საერთო კრება: ა) იხილავს საქართველოში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ამტკიცებს სეს-ის დარგობრივი სექციების შემადგენლობას; გ) წყვეტს ძირითად საორგანიზაციო საკითხებს; დ) ამტკიცებს სეს-ის წლიურ ანგარიშს; ე) უფლებამოსილია დადგენილი წესით შეაჩეროს სამეცნიერო ხარისხის დიპლომისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების ატესტატის რეგისტრაცია და გაცემა. 3. სეს-ის საერთო კრება მოიწვევა საჭიროებისამებრ თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ორი მესამედის მოთხოვნით, მაგრამ წელიწადში, სულ მცირე, ორჯერ მაინც. 4. სეს-ის საერთო კრების სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება სეს-ის წევრთა ორი მესამედი მაინც. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს სეს-ის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 5. დაუშვებელია სეს-ისა და სეს-ის დარგობრივი სექციების შემადგენლობაში სადისერტაციო საბჭოების თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების და სწავლული მდივნების შეყვანა.     მუხლი 6🔗. სეს-ის პრეზიდიუმი 1. სეს-ის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან სეს-ის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები და სეს-ის მთავარი სწავლული მდივანი, სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეები. 2. სეს-ის პრეზიდიუმი უფლებამოსილია შექმნას მიზნობრივი საკონსულტაციო-საექსპერტო დროებითი კომისიები. 3. სეს-ის პრეზიდიუმი ასრულებს სეს-ის საერთო კრების გადაწყვეტილებებს, საერთო კრებებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს სეს-ის საქმიანობას. 4. სეს-ის პრეზიდიუმი უფლებამოსილია განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება სამეცნიერო ხარისხის მინიჭების, სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მიკუთვნების, ნოსტრიფიკაციის, სამეცნიერო ხარისხებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებული პრეტენზიების და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ. პრეზიდიუმი გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. 5. სეს-ის პრეზიდიუმი ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.     მუხლი 7🔗. სეს-ის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები 1. სეს-ის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევს სეს-ის საერთო კრება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. 2. სეს-ის თავმჯდომარეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია თანამდებობიდან ვადამდე გაათავისუფლოს სეს-ის თავმჯდომარე. 3. თავმჯდომარე საერთო ხელმძღვანელობას უწევს სეს-ს და წარმოადგენს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 4. სეს-ის თავმჯდომარე უფლებამოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარის მოადგილეებს, დარგობრივი სექციის თავმჯდომარეებსა და მთავარ სწავლულ მდივანს შორის. 5. სეს-ის თავმჯდომარე იწვევს საერთო კრებას, პრეზიდიუმის სხდომებს და თავმჯდომარეობს მათ. 6. სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეებს სეს-ის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევს სეს-ის საერთო კრება სეს-ის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. 7. სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ შესაბამისი დარგობრივი სექციების მუშაობას. 8. დაუშვებელია სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეების გარდა სეს-ის პრეზიდიუმის სხვა წევრების შეყვანა დარგობრივი სექციების შემადგენლობაში.     მუხლი 8🔗. სეს-ის სტრუქტურა 1. სეს-ის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სეს-ის დარგობრივი სექციები, რომლებიც ახდენენ სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოების მასალებისა და დოკუმენტების ექსპერტიზას, მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევენ სადისერტაციო და პროფესორთა საბჭოებს, ამზადებენ წინადადებებს სეს-ის პრეზიდიუმისათვის; ბ) სეს-ის თავმჯდომარის მოადგილეების ხელმძღვანელობით მოქმედი დარგობრივი სექციების ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ადგენენ სამეცნიერო ხარისხის მაძიებელთა პუბლიკაციების შესაბამისობას სეს-ის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებთან, რომლებიც ეხება საკვალიფიკაციო ნაშრომით ძირითადი შედეგების გამოქვეყნების წესს; გ) სეს-ის აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სეს-ის საორგანიზაციო საქმიანობას. 2. სეს-ის თითოეული დარგობრივი სექცია წარმოდგენილია ექვსი ექსპერტით, რომელთაგან სამი სეს-ის წევრია. 3. სეს-ის დარგობრივი სექციების თავმჯდომარეებს სეს-ის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევენ სეს-ის დარგობრივი სექციები ხუთი წლის ვადით ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. 4. სეს-ის სტრუქტურაში შედის შემდეგი დარგობრივი სექციები: ა) მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიის მეცნიერებათა; ბ) ქიმიის მეცნიერებათა; გ) ბიოლოგიის მეცნიერებათა; დ) დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა; ე) ტექნიკის მეცნიერებათა; ვ) აგრარულ მეცნიერებათა; ზ) ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა; თ) ეკონომიკის მეცნიერებათა; ი) ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და იურისპრუდენციის მეცნიერებათა; კ) ფილოლოგიის მეცნიერებათა; ლ) მედიცინისა და ფარმაციის მეცნიერებათა.