„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№257
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628032, 29/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის№230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110608009, 08/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ფონდის კაპიტალის ფორმირების მიზნით:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) შპს „საქართველოს რკინიგზის“ 24% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

ბ) შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებამდე კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების გადახედვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 24% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

ბ) შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 49% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

გ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 49% წილის ფონდის კაპიტალში ინვესტირება;

დ) შპს „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებამდე აღნიშნული კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების გადახედვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური