ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1462 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ სამსახურად განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისის მერის
ბრძანება №22
2011 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის საქართველოს ა დმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1462 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვე ვი სათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ სამსახურად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილის, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური განისაზღვროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ ათა კოდექსის 1462 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ სამსახურად.
2. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საჩივრების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხილვის შედეგად გადაწყვეტილება მიიღოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (დადგენილება).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან .
გ. უგულავა