⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.08.2007)
გაუქმებულია:

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.05.2006
ძალის დაკარგვა 24.08.2007
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 310050010.27.019.008623
გამოქვეყნების წყარო სსმ, 70, 25/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,432 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.05.2006 მიღება
24.08.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.27.019.008.623 სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №4 2006 წლის 17 მაისი ქ. თბილისი რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 15​11 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. გ. მჟავანაძე დებულება რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის და მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის ვადას, პირობებს, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე აუქციონის ორგანიზატორთა და მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს. 2. აუქციონს მართავს სამოქალაქო ავიაციის დარგში ლიცენზიის გამცემი ორგანო – დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია (შემდგომში – საა). 3. აუქციონის გამართვისათვის, საა-ს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. 4. დებულების მიზანია საჰაერო ხაზზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის მისაღებად წაყენებულ მოთხოვნებთან მაძიებლის შესაბამისობის დადგენა, ლიცენზიის საწყისი ფასის განსაზღვრა და ლიცენზიის გაცემა.     მუხლი 2🔗. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 1. საა განსაზღვრავს აუქციონის გამართვის კონკრეტულ ვადას და ამზადებს საინფორმაციო შეტყობინებას ლიცენზიის მაძიებლებისათვის. 2. ინფორმაციას აუქციონის გამართვის შესახებ აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა საა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას; ბ) საერთაშორისო საჰაერო ხაზის დასახელებას; გ) ლიცენზიის მაძიებლის განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს; დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ე) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; ვ) საწყისი ფასის ოდენობას; ზ) ბე-ს ოდენობას; თ) ლიცენზიის მოქმედების ვადას. 4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა. 5. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის შესახებ მიიღება აუქციონის გამართვიდან 3 დღის ვადაში. თუ ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ბოლო ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 6. სალიცენზიო მოწმობა გაიცემა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. 7. განცხადების მიღების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადება არ მიიღება.     მუხლი 3🔗. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი 1. აუქციონის გამართვის პირობაა შემთხვევა, როდესაც შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით. 2. აუქციონი ჩაშლილად ითვლება, თუ მისმა ვერც ერთმა მონაწილემ ვერ დააკმაყოფილა ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 3. აუქციონის ობიექტს წარმოადგენს აუქციონზე წარმოდგენილ საერთაშორისო საჰაერო ხაზზე გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების კვირაში ერთი სიხშირე. ერთზე მეტ შემთხვევაში სიხშირე აუქციონზე გადის ცალ-ცალკე (ლოტებად) – კვირაში ერთი სიხშირე.     მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის განცხადება 1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მაძიებელს. 2. საქართველოში რეგისტრირებული ლიცენზიის მაძიებლის სალიცენზიო განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. 3. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებით „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 4. განცხადების გარეშე მაძიებელი აუქციონზე არ დაიშვება.     მუხლი 5🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, წევრთა რაოდენობას და წევრებს განსაზღვრავს საა-ს თავმჯდომარე. 4. საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სხვა უწყების და ორგანიზაციების წარმომადგენლით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. კომისიის წევრების შერჩევისას მხედველობაში მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები. 6. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრებიდან ერთ-ერთი ასრულებს კომისიის მდივნის ფუნქციას. 7. კომისია იხილავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საბუთების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. 8. კომისიის თავმჯდომარე პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის სრულ ორგანიზებაზე.     მუხლი 6🔗. აუქციონის გამართვის წესი 1. აუქციონი ტარდება ღია წესით. 2. ბე-ს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო საწყისი ფასის 20%-ით, რომელიც შეტანილ იქნება საა-ს ანგარიშზე და უკან უბრუნდება მაძიებელს დამარცხების შემთხვევაში. გამარჯვების შემთხვევაში ბე ჩაითვლება აუქციონზე გადახდილი თანხის ანგარიშში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ბე უბრუნდება მაძიებელს, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. აუქციონის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე სთხოვს ლიცენზიის მაძიებელთა წარმომადგენლებს შესაბამის წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი ფიზიკური პირია და იგი პირადად მონაწილეობს აუქციონში, მას მოეთხოვება პირადობის დამადასტურებელი საბუთი. აუქციონში მონაწილეებს კომისია ანიჭებს მონაწილის ნომერს. 4. კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს სალიცენზიო შეთანხმებულ ხაზს, აცხადებს სალიცენზიო პირობებს. 5. აუქციონის დასაწყისად ითვლება კომისიის თავმჯდომარის მიერ ლიცენზიის საწყისი ფასის გამოცხადება. 6. აუქციონის მსვლელობისას აუქციონის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის თავმჯდომარეს უფლება აქვს ხელშემშლელი პირი ორი შენიშვნის შემდეგ გააძევოს დარბაზიდან. 7. აუქციონის მსვლელობისას აუქციონის მონაწილე სწევს ხელს და ასახელებს თავის ფასს, რომელიც არ უნდა იყოს საწყის ფასზე ნაკლები. ბიჯი (ორ ერთმანეთის მომდევნო მონაწილის მიერ დასახელებულ ფასთა შორის სხვაობა) არ უნდა იყოს აუქციონის საწყისი ფასის 10 პროცენტზე ნაკლები. 8. კომისიის თავმჯდომარე საბოლოო მაქსიმალური ფასის სამჯერადი გამოცხადების შემდეგ ლიცენზიას აცხადებს აუქციონის წესით შეძენილად იმ მონაწილის მიერ, ვინც დაასახელა მაქსიმალური ფასი. ეს მონაწილე ცხადდება გამარჯვებულად. გამოცხადებებს შორის დროის ინტერვალი არ შეიძლება აღემატებოდს 2 წუთს. 9. აუქციონის შედეგებზე დგება ოქმი. ოქმში სავალდებულოდ აისახება თითოეული მონაწილის მიერ დასახელებული მაქსიმალური ფასი. 10. ოქმი დგება აუქციონის გამართვისთანავე და მას ხელს აწერენ კომისიის წევრები და გამარჯვებული. ოქმი დასტურდება ადმინისტრაციის ბეჭდით. 11. აუქციონში გამარჯვებულის მიერ დასახელებული და შესაბამისად გადახდილი თანხა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 12. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზის გამო, რომ აუქციონის მონაწილეები ესწრებოდნენ აუქციონს და არ მიიღეს მონაწილეობა აუქციონში, მაშინ დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი. 13. ლიცენზია გაიცემა აუქციონში გამარჯვებულის მიერ დასახელებული თანხის გადახდის შემდეგ. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება ლიცენზიის გამცემს აუქციონის ჩატარებიდან 2 დღეში. 14. აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის ამ დებულებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად ცხადდება. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება. 15. აუქციონის ჩაშლის შემთხვევაში განმეორებით აუქციონი გაიმართება ჩაშლილად გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.     მუხლი 7🔗. ლიცენზიის საწყისი ფასი საერთაშორისო საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის საწყისი ფასი განისაზღვროს: S=3000 (ლარი) x T, სადაც: S – საწყისი ფასი; T – ლიცენზიის მოქმედების წლების რაოდენობა.     მუხლი 8🔗. აუქციონში გამარჯვებულის უფლება-მოვალეობანი აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მიღების შემდეგ: ა) უფლებამოსილია ისარგებლოს ლიცენზიის მფლობელის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით; ბ) მოვალეა დაიცვას ამ დებულების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.     მუხლი 9🔗. სადავო საკითხების მოგვარება აუქციონის გამართვასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.