⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.01.2010)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.08.2007
ძალის დაკარგვა 25.01.2010
გამომცემი ორგანო ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 300310000.47.052.010776
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 24/08/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,855 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2007 მიღება
25.01.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.47.052.010.776 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება №86 2007 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2006 წლის 17 მაისის №4 ბრძანება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. თაქთაქიშვილი შეტანილი ცვლილებები: 1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2176 - სსმ I, №42, 10.12.2009 წ., მუხ.308 დ ე ბ უ ლ ე ბ ა რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულება (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს საჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის სარგებლობის ლიცენზიის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის ვადას, პირობებს, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, აგრეთვე აუქციონის ორგანიზატორთა და მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს. 2. აუქციონს მართავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). 3. აუქციონის გამართვისათვის, ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით იქმნება კომისია, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. აუქციონის გამართვის ვადები და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია 1. ადმინისტრაცია განსაზღვრავს აუქციონის გამართვის კონკრეტულ ვადას და ამზადებს საინფორმაციო შეტყობინებას ლიცენზიის მაძიებლებისათვის. 2. ინფორმაციას აუქციონის გამართვის შესახებ აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა ადმინისტრაცია აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. 3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას; ბ) საერთაშორისო საჰაერო ხაზის დასახელებას და მონაცემებს ამ საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების განხორციელების სიხშირის და/ან დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობის შეზღუდვის და ამ შეზღუდვათა საფუძვლების შესახებ; გ) ლიცენზიის მაძიებლის განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს; დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ე) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს; ვ) საწყისი ფასის ოდენობას; ზ) ბე-ს ოდენობას; თ) ლიცენზიის მოქმედების ვადას; ი) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის და ლიცენზიით სარგებლობის თვისობრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებს (ლიცენზიით მინიჭებული უფლებების განხორციელების დაწყების ვადას, ფრენების რეგულარობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალურ ვადას და სხვა). 4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა. 5. განცხადების მიღების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადება არ მიიღება.     მუხლი 3🔗. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი 1. აუქციონის გამართვის პირობაა შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს შეთანხმებულ ხაზებზე შეზღუდვას: ა) ფრენის სიხშირეებზე; ბ) დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე. 2. აუქციონი ჩაშლილად ითვლება, თუ მისმა ვერც-ერთმა მონაწილემ ვერ დააკმაყოფილა ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. 3. აუქციონის ობიექტს წარმოადგენს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონზე წარმოდგენილ საჰაერო ხაზზე გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების კვირაში ერთი სიხშირე, გარდა ამ დებულების მე-7 მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დანიშნული ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭება.     მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის განცხადება 1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ ლიცენზიის მაძიებელს. 2. ლიცენზიის მაძიებელმა აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას ადმინისტრაციას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბუთების გარდა დამატებით უნდა წარუდგინოს: ა) ლიცენზიის მაძიებლის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის (სერტიფიკატის) ასლი; ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (პოლისი ან სხვა ეკვივალენტური საბუთი) იმ ზიანის გამო, რომელიც შეიძლება მიადგეს ეკიპაჟის წევრს, მგზავრს, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გამგზავნს (მიმღებს) ან/და მესამე პირს ამ ექსპლუატანტის ქმედებით; გ) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების ნიმუში (სამგზავრო ბილეთი, ავიასატვირთო ზედნადები); დ) აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს შეტანის დამადასტურებელი საბუთი; ე) ლიცენზიით სარგებლობისათვის დადგენილი თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმების, აგრეთვე კონკრეტული ობიექტებით სარგებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილების წერილობითი ვალდებულება. 3. განცხადების გარეშე მაძიებელი აუქციონზე არ დაიშვება. 4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება წყდება დადგენილ დღესა და საათზე. 5. კომისია აუქციონის ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა ადგენს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 6. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე მოახდინოს დაშვებული უზუსტობების გასწორება.     მუხლი 5🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, წევრთა რაოდენობას და წევრებს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი. 4. საჭიროების შემთხვევაში კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სხვა უწყების და ორგანიზაციების წარმომადგენლით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. კომისიის წევრების შერჩევისას მხედველობაში მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები. 6. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრებიდან ერთ-ერთი ასრულებს კომისიის მდივნის ფუნქციას. 7. კომისიის თავმჯდომარე პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის სრულ ორგანიზებაზე.     მუხლი 6🔗. უარი აუქციონში მონაწილობის მიღებაზე აუქციონში მონაწილეობაზე ლიცენზიის მაძიებელს უარი ეთქმება, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია; ბ) მის მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და დოკუმენტაციის მიღების ვადის დასრულებამდე არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.     მუხლი 7🔗. აუქციონის გამართვის წესი 1. აუქციონი ტარდება ღია წესით. 2. ბე-ს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო საწყისი ფასის 20%-ით, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე და უკან უბრუნდება მაძიებელს დამარცხების შემთხვევაში. გამარჯვების შემთხვევაში ბე ჩაითვლება აუქციონზე გადახდილი თანხის ანგარიშში. 3. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადეს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ ლიცენზიის საწყისი ფასის 20% _ გადახდილი ბე-ს სახით ექვემდებარება დაბრუნებას. 4. ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გადახდილი ბე დაბრუნებას არ ექვემდებარება. 5. აუქციონის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე თხოვს ლიცენზიის მაძიებელთა წარმომადგენლებს შესაბამის წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი ფიზიკური პირია და იგი პირადად მონაწილეობს აუქციონში, მას მოეთხოვება პირადობის დამადასტურებელი საბუთი. აუქციონში მონაწილეებს კომისია ანიჭებს მონაწილის ნომერს. 6. კომისიის თავმჯდომარე წარმოადგენს სალიცენზიო შეთანხმებულ ხაზს და/ან იმ ქვეყანას, სადაც დანიშვნა უნდა განხორციელდეს, აცხადებს სალიცენზიო პირობებს, აგრეთვე ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სხვა მონაცემებს. 7. აუქციონის დასაწყისად ითვლება კომისიის თავმჯდომარის მიერ ლიცენზიის საწყისი ფასის გამოცხადება. 8. აუქციონის მსვლელობისას აუქციონის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს ხელის შემშლელი პირი ორი შენიშვნის შემდეგ გააძევოს დარბაზიდან. 9. აუქციონის მსვლელობისას აუქციონის მონაწილე სწევს ხელს და ასახელებს თავის ფასს, რომელიც არ უნდა იყოს საწყის ფასზე ნაკლები. ბიჯი (ორ ერთმანეთის მომდევნო მონაწილის მიერ დასახელებულ ფასთა შორის სხვაობა) არ უნდა იყოს ლიცენზიის საწყისი ფასის 10 პროცენტზე ნაკლები. 10. კომისიის თავმჯდომარე საბოლოო მაქსიმალური ფასის სამჯერადი გამოცხადების შემდეგ, ლიცენზიას აცხადებს აუქციონის წესით შეძენილად იმ მონაწილის მიერ, ვინც დაასახელა მაქსიმალური ფასი. ეს მონაწილე ცხადდება გამარჯვებულად. გამოცხადებებს შორის დროის ინტერვალი არ შეიძლება ნაკლები იყოს ნახევარ წუთზე და აღემატებოდეს 2 წუთს. 11. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება ადმინისტრაციის ბეჭდით. ოქმში სავალდებულოდ აისახება თითოეული მონაწილის მიერ დასახელებული მაქსიმალური ფასი. 12. აუქციონში გამარჯვებულის მიერ დასახელებული და შესაბამისად გადახდილი თანხა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 13. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება. 14. ლიცენზია გაიცემა აუქციონში გამარჯვებულის მიერ დასახელებული თანხის გადახდის შემდეგ. აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს ადმინისტრაციას აუქციონის ჩატარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 15. აუქციონში გამარჯვებულის მიერ თანხის ამ დებულებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონი ჩაშლილად ცხადდება. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება. 16. თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, ლიცენზიის საწყისი ფასის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. 17. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს შეზღუდვას როგორც დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე (ერთზე მეტი) ასევე ფრენის სიხშირეზე, მაშინ ამ დებულებით განსაზღვრული წესით ჯერ დგინდება გამარჯვებულები დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობაზე, რომლებიც შემდგომ ღებულობენ აუქციონში მონაწილეობას ფრენის სიხშირეებზე ლიცენზიის მოსაპოვებლად. 18. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობა შეზღუდულია ერთამდე, მაშინ აუქციონში გამარჯვებული ავტომატურად ღებულობს ფრენის ყველა სიხშირის შესრულების უფლებას.     მუხლი 8🔗. ლიცენზიის საწყისი ფასის განსაზღვრის წესი. ლიცენზიის მოქმედების ვადა 1. ლიცენზიის საწყისი ფასი გაიანგარიშება: ა) ფრენის სიხშირეზე – S=200(ლარი) x T სადაც: S-საწყისი ფასი, T-ლიცენზიის მოქმედების წლების ოდენობა; ბ) დანიშნულ ავიაგადამზიდველის სტატუსის მინიჭებაზე – S=2000(ლარი) x T სადაც: S-საწყისი ფასი, T-ლიცენზიის მოქმედების წლების ოდენობა. 2. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალური ვადაა – 10 წელი.     მუხლი 9🔗. სალიცენზიო მოწმობის გაცემის ვადები სალიცენზიო მოწმობა გაიცემა აუქციონში გა-მარჯვებულის მიერ ამ დებულებით დადგენილ ვადაში თანხის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ადმინისტრაციაში წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.     მუხლი 10🔗. სადავო საკითხების მოგვარება აუქციონის გამართვასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. კონტროლი და პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე და ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა, სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისათვის, განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.