ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა
და
ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
შორის
ორმხრივი კონსულტაციების გამართვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (შემდგომში„მხარეებად“წოდებულნი),
გამოთქვამენ რა სურვილს, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას და გააძლიერონ საერთაშორისო თანამშრომლობა და უსაფრთხოება,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ მხარეთა შორის კონსულტაციები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობის განვითარებას,
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თანახმად,
გამოთქვამენ რა მზადყოფნას, მხარეთა შორის თანამშრომლობის გზით გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის დიალოგი საერთო ინტერესის მთელ რიგ საკითხებზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი1
1. მხარეები თანხმდებიან შეიმუშაონ დიპლომატიურ დონეზე ორმხრივი კონსულტაციების გამართვის პროცედურა, რომელიც წარმოადგენს ორმხრივი დიალოგის ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მექანიზმს.
2. ამ კონსულტაციების შედეგად, მხარეები:
a) შეისწავლიან ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, რომლებიც ორივე სამინისტროსთვის საერთო ინტერესის საგანს შეადგენს;
b) განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
c) გაცვლიან მოსაზრებებს საერთო ინტერესის, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე.
მუხლი2
კონსულტაციებს გამართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მინისტრის მოადგილე და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან_ გენერალური დირექტორი ან მათ მიერ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები მხარეთა სახელმწიფოს დედაქალაქებში მონაცვლეობით.
მუხლი3
მხარეები წინასწარ, საერთო თანხმობით და დიპლომატიური არხების საშუალებით განსაზღვრავენ კონსულტაციების გამართვის დონეს, დღის წესრიგს, დროსა და ადგილს.
მუხლი4
მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ თანამშრომლობას და პირდაპირ კონტაქტებს ორივე ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტებს შორის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიის, სამართლის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
მუხლი5
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შევიდეს ცვლილებები და დამატებები სამინისტროთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი6
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება ხუთი წლის ვადით. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ერთი მხარე ექვსი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეუწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოქმედება.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2011წლის23 მაისს,რომელიც შეესაბამება 5771წლის იარის თვის მე-19დღეს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ა ვ თენტ იკუ რია. ტექსტებს შორის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
ხელმოწერილია
მისი უდიდებულესობა ბატონი დავით ჯალაღანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
|
ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით
ხელმოწერილია
მისი უდიდებულესობა ბატონი პინ ხ ას ავივი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე
|