ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.013.003.099

საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება№ 4

1997 წლის 8 ოქტომბერი       

ქ. თბილისი

ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ

 „ელექტროენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 ივლისის №389 ბრძანებულებით “მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და ელექტროენერგეტიკაში ფასწარმოქმნის საბაზრო სისტემაზე ეტაპობრივად გადასვლის შესახებ” ელექტროენერგიის მოსახლეობაზე გასაყიდი ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით დადგინდეს ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი შემდეგი საბითუმო ტარიფები:

1.1. „საქენერგოს” მიერ გამანაწილებელ ენერგოკომპანიებზე გაცემული ელექტროენერგიისათვის: საშუალო ძაბვაზე (6კვ; 10კვ.) ერთი კილოვატსაათისათვის 3.3 თეთრი, მაღალ ძაბვაზე (35კვ; 110კვ.) ერთი კილოვატსაათისათვის 3.1 თეთრი.

1.2. ჰიდროელექტროსადგურების მიერ „საქენერგოსთვის” მიწოდებული ელექტროენერგიისათვის ერთ კილოვატსაათზე საშუალო შეწონილი ტარიფი – 0.98 თეთრი, მათ შორის:

„საქენერგოგენერაცია”

(ენგურჰესი, ვარდნილჰესები)

- 0.9

ორთაჭალჰესი

- 1.3

ვარციხეჰესი (კასკადი)

- 0.9

ზაჰესი

- 1.3

ხრამი I

- 0.95

ჩითახევიჰესი

- 1.3

ხრამი II

- 0.95

აწჰესი

-1.3

ტყიბულჰესი

- 0.95

ბჟუჟაჰესი

- 1.4

ლაჯანურჰესი

- 1.05

სიონჰესი

- 1.7

გუმათჰესი (კასკადი)

- 1.05

ალაზანჰესი

- 1.7

რიონჰესი

- 1.05

კურზუჰესი

- 2.0

შაორჰესი

- 1.2

დმანისიჰესი

- 2.0

ჟინვალჰესი

- 1.2

ხერთვისიჰესი

- 2.0

კაბალიჰესი

- 2.0

რიცეულაჰესი

- 2.0

დაშბაშჰესი

- 2.0

მარტყოფჰესი

- 2.0

მისაქციელჰესი

- 2.0

სქურიჰესი

- 2.0

ტირიფონჰესი

- 2.0

აგჰესი

- 2.0

ჩხორუწყუჰესი

- 2.0

 

 

 

 

 

 

 

1.3. „თბილსრესსა” და „საქენერგოს” შორის 1997 წლის 1 იანვრიდან პირდაპირი ხელშეკრულებით განსაზღვრული ორსაფეხურიანი ტარიფი:

- 1 კვტ. გარანტირებული სიმძლავრისათვის – 2.5 ლარი თვეში;

- ელექტროენერგიისათვის – 3.3 თეთრი/კვტსთ.

2. „საქენერგოსა” და ელექტროსადგურების მიერ პირდაპირი მომხმარებლებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა და ტარიფი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით ორივე მხარის (მიმწოდებელი და მომხმარებელი) მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.

3.    ამ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები ძალაშია 1998 წლის 1 აპრილამდე. ელექტროენერგეტიკის სექტორში შემავალმა სუბიექტებმა ახალი სატარიფო განაცხადი, დადგენილი წესით, კომისიაში წარადგინონ 1998 წლის 15 თებერვლამდე.

თავმჯდომარე                               ელ. ერისთავი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის „ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „ელექტროენერგეტიკის სექტორის შიგნით მოქმედი ტარიფების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1395252/