„ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლისა და ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის განაცხადის ფორმისა და წარდგენის წესის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.012.003.284
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №66
1998 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლისა და ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის განაცხადის ფორმისა და წარდგენის წესის შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის „ო“ პუნქტის შესრულების მიზნით, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს დებულება “ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლისა და ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის განაცხადის ფორმისა და წარდგენის წესის შესახებ”.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-7 დღეს.
ნ. ჩხობაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლისა და
ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის
განაცხადის ფორმისა და წარდგენის წესის შესახებ
1. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლისა და ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის დაინტერესებულმა სუბიექტებმა უნდა მიმართონ ლიცენზიის გამცემ ორგანოს, ქვემოთ მოცემული ფორმის განაცხადით.
2. განაცხადს აქვს შემდეგი ფორმა:
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლისა
და ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის
წყალმოსარგებლე -----------------------------------------------------
ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება,
-------------------------------------------------------------------------------------------
საფოსტო მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები
________________________________________________________
გთხოვთ მომცეთ ლიცენზია ________________________________
ზედაპირული წყლის ობიექტის დასახელება,
_________________________ -დან წყლის (ნივთიერებების) ამოღებაზე
წყალაღების კვეთის ადგილმდებარეობა
______________________ მოცულობით
(მ3/წლ; ტ/წლ)
წყალსარგებლობის მიზანი __________________________________
ლიცენზიის მიღებისათვის საჭირო საბუთები თან ერთვის.
დანართები:
1. საწარმოს წესდება (ფიზიკური პირის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის საბუთი);
2. ცნობა ბანკიდან, რომ აქვს შესაბამისი თანხა;
3. ცნობა თავისი და მენარდეების ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ, რომელიც დადასტურებულია ბუღალტრის ხელმოწერით;
4. მიწის მესაკუთრის წინასწარი თანხმობა მიწით სარგებლობის პირობების შესახებ
5. საერთო ცნობები მოთხოვნილი წყლის ობიექტის და მისი აუზის შესახებ (ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი ასპექტების ჩვენებით), ობიექტის განლაგების ტოპოგრაფიული გეგმა და ეკოლოგიური მდგომარეობის დახასიათება;
6. დაგეგმილი საქმიანობის მოკლე ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება;
7. წყალსარგებლობის სახეობა და პარამეტრები, საწარმოს გენგეგმა წყალსადენი სისტემის, წყალსარგებლობის წერტილების დატანით;
8. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის დასკვნა სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრებისა და მოწყობის შესახებ (სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის);
9. ინფორმაცია უკანასკნელი 5 წლის მანძილზე განვლილი საქმიანობის შესახებ;
10. მონაცემები განმცხადებელი ფიზიკური ან იურიდიული (ხელმძღვანელების ან მფლობელების) პირის შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ლიცენზიის მიღებისას.
ხელმოწერა ________________
ბ. ა.
3. განაცხადი მიღებულად ჩაითვლება წყალმოსარგებლის მიერ ფორმაში ჩამოთვლილი დოკუმენტების სრულყოფილად წარმოდგენის დღიდან.
4. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
5. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან უარის შესახებ მიიღება დადგენილი წესით განაცხადის შეტანის მომენტიდან 30 დღის განმავლობაში.