„ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.07.2011 ძალადაკარგული 29.07.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11-27
სარეგისტრაციო კოდი
310130000.35.156.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110708026, 13/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-27

2011 წ ლი ს 8 ივლისი

ქ. დმანისი                   


ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის ,,რ” ქვეპუნქტისა და ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

1. დამტკიცდეს ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის ნიშნების განლაგება თანახმად დანართი №1-ისა (თან ერთვის).

2. დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს საგზაო ნიშნების დროული განთავსება დანართი №1-ით გათვალისწინებულ ქუჩებზე.

3. კონტროლი აღნიშნულ დადგენილებაზე დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას.

      მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ბ. მგელაძე

დანართი №1

ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის ნიშნების განლაგება

1. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია” დაიდგას:

ა) 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან მისასვლელი ორივე გზის დასაწყისში;

2. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,დგომა აკრძალულია” დაიდგას:

 ა) 9 აპრილის ჩიხის დასაწყისში;

 ბ) 9 აპრილის ჩიხის №23-თან.

 გ) ნანა დედოფლის ქუჩის დასაწყისში.

3. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია” დაიდგას:

 ა) ნანა დედოფლის ქუჩის დასაწყისში;

 ბ) ნანა დედოფლის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩა №2-თან.

4. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,მოძრაობა აკრძალულია” დაიდგას:

ა) წმ.ნინოს ჩიხი №3 კორპუსთან;

ბ) გორგასლის ქუჩის დასაწყისში, სტადიონის კუთხეში.

5. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,მოქმედების მიმართულება” დაიდგას:

ა) გორგასლის ქუჩის დასაწყისში, სტადიონის კუთხეში.

6. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,ბავშვები” დაიდგას:

ა) გორგასლის ქუჩაზე ორივე მხარეს ქ. დმანისის №3 საჯარო სკოლის წინ;

ბ) გოგებაშვილის ქუჩაზე ორივე მხარეს ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლის წინ.

7. საგზაო მოძრაობის ნიშანი ,,დგომის ადგილი” დაიდგას:

ა) წმინდა ნინოს ქ.№56-თან (თეატრის წინ).

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.07.2011.
როდის იქნა მიღებული „ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”?
„ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ” მიღებულია 08.07.2011. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11-27. სარეგისტრაციო კოდი — 310130000.35.156.016057.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.07.2011-დან.
სად არის „ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. დმანისში საგზაო მოძრაობის რეგულირების შესახებ”, №11-27, 08.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 310130000.35.156.016057 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399535/