1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებეინ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისათვის ან დაბრკოლებას უქმნიდეს მას განათლების მიღებაში, ანდა ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას და ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები ახორციელებენ საკანონმდებლო და სოციალურ ღონისძიებებს, აგრეთვე ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა უზრუნველყონ ამ მუხლის შესრულება. ამ მიზნით, ხელმძღვანელობენ რა სხვა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებებით, მონაწილე სახელმწიფოები, კერძოდ:
ა) ადგენენ მინიმალურ ასაკს ან მინიმალურ ასაკებს სამუშაოზე მიღბისათვის;
ბ) ადგენენ საჭირო მოთხოვნებს სამუშაო დღის ხანგრძლივობისა და შრომის პირობების შესახებ;
გ) ითვალისწინებენ შესაბამისი სახის სასჯელს ან სხვა სანქციებს ამ მუხლის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
მუხლი 32
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, მუხლი 32. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399901/muxli-32/