ა) აწესებენ უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას;
ბ) ხელს უწყობენ საშუალო განათლების, როგორც ზოგადის, ისე პროფესიულის, სხვადასხვა ფორმების განვითარებას, უზრუნველყოფენ მის ხელმისაწვდომობისა ყველა ბავშვისათვის და აგრეთვე მიმართავენ ისეთ საჭირო ღონისძიებებს, როგორიცაა უფასო განათელბის შემოღება და, აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების გაწევა;
გ) უზრუნველყოფენ ყველასთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას თითოეულის უნარის საფუძველზე ყველა საჭირო საშუალების დახმარებით;
დ) უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას;
ე) მიმართავენ ხელშეწყობის ღონისძიებებს, რომ რეგულარულად დადიოდნენ სკოლაში და შემცირდეს იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებმაც მიატოვეს სკოლა.
2. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ სასკოლო დისციპლინას იცავდნენ ბავშვის ადამიანური ღირსების პატივისცემის გამომხატველი მეთოდების დახმარებით და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.
3. მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ და განავითარებენ საერთაშორისო თანამშრომლობას განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ, მთელ მსოფლიოში უმეცრებისა და უწიგნურობის ლიკვიდაციის ხელშეწყობის და სამეცნიერო–ტექნიკური ცოდნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ხელმისაწვდომობის გაადვილების მიზნით. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებებს
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
მუხლი 28. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის განათლების უფლებას და თანაბარი შესაძელბლობების საფუძველზე ამ უფლების განხორციელების თანდათანობით მიღწევის მიზნით, კერძოდ:
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ და/ან ეთანხმებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას, უზრუვნელყოფენ, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, და ისინი:
- მუხლი 22. 1. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მიღება უნდა ან მიჩნეულია ლტოლვილად საერთაშორისო ან შიდა სამართლის და პროცედურების შესასბამისად, ახლ
- მუხლი 23. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივი თუ ფიზიკური თვალსაზრისით არასრულფასოვანი ბავშვი სრულფასოვან და ღირსეულ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს პირობებში, რომელბიც უზრუნველყოფს მის ღირსებას, ეხმარება
- მუხლი 24. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით და ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. მონაწილ
- მუხლი 26. 1. მონაწილე სხელმწიფოები აღიარებენ ყველა ბავშვის უფლებას ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის სიკეთეებით, მათ შორის სოციალური დაზღვევით, და საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ ამ უფლების სრული განხორციელებ
- მუხლი 27. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე
- მუხლი 29. 1. მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან იმაზე, რომ ბავშვის განათლება გამიზნული უნდა იყოს იმისათვის, რათა:
- მუხლი 30. იმ სახელმწიფოებში, სადაც არსებობენ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ჯგუფები ან მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი პირები, ბავშვს, რომელიც ასეთ უმცირესობებს ან მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნის, ურაი არ უნდა
- მუხლი 31. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის დასვენების უფლებას, იმ უფლებას, რომ მონაწილეობდეს თამაშებსა და გასართობ ღონისძიებებში, რომლებიც შეესაბამება მის ასაკს, და თავისუფლად მონაწილეობდეს კულტურულ
- მუხლი 32. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებეინ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისათვის ან დაბრკოლებას უქმნ
- მუხლი 33. მონაწილე სახელმწიფოები ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სოციალურ ღონისძიებებს, აგრეთვე ღონისძიებებს განათლების სფეროში, რათა დაიცვან ბავშვები ნარკოტიკუ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, მუხლი 28. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399901/muxli-28/