2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, იმ შემთხვევაში, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევენ, ხელს უწყობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა კომპეტენტურ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს ან არასამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გაერთაინებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, ასეთი ბავშვის დაცვაში და მისთვის დახმარების გაწევაში და ნებისმიერი ლტოლვილი ბავშვის მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების მოძებნაში, რათა მიიღონ მისი ოჯახში დაბრუნებისათვის საჭირო ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, როცა მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები ვე მოიძებნებიან, ამ ბავშვს ისეთივე დაცვას უწევენ, როგორც ნებისმიერ სხვა ბავსს, რომელიც რაღაც მიზეზის გამო მუდმივად ან დროებით მოწყვეტილია თავის ოჯახურ გარემოცვას, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით