ა) უზრუნველყოფენ, რომ შვილად აყვანის ნებას რთავდნენ მხოლოდ კომპეტენტური ხელისუფალნი, რომლებიც შესაბამისი კანონისა და პროცედურების საფუძველზე და საქმესთან დაკავშირებული და უტყუარი მტელი ინფორმაციის საფუძველზე ადგენენ, რომ შვილად აყვანა დასაშვებია მშობლების, ნათესავების და კანონიერი მეურვეების მიმართ ბავშვის სტატუსის თანახმად და რომ თუ საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა შვილად აყვანაზე გაცნობეირებული თანხმობა განაცხადონ ისეთი კონსულტაციის საფუძველზე, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს;
ბ) აღიარებენ, რომ სხვა ქვეყანაში გაშვილება შეიძლება გახდეს ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება, თუ ბავშვი აღსაზრდელად ვერ გადაეცემა ან ვერ მიებარება ოჯახს, რომელიც უზრუნველყოფდა მის აღზრდას ან შვილად აყვანას, და თუ ბავშვის წარმოშობის ქვეყანაში რაიმე შესაფერისი მოვლის უზრუნველყოფა შეუძლებალია;
გ) უზრუნველყოფენ, რომ სხვა ქვეყანაში გაშვილების შემთხვევაში გამოიყენებოდეს ისეთივე გარანტიები და ნორმები, რომლებიც შვილად აყვანის მიმართ გამოიყენება ქვეყნის შიგნით;
დ) ყველა საჭირო ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ, რომ, სხვა ქვეყანაში გაშვილების შემთხვევაში ბავშვის მიბარებას არ მოჰყვეს ამასთანდ აკავშირებული პირების მიერ გაუმართლებელი ფინანსური სარგებლის მიღება;
ე) ხელს უწყობენ საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლის მიზნების მიღწევას ორმხრივი და მრავალმხრივი მორიგებებისა და შეთანხმებების დადების გზით და ესწრაფვიან ამ საფუძველზე უზრუნველყოფნ, რომ ბავშვის სხვა ქვეყანაში დაშვილებას კომპეტენტური ხელისუფალნი ან ორგანოები ახორციელებდნენ
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ
მუხლი 21. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ და/ან ეთანხმებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას, უზრუვნელყოფენ, რომ პირველ რიგში გათვალისწინებული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, და ისინი:
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 46. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) მიერ საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შესახებ მიმართვა
- მუხლი 30. შვილად აყვანა
- მუხლი 13. ბავშვის თანხმობა შვილად აყვანაზე და მისი აზრის გათვალისწინება
- მუხლი 5. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები
- მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში
- მუხლი 16. პირდაპირი შვილად აყვანა და მასთან დაკავშირებული აკრძალვები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის ასოციაციის თავისუფლებისა და მშვიდობიანი კრებების თავისფულების უფლებას
- მუხლი 16. 1. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი
- მუხლი 17. მონაწილე სხელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ, რომ ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროების ინფორმაციასა და მასალებ
- მუხლი 18. 1. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხ
- მუხლი 19. 1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართავენ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნები
- მუხლი 20. 1. ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას ან რომელსაც საკუთარი საუკეთესო ინტერესებისათვის არ შეუძლია ასეთ გარმოცვაში დარჩეს, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვისა
- მუხლი 22. 1. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მიღება უნდა ან მიჩნეულია ლტოლვილად საერთაშორისო ან შიდა სამართლის და პროცედურების შესასბამისად, ახლ
- მუხლი 23. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივი თუ ფიზიკური თვალსაზრისით არასრულფასოვანი ბავშვი სრულფასოვან და ღირსეულ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს პირობებში, რომელბიც უზრუნველყოფს მის ღირსებას, ეხმარება
- მუხლი 24. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე სრულყოფილი მომსახურებით და ავადმყოფობათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საშუალებებით. მონაწილ
- მუხლი 26. 1. მონაწილე სხელმწიფოები აღიარებენ ყველა ბავშვის უფლებას ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის სიკეთეებით, მათ შორის სოციალური დაზღვევით, და საჭირო ღონისძიებებს ახორციელებენ ამ უფლების სრული განხორციელებ
- მუხლი 27. 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ“, მუხლი 21. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399901/muxli-21/